ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული დერბის წინასამატჩო ციებ-ცხელება

ტურინული დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა ამ ქალაქისთვის, მაგრამ ეხლა მას დამატებითი ელფერი ორივე კლუბის საკმაოდ კარგმა სათამაშო ფორმამ შესძინა. ვენტურას გუნდი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს გვაჩვენებს და ნამდვილად დასანანია მათი მარცხი ევროპა ლიგაზე ზენიტის წინააღმდეგ. ოდნავ მაღალი საშემსრულებლო კლასი და იღბალი, რომ ჰქონოდათ ალბათ სწორედ ისინი დაუპირისპირდებოდნენ სევილიას და ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა 1/4 ფინალი.. თუმცა, დავუბრუნდეთ დერბის და ჩვენს “იუვენტუსს”, რომელიც ამ მატჩს ერთიორად გადაღლილი ხვდება.. ეს როგორც ფიზიკურ ასევე ფსქოლოგიურ მხარესაც გულისხმობ..

ალეგრის გუნდი განაგრძობს სამივე ფრონტზე ბრძოლას.. იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ფაქტიურად მეოთხე სკუდეტო გაიფორმეს ზედიზედ, გავიდნენ იტალიის თასის ფინალში, ხოლო მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს სადაც არც მეტი არც ნაკლები თვით მადრიდის რეალს შეხვდებიან. მაშინ როცა ყველა 5 მაისის დაპირისპირებაზე საუბრობს, ხვალ მეტად პრინციპული ტურინული დერბია, რომელიც ყველანაირი სხვა შეხვედრის და აზრის გადადებას მოითხოვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არასრული კონცენტრაცია ნეგატიურ შედეგს მოგვიტანს. ეს კი ალეგრისთვისაც ცხადზე ცხადია და ამიტომაც გეგმავს 3-5-2 ტაქტიკური სქემის არჩევას..

კარს ბუნებრივია კაპიტანი დაიცავს, ხოლო დაცვის ხაზში განიხილება ანდრეა ბარძალის დასვენება და მის ნაცვლად სასტარტოში ტორინოს ყოფილი ცენტრალური მცველის ანჟელო ოგბონას გამწესება. მისი პარტნიორები ბონუჩი და კიელინი იქნებიან. ნახევარდაცვაშიც ცვლილებებია, რომელიც უფრო იძულებით ხასიათს ატარებს. მარკიზიო მატჩს ყვითელები ბარათების გამო ტოვებს და მის ნაცვლად ძირითადში რობერტო პერეირას უნდა ველოდოთ. პირლო და ვიდალი, როგორც იტალიელი ჟურნალისტები გვიმტკიცებენ, მატჩს აუცილებლად პირველივე წუთებიდან დაიწყებენ. ფლანგებზე სავარაუდოდ ლიხტშტაინერს და პადოინს ვიხილავთ.. ეს უკანასკნელი ტრავმირებულ პატრის ევრას ჩაანაცვლებს..

საინტერესოა რა სურათი დაგვხდება თავდასხმის ხაზში. აპენინელი ჟურნალისტები აქაც ცვლილებებს ელიან და კარლიტოს ტევესის ნაცვლად ალესანდრო მატრის ხილვას წინასწარმეტყველობენ.. მას კი პარტნიორობას ალვარო მორატა გაუწევს, რომელიც თავს კარგად გრძნობს და მზად ამ შეხვედრისთვის.

ყველას კარგად, რომ გუნდი 15 ქულით უსწრებს უახლეოს მდევარს, თუმცა ტურინულ დერბიში და თან ასეთ კარგ ფორმაში მყოფ ტორინოს დამარცხება უდაოდ სასიკეთოდ წაადგება ბიანკონერის, რომელიც სულ მალე უმძიმეს ორ რაუნდიან მატჩში მიიღებს მონაწილეობას მადრიდელთა წინააღმდეგ. და სწორედ ასეთ შეხვედრებში მოპოვებული წარმატება აორმაგებს თვითდაჯერებულობას და აქრობს ყოველგვარ შიშს მეტოქის მიმართ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

იმობილემ დღეს ტორინოს მხარეს ვარო, მარა ლიგაზე იუვეს ვბალეჩიკობო, ისევე როგორც ფიორეს და ნაპოლის ევროპა ლიგაზეა. იუვეს თავდამსხმაზე კითხეს კიდე და შეაქო ჩვენი შემტევები. რას ერჩით ვერ ვხვდები მე ამას, კაცი რეალურად აზროვნებს, შეიძლება გულის სიღრმეში იუვე მეტად მოწონს ვიდრე ტორინო და უფრე მეტად ვაფშე ნაპოლი მოწონს მარა იმას ამბობს რაც უნდა თქვას, ტორინოში ქონდა საუკეთესო წლები და პატივს სცემს კლუბსაც და მის ფანებსაც. თქვენ გინდოდათ რო ტორინოდან და დორტმუნდიდან იუვეს ქება დიდებაში ყოფილიყო? მასე არ ხდება, მოიყვანონ იუვეში და მერე ადიდებს და ალბათ ამ დროს იქნება ყველაზე გულრწფელი. მე მაინც მჯერ იმობილეს, მომავალი წლიდან ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს, ოღონდ… Read more »

