ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”არ ვაპირებთ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებას”

ჟურნალისტებთან საუბარში ბეპე მაროტამ გარკვეულ სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა:“ხედირა უდაოდ საინტერესო ფიგურაა, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი უმთავრდება რეალთან. ანალოგიურ მდგომარეობაშია ფლორენციელთა კიპერი ნეტო.. ჩვენ კი ვეცდებით ამ შესაძლებლობების გამოყენებას. ტევესს 2016 წლამდე აქვს ხელშეკრულება.. ბუნებრივია ჩვენ ვეცდებით მის შენარჩუნებას, მაგრამ ფეხბურთელი თავად წყვეტს მომავალს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მას აუცილებლად შევხვდებით და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. დიბალა? არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდ ინტერესს აგვღვიძრავენ, მაგრამ საუბარი რაიმე ხელშეკრულების ოფიციალურ გაფორმებაზე ჯერჯერობით უადგილოა. არანიარი შეთანხმება ძამპარინისთან და თავად ფეხბურთელთან არ არსებობს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ოფიციალურ დადასტურებამდე ჯერ კიდევ დროა. ძაძა და ბერარდი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დუეტია და გვსურს მათი შენარჩუნება.. თუმცა, ამისთვის სასუოლოსთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. რაც შეეხებათ ვიდალს და პოგბას, ჩვენი მიზანია გუნდის გაძლიერება მაღალ კვალიფიციური კადრებით.. ასეთ დროს კი პირველ რიგში არსებული შემადგენლობა უნდა შევინარჩუნოთ.. შედეგად არ ვაპირებთ ლიდერებთან დამშვიდობებას”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
9 years ago

ამათ გარდა ვინც უნდათ ის გაყიდონ
ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, ასამოა, კასერესი, პირლო, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, სტურარო, ტევესი, მორატა, კომანი
+ პერეირა გამოისყიდონ
აი ეს გუნდი მინდა 2015-16 სეზონში
მეკარეები: ბუფონი, ლეალი, აუდერო
————————————————————–
მცველები: ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ასამოა, კასერესი, დარმიანი, რომანიოლი, დრაგოვიჩი, რუგანი
————————————————————–
ნახევარ მცველები: პირლო, პოგბა, მარკიზიო, ვიდალი, პერეირა, სტურარო, კომანი, ფლორენცი, დე ბრუენი, ბერარდი
————————————————————–
თავდამსხმელები: ტევესი, მორატა, დიბალა, კავანი.

arseni
9 years ago

ფუ ქართული არხები სრული მარაზმია .. ფინალი მაინც ანახონ ……. ამაზრზენია

simoni chigladze
9 years ago

imedia martali tkva da pogba vidali darcheba

lasha naxucrishvili
9 years ago

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და რომელ ოფიციალურ დადასტურებაზეა საუბარი ან ხელის მოწერაზე.დიბალა რომ დავკარგოთ როგორც სანჩესი დავკარგეთ და კიდევ ბევრი წნევა მხევს ეგრევე :( მე ვფიქრობ რომ ასეთნაირი საუბრით სიტუაციის დაწყნარებას ცდილობს.პოგბაზე და ვიდალზე ხო ტვინი წაიღეს.არასდროს მოწონდა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდები ტვინს ხდიან ხოლმე :down:

PIto
9 years ago

აუ მაგრად არ მომწონს რაც დიბალაზე ხდება, რაღაცით ვან პერსის და იტურბეს ტრანფერს გავს, ტიტქოს გავიფორმეთ და გამოხტება ვიგაც ტლუ გუნდი 2 მილიონით მეტს მისცემს და წავიდა. დიბალა მთავარი ტრანსფერია იუვესთვის. მაგის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება

mamuka tsagareishvili
9 years ago

კარგია არვის რომ არ ყიდის მაგრამ ბიდალა უკვე იუვეს მოთამაშე მეგონა აუ იყიდონ ეგ იგროკი მაგრად მინდა

DRUGHI
9 years ago

:up:

Di Francesco # 1
9 years ago

Zlivs tqva is rac me didi xania vicodi :lool: araa gamoricxuli ro viyidot diabala Mara jer Ra dros samedicino shemowmeba da kontraqtis gafurmebaa, Ra ediabaleba axla iuves, yvelas eligaveba

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x