ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძოფი :”იუვე ფავორიტია ლაციოსთან მატჩში”

ცოტახნით გვერდით გადავდოთ ჩემპიონთა ლიგა და სატრანსფერო ბატალიები და ყურადღება იუვეს მორიგ მატჩს მივაქციოთ, რომელიც რომის ლაციოსთან გაიმართება მოახლოებულ უიკ ენდზე. Corriere Dello Sport-თან საუბარში ლეგენდარულმა დინო ძოფმა გუნდების შანსები და ზოგადი მდგომარეობა შეაფასა :“გამიჭირდება ორივე გუნდის ცალ-ცალკე შეფასება, რადგან შეხება და თან საკმაოდ დიდი ერთაც მქონდა და მეორესთანაც. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდებზე, რომელთა წინახაზი შთამბეჭდავი და მრისხანეა. უბრალოდ ბოლო პერიოდში ტურინელებმა თავდასხმის კუთხით მოუკლეს, ხოლო რომაელებმა პირიქით. მათ რვა უკანასკნელ შეხვედრაში იზეიმეს წარმატება და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა”.

“მაყურებელს დიდი სანახაობა ელის. ალეგრიც და პიოლიც სიტუაციიდან გამომდინარე შემტევ ფეხბურთს დაეყრდნობიან. ტევესი? მას ერთი კვირა გაუცდა და ვფიქრობ, ლაციალესთან შეეცდება თავის გამოჩენას. ბევრს საუბრობენ მის ბომბარდირობაზე რაც ნამდვილად ხელემწიფება, ოღონდ ეს დიდი კონკურენციის პირობებში მოხდება. მორატა? მესიმპატიურება. კარგად მოძრაობს და რაც მთავარია გუნდისთვის საჭირო მანევრირებებს აკეთებს. რაღაცით მისი ასპარეზობა კლოზესას წააგავს, რომელიც უკვე პროფესორია საკუთარი საქმის. საერთოდაც, გერმანელი თავის ასაკთან შედარებით ჩინებულად გამოიყურება და პირიქით, ბევრ ასპექტში მომატებულიც კი აქვს. ანდერსონი? მის ასპარეზობას ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ვაკვირდებოდი, ხოლო პიოლის ხელში, რომელმაც სრული ნდობა გამოუცხადა, ფელიპე მაქსიმალურად გაიხსნა. მიმდინარე სეზონი უდაოდ შევა როგორც გუნდის, ასევე მის აქტივშიც”.

“ველოდი თუ არა, იუვეს მხრიდან, ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს ასე მარტივად მოპოვებას? რაც არ უნდა ვთქვა, სურათი თავად ადასტურებს ყველაფერს. ბოლო ხანებში იუვე არის უკონკურენტო აპენინებზე და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ მატჩებში არ ბრწყინავდა, მათ საკმაო ქულათა რაოდენობა დააგროვეს და მშვიდად შეუძლიათ ყოფნა. აი რაც შეეხება მეორე-მესამე პოზიციებს, რომა თუ ლაციო – აქ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდება დედაქალაქელებს შორის”.

“ხვალინდელ დაპირისპირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ იუვე შინაურ კედლებში მიიღებს ლაციოს, ფავორიტად სწორედ ისინი მიმაჩნიან, რადგან ტურინში ალეგრის კრებული ყოველთვის შთამბეჭდავია. პიოლის თავის მხრივ შეუძლია ბიანკონერის მცირე ვარდნის გამოყენება, რომელიც გამოწვეულია რთული კალენდარით. ფაქტია, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი სერიოზულად ეკიდება ჩემპიონთა ლიგას, რაც მცირე კონცენტრაციის დაკარგვას იწვევს შინაურ ასპარეზზე. მაშინ როცა იცი, რომ რამდენიმე დღეში მონაკოსთან გიწევს მძიმე მატჩი, ლაციო ხდება ურთულესი მეტოქე სერია ა-ში. ვის ვუგულშემატკივრებ? ორივე კლუბის მიმართ მაქვს თბილი გრძნობები და ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ”.

 

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x