ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ძაძას დაბრუნებას გეგმავს

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა “სასოულოს” ფორვარდს, სიმონე ძაძას აკვირდება და ზაფხულში მის დაბრუნებას აპირებს.გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერები სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის თამაშით კმაყოფილნი არიან და სეზონის დასრულებისთანავე, მოთამაშეების გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებენ.23 წლის ცენტრალური ფორვარდი დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში შავ-თეთრი მაისურით ითამაშებს, 21 წლის ბერარდის საკითხი კი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, დარჩება ტურინში თუ შეუერთდება რომელიმე კლუბს არენდით.შეგახსენებთ, რომ 10 ივნისამდე დომენიკოს გამოსყიდვა 15 მილიონი ევრო ღირს, ამ თარიღის შემდეგ კი ეს ფასი ხუთი მილიონით ძვირდება.ძაძას დაბრუნების იდეას ის გარემოებაც ემატება, რომ მასიმილიანო ალეგრი ფერნანდო ლიორენტეს გასხვისების წინააღმდეგი არაა, გუნდი შესაძლოა დატოვოს კარლოს ტევესმაც, პაულო დიბალასთან მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფი ფორვარდის, დომენიკო ბერარდის აგენტმა იტალიურ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბიანკონერებში სათამაშოდ მზადაა : “თანამფლობელობასთან დაკავშირებული საკითხი სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადაწყდეს, კლუბებს შორის ურთიერთობა იდეალურია და ვფიქრობ, ისინი მარტივად გამონახავენ საერთო ენას.მართალია, სასოულოს დომენიკოს შენარჩუნება სურს, თუმცა იუვენტუსს ფეხბურთელის სჯერა და მზადაა, იგი ტურინში დააბრუნოს.ბერარდი მხოლოდ 21 წლისაა, ჯერ კიდევ ვითარდება და ახლა მისთვის უმნიშვნელოვანესია სათამაშო პრაქტიკა, იმედი მაქვს, ბებერ ქალბატონში მას ეს დრო მიეცემა.იუვეში ბოლო ოცი წლის განმავლობაში უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ, უპირველეს ყოვლისა ალესანდრო დელ პიერო, მისი მიღწევების გამეორება ვერავინ შეძლო.იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკლებად აფასებენ, გაცილებით ენდობიან უცხოელებს, ვფიქრობ, ეს არასწორია.დიბალა ? – ნიჭიერი მოთამაშეა, სერია B – ში მისი თვისებები ბოლომდე ვერ გამოავლინა, თუმცა უმაღლეს ჩემპიონატში საუცხოო შედეგი აქვს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
9 years ago

ძაძა არ არის იუვეს დონის…!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

falconGE
9 years ago

საკაიფო მარცხენა აქვს, სწრაფია და საგოლე ინსტიქტიჩ არ აკლია.
ადრიანოს და ანელკას ნაზავია რაღაცით :))

მაგრად მეიმედება ამ ბიჭის

falconGE
9 years ago

https://www.youtube.com/watch?v=FxNdOb5Fnis
იდეალური ვარიანტია ძაძა სათადარიგოს ამბავში. ახალგაზრდა, იუვენტინო, იტალიელი, პერპექტიული. + შანსი ექნება თავის გამოჩენის. ეს ისეთი როჟაა გაგიჭირდება თქმა რომ მორატა ამას სკამზე დასვამს.
უყურეთ.

falconGE
9 years ago

ოოო ეს მომწონს მაგრად. რა ჯდება მისი მოყვანა საინტერესოა…
ეს ძაან ჭკვიანი ფორვარდია. სწრაფი, ძალისმიერი, ნორმალური დრიბლინგით და ტექნიკით.

მხოლოდ მივესალმები მას ლორენტეს ადგილას. :forza:

juveboy-leo
9 years ago

forza bianconeri
xo tavis tavs daabralon tevezis arwayvana
ragaca suleluri piraduli konfliqtis gamo ramdeni dakarges. . .
sul is maxsendeba xolme kroosma ukan ro mica tavit burti da iguainma ra burti gamaza

forza bianconeri
9 years ago

ბერარდის ძაძა მირჩევნია მისი სათამაშო სტილი ჩემ საყვარელ ფეხბურთელს (ტრეზეგეს) მახსენებს იმედია მოიყვანენ ვნახოთ რა შეუძლია თუ არ ივარგა და მაგ თანხად ისევ გაყიდიან მომავალ წელს

juveboy-leo
9 years ago

ise armiyvars xolme mere laparaki,ase ro yofilo ise iqneboda tqo mara argentinis trenerma magrad miqara karlitosi ro ar atamasha da palacio iguaini waiyvana mundialze
nu palasioze agarafers vambob
iguainma daitvalet ramdeni momenti gamaza dniprostan?

