ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

გაძეტა დელო სპორტი ტურინის “იუვენტუსის” გარშემო შექმნილ სატრანსფერო ვითარებაზე დღევანდელ გამოცემაში საუბრობს.იტალიური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თამახმად, ბიანკონერების ნომერ პირველი სამიზნე მანჩესტერ “სიტის” ფორვარდი, სტეფან იოვეტიჩია.ჯუზეპე მაროტას სჯერა, რომ მონტენეგროელ ფეხბურთელს არენდის წესით აიყვანს გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ქალაქელებსა და ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას შორის პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს.მოლაპარაკებები მომავალ კვირას იგეგმება და სწორედ იმ დროისთვის უნდა გაირკვეს 25 წლის მოთამაშის მომავალი.იოვეტიჩის ალტერნატივად ბრაზილიელი ოსკარი სახელდება, რომლის ