ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( 13 ივნისი )

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კარლოს ტევესის პასუხის მოლოდინშია.არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ამჟამად ჩილეში კოპა ამერიკის ტურნირში იღებს მონაწილეობას და საბოლოო გადაწყვეტილების გახმოვანებას აგვიანებს, ბიანკონერების სატრანსფერო სვლები კი სწორედ აპაჩეს წასვლა-დარჩენაზეა დამყარებული.31 წლის წინახაზელის აბარგების შემთხვევაში ჯუზეპე მაროტა მარიო მანძუკიჩის ან ედინსონ კავანის გადმობირებას შეეცდება, თავად ტევესის მიმართ ინტერესს კი მადრიდის “ატლეტიკო” და ფრანგული “პსჟ” იჩენენ.დიდი ალბათობით, ტურინში უნდა დაბრუნდნენ დომენიკო ბერარდი და სიმონე ძაძა, მოლაპარაკებები ნეროვერდის ხელმძღვანელობასთან უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში წესით ბევრი სიახლე უნდა შევიტყოთ.

ჯუზეპე მაროტა იმედს არ კარგავს, რომ რაჯა ნაინგოლანის ხელში ჩაგდებას მოახერხებს.მოლაპარაკებები “რომასა” და “კალიარის” შორის ჩიხში შევიდა და თუ ტურინელებმა სერიოზულად მოინდომეს, ბელგიელი 18 მილიონად ბებერი ქალბატონის წევრი უნდა გახდეს.უკანასკნელი ცნობების თანახმად, სერია ა – ში დაწინაურებული “ბოლონია” ანჯელო ოგბონას მიმართ იჩენს ინტერესს და სურს, იტალიელი მცველით გაძლიერდეს.და ბოლოს, ფერნანდო ლიორენტეს შეძენას ინგლისური “ტოტენჰემი” ცდილობს, ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 7-8 მილიონი ევრო გადაიხადონ, თავისმხრივ, წარუმატებელი სეზონის შემდეგ არც ბიანკონერები არიან ესპანელის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგნი.შეგახსენებთ, რომ აქამდე ინტერესს ბასკის მიმართ რამდენიმე ესპანური კლუბიც იჩენდა.

წყარო : Tuttojuve

58 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( 13 ივნისი )

  1. დაახვიოს ამ ტევესმა წაიღო რა ტვინი ამის ტრანსფერმა. ყველა გადამწყვეტი თამაში ჩააგდო.ნუ ერთი ბორუსიასთან გაუმართლა

  2. მილანმა ოფიციალურად მარტინესი გაიფორმა უახლოეს დღებში კონდოგბია იბრაც შეუერთდება დაპარალერულად ჰუმელსი სუბოთიჩზე მიდის საუბარი ამ დროს იუვე საპონარას დასდევს და განიხილება ვარიანტი პოგბა თუ წავიდა ბრაგადან 19 წლის დანილო მოვა… იმედია ჭორია :blin:

  3. მორატამ განაცხადა რო არ აპირებს მადრიდში დარუნება იუვემ მე ბევრი მომცა და ამ ყველაფერს გადახდა უნდაო ონლაინ რადიო როა ტუტოიუვეზე იქ ინგლისურად ბაზრობს ტიპი რო პერსი არ იტყოდა უარს იტალიის ჩემპიონებში იუვეში ეთამაშა რეალი ბარსელონა სიტის სერიოზული იერიში მიაქვთ პოგბაზე პარალერულად ვრცელდება ინფორმაცია რო იუვე პოგბას ბრაგას ტალანტი დანილოთი შეცვლის

  4. City’s £150m სკაი სპორტის მოხედვით სიტი მზადაა პოგბაში ეს თანხა გადაიხადოს ამ თანხად შეიძლება პოგბას გაყიდვა ოგონდ შემცვლელად ბრაგადან 11 მილიონიანი ალვეში არ უნდა მოიყვანო კაკ მინიმუმ 2კ არგი ტრანსფერი უნდა დადო ერთი მაგალითად ისკო რომელიც თუ ვინმე სერიოზული მსურველი გამოჩნდა დატოვებს რეალს ბენიტესმა ხმამაგლა თქვა რო მის სქემაში ისკო ძირითადში ვერ ჯდება

  5. ინტერი მერდა კოენტრაუთი ინტერესდება პს ჩემი მოსაზრება ამ ტრანსფერს ასრულება არ უწერია დუდებს რო ყიდოლობენ და ამას კოენტრაუც ხო ხედავს არამგონია ასეთ ინტერში თამაში მოუნდეს :chuvak:

  6. მან სიტი სარეკორდო თანხას შესთავაზებს იუვეს გოალ ქომს თუ დავუჯერებთ ამ დროს ფოოტბალ იტალია ავრცელებს ჭორებს რო პოგბას შემდეგ იუვეს რიგებს ბრაგას 19 წლის ტალანტი დანილო შეავსებს პოგბას გაშვება არ მინდა მარა თუ ყიდიან მოიცა და სადღაც 100 მილიონს რო იგებენ 11 მილიონიანი დანილოთი აპირებენ შეცვლას? ზიდანი რო გაყიდეს მაშინ გუნდი ააწყეს ნედვედი ბუფფონი და ტჰურამიც მგონი თუ ეგ უკვე იყო იუვეში არ მახსოვს კარგად მართალია ახლა გუნდს ამდენი არ უნდა მარა პოგბა მაინც შეცვალონ ვინმე წესივრით და არა ტალანტი 19 წლის ბიჭით მარა მე მაინც ჭორი მგონია ეს :forza:

  7. რომამ ილიჩიჩი და ჯეკო შეიძლება დაიმატონო და თუ ეს სიმართლეა შეიძლება ნიანგოლანს ვეღარც გაწვდნენ რეალურად ისე არ არი წელს ცუდი ზაფხული მეტნაკლებად ზლიერდებიან იტალიური კლუბები მილანი განსაკუთრებით ლაციოსგან ველი შევსებას :italy:

  8. მარკიზიო ძან ბევრს ლაქლაქებს რჩება თუ მიდის ბოლო ბ ოლო გააფორმოს კონტრაქტი ჭორები ვრცელდება რო ჩელსი და მანჩესტერი არ იტყვიან უარს მარკიზიოზეო თუ რაღაც და ეხლაც რაგაც თქვა ოგონდ იტალიურადაა ტუტოსპორტზე და გარტყმაში არ ვარ რა წერია :lool:

  9. ნიანგოლანმა იუვეზე თქვა დიდი გუნდია მაგრამ მე რომაში თავს კარგად ვგრძნობო + ალლენი არ ვიცი ვინმემ უყურა წელს ეს უდინელი როგორ თამაშობს? და კუადრადოზე მიდის ლაპარაკი კუადრადოს მგონი მოუ მაინც არ გაყიდის ხო კიდე ფაბინო როგორც ქვემოთ ვთქვი ეგ კაია :forza: :chuvak:

    1. ნაინგოლანის კომენტარი დევს ) აი ალანმა სერიოზული სეზონი დადო, მე რასაც ვუყურე მაგრად მომეწონა, უდინეში გასვლა რო გვქონდა პოგბამ ერთხელაც ვერ მოატყუა ტიპი

      1. არ მიყურებია მე კარგად მაშინ მოვიდეს ალენი კუადრადო ზღაპარია არ გაუშვებს მოუ ფაბინო მონაკოდან ძან მაგარი მცველია აი ძან კაი ბიჭი დადგება ეგ და ალენი თუ ასე კარგია მოვიდეს რამდენისაა? :forza:

Leave a Reply to jek17 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.