arseni
9 years ago

დღეს მთავარია კორექტული თამაში იყოს და ჩეხვა არ აიწიოს

mishka berianidze
9 years ago

მტავარია რომ გუნდი რეალისთვის იყოს სრულ მზადყოფნაში ეს ის მომენტია რომ ამ მატჩში უკლებლივ ყველა მოთამაშე წაგვადგება ეს იქნება ჯიჯი თუ პადოინი არავინ იცის წინასწარ ვის რა ელის მწვანე მინდორზე
ამიტომ გუნდი 110 პროცენტით უნდა იყოს მზად
განმეორებით მატჩისთვის იმედია პოგბა დაგვიბრუნდება ასევე ასამოა და კასერესიც
კარგი იქნება თუ დღევანდელ თამაშს ეს მოთამაშეები დაიწყებენ

————————– სტორარი————————

დე ჩელიე——–ოგბონა——ბონუჩი——–კიელინი—–პადოინი

პერეირა—————პირლო——————კომანი

————–მატრი————————-მორატა———–

შეცვლებზე: ვიდალი, ევრა, ლიხშტაინერი, ტევესი, მარკიზიო.

giorgi nefaridz
9 years ago

რა იგუაინი მაგარი მაზილა ფორვარდია იმდენ მომენტს აფუჭებს რავი, კავანი ბევრად ჯობია მაგარამ არა მგონია ეგ ვარიანტი შედგეს. აგერ მორატა გვყავს ზაზა დააბრუნონ და ეგაა რა :forza:

forza bianconeri
9 years ago

:up:

User234
9 years ago

ტოპ გუნდში რომ ითამაშოს კარგად თავდამსხმელმა დიდი მნიშვნელობა აქვს მის გამოცდილებას, თუ რა გუნდებში და რა დონეზე აქვს ნათამაშები, ნაკრებში რას მიაღწია და ა.შ. მე ვამბობ უახლოესი პერიოდისთვის თუ გვინდა დიდი შედეგები და არა ვთქვათ ვინმე 3-4 წელიწადში რა თავდამსხმელი დადგება… ვთქვათ ვინმე თუ საშუალო გუნდში რამეს აჩვენებს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გრანდშიც იგივეს იზავს და ლიგის დონის თამაშებზე. ისე მე კავანის გამაზულიც ბევრი მინახავს

giorgi nefaridz
9 years ago
Reply to  User234

ager moratam mSvenivrad warmoaCina tavi gaisad kidev moumatebs , შეიძლება ზაზამაც უკვეთ ითამაშოს ?? თუ არა და იქნება მორატას ზამენა, იუგუაინის მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ :forza: :forza:

User234
9 years ago

ისე არ ვიცი ვინმეს უთქვამს თუ არა, მე პირადად ძალიან მომწონს იგუაინი, კავანი უფრო “ხასიათის მოთამაშე” ჩანს. იგუაინი დამაგვირგვინებელ ფაზაში ძლიერია და თავადაც შეუძლია მომენტის შექმნა. ასაკიც ნორმალური აქვს, მოკლედ მაგარი თავდამსხმელია და გამიხარდებოდა მაგის იუვეში ხილვა

lasha naxucrishvili
9 years ago

ამ თამაშს ველი დიდი ინტერესით ტორო დაგკიდებთ ტოროოო :givi:
0-1 მოვიგებთ ალბათ.

lasha tsasidze
9 years ago

თქვენი არ ვიცი მაგრამ მე უკვე არცერთი თამაში აღარ მაინტერსებს სანამ 5 მაისი არ დადგებაა !!! არ ვიცი რას ვიზავთ მოვიგებთ წავაგებთ თუ გავალთ და გამოვარდებით მაგრამ , მინდა რომ ღირსეულად გამოვიდეთ და ვითამაშოთ, ეს უკვე დიდი წარმატებაა რაც იუვემ გააკეთა მაგრამ მადა ჭამაშI მოდისო ტყუილად არ არის ნათქვამი და თან არც არაფერი გვაქ დასაკარგი და ყველაზე დიდი პლიუსი , არავინ არ გვთვლის ფავორიტებად რაც ჭესით უდნა წაადგეს გუნდს :forza:

mamuka tsagareishvili
9 years ago
Reply to  lasha tsasidze

მეც ეგრევარ 5 მაისს სულმოუთქმელად ველი ტორინო საერთად არ მაინტერესებს მოუგებთ 3;1 რეალს :juvee: :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x