ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”არ ვაპირებთ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებას”

ჟურნალისტებთან საუბარში ბეპე მაროტამ გარკვეულ სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა:“ხედირა უდაოდ საინტერესო ფიგურაა, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი უმთავრდება რეალთან. ანალოგიურ მდგომარეობაშია ფლორენციელთა კიპერი ნეტო.. ჩვენ კი ვეცდებით ამ შესაძლებლობების გამოყენებას. ტევესს 2016 წლამდე აქვს ხელშეკრულება.. ბუნებრივია ჩვენ ვეცდებით მის შენარჩუნებას, მაგრამ ფეხბურთელი თავად წყვეტს მომავალს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მას აუცილებლად შევხვდებით და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. დიბალა? არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდ ინტერესს აგვღვიძრავენ, მაგრამ საუბარი რაიმე ხელშეკრულების ოფიციალურ გაფორმებაზე ჯერჯერობით უადგილოა. არანიარი შეთანხმება ძამპარინისთან და თავად ფეხბურთელთან არ არსებობს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ოფიციალურ დადასტურებამდე ჯერ კიდევ დროა. ძაძა და ბერარდი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დუეტია და გვსურს მათი შენარჩუნება.. თუმცა, ამისთვის სასუოლოსთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. რაც შეეხებათ ვიდალს და პოგბას, ჩვენი მიზანია გუნდის გაძლიერება მაღალ კვალიფიციური კადრებით.. ასეთ დროს კი პირველ რიგში არსებული შემადგენლობა უნდა შევინარჩუნოთ.. შედეგად არ ვაპირებთ ლიდერებთან დამშვიდობებას”.

წყარო: TuttoJuve

8 thoughts on “მაროტა:”არ ვაპირებთ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებას”

  1. ამათ გარდა ვინც უნდათ ის გაყიდონ
    ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, ასამოა, კასერესი, პირლო, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, სტურარო, ტევესი, მორატა, კომანი
    + პერეირა გამოისყიდონ
    აი ეს გუნდი მინდა 2015-16 სეზონში
    მეკარეები: ბუფონი, ლეალი, აუდერო
    ————————————————————–
    მცველები: ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ასამოა, კასერესი, დარმიანი, რომანიოლი, დრაგოვიჩი, რუგანი
    ————————————————————–
    ნახევარ მცველები: პირლო, პოგბა, მარკიზიო, ვიდალი, პერეირა, სტურარო, კომანი, ფლორენცი, დე ბრუენი, ბერარდი
    ————————————————————–
    თავდამსხმელები: ტევესი, მორატა, დიბალა, კავანი.

  2. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და რომელ ოფიციალურ დადასტურებაზეა საუბარი ან ხელის მოწერაზე.დიბალა რომ დავკარგოთ როგორც სანჩესი დავკარგეთ და კიდევ ბევრი წნევა მხევს ეგრევე :( მე ვფიქრობ რომ ასეთნაირი საუბრით სიტუაციის დაწყნარებას ცდილობს.პოგბაზე და ვიდალზე ხო ტვინი წაიღეს.არასდროს მოწონდა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდები ტვინს ხდიან ხოლმე :down:

  3. აუ მაგრად არ მომწონს რაც დიბალაზე ხდება, რაღაცით ვან პერსის და იტურბეს ტრანფერს გავს, ტიტქოს გავიფორმეთ და გამოხტება ვიგაც ტლუ გუნდი 2 მილიონით მეტს მისცემს და წავიდა. დიბალა მთავარი ტრანსფერია იუვესთვის. მაგის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება

Leave a Reply to PIto Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.