forza bianconeri
9 years ago
Reply to  juveboy-leo

კარლიტოს კარიერაში 1-2 ჯერ თუ ქონდეს ეგეთი მომენტი გაფუჭებული და რაღა მანდ ვერ გაიტანდა. ტევესი რო წაეყვანათ ახლა არგენტინა იქნებოდა მოქმედი ჩემპიონი

juveboy-leo
9 years ago

ara 3 skudeto ki davasvarket mara. . .
nu tevesi mainc klasia

juveboy-leo
9 years ago

vuchinichi rasshveba rogoraa??su daikarga eg chemisa;-)
ise ra svarkas vuyurebdit xolme gaxsovt? borielo,mirko,matri
nu kvali kaci iyo,sebac nichivoo. . . ;-)

jek17
9 years ago

რათქმაუნდა ვერატია პირველი სატრანსფერო სამიზნე და პირლოს იდეალურად შეცვლის,პირველი ნახევარდაცვა გვეყოლება,თუ ბერარდი,ძაძა და დიბალაც მოაყოლეს და დაცვაში დარმიანი,რუგანი მართლა უძლიერესი გუნდი გვეყოლება,ზოგიერთები უკვე გასაშვებია,ჩამოთვლა მეზარება

lasha tsasidze
9 years ago
Reply to  jek17

რას ამბობ ტოო ამდენი ფეხბურთელი ერთბაშად შეცვლა დიდი სისულელეა :) ამ ეტაპზე 2 მაქსიმუმ 3 ფეხბურთელი გვინდა და ზამენაზე ახალგაზრდები იდეალურია ნელ ნელა შეეწყობიან გუნდს . ყველზე მეტად გული მცყდება რომ როგორც ჯერ დელპიეროს ღირსეული შმეცვლელი არ ჩანს ასევე ბუფონის შემცვლელი ჯერ ჯერობით არავინ არის მაგ დონის იტალიაში

juveboy-leo
9 years ago

verati tuar wamova da ager valdifiori moiyvanon empolidan

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ერთ-ერთს მოიყვანენ.. ორივეს მოყვანა იმ პირობებში რომ ერთ-ერთი ან ითამაშებს ძირითადში ან ვერ გარისკავენ ) შეიძლება თვითონ ძაძამ ან ბერარდიმ თქვან უარი.. ისე ბერარდის მოსვლა მინდოდა და მინდა ყველაზე მეტად. ძაძაში ნამდვილად ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს. მეორეს მხრივ იმედია იმიტომ არ მოჰყავთ ორივე რომ მორატას წაყვანას რეალი აპირებდეს.. ეგ ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება

giorgi nefaridz
9 years ago

არადა ლანძრვა მიდიოდა დიბალას გამო :lool: :lool: :lool: :lool: :lool: მოვა ზაზაც და ბერარდიც ნუ ნერვიულობთ \Oრონ დ გააჩნია რა დროში :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

ძაძა, ტევესი, მორატა, ბერარდი, კომანი და 4-3-3ზე გადავიდეთ

simoni chigladze
9 years ago

liga tu moviget verati viyidot ,axalgazrda forvardebi kaia magram marto magat imedze ver viqnebit kavani unda viyidot aucileblad

lasha tsasidze
9 years ago

კაია კაი გაახალგაზდავება გუნდის მიდით რა მიდით. ვერატი დაიბრუნეთ თუ ლიგას მოვიგებთ და უძაანმაგრესი სასტავი გვეყოლება თან ახალგაზრდები

lasha tsasidze
9 years ago
Reply to  Gio Darja

არა აკვნიდან არა მაგრამ იყო საუბრები მისი იუვეში მოსვლაზე უბრალოდ ფუმლა დააბრმავა პატარა ბიჭია და შეცდომა დაუშვა. პირლოს პოზიციაზე მაგარი იქნება პოგბასთან ერთად ჩემი აზრით რავიცი

| Newsphere by AF themes.
20
0
Would love your thoughts, please comment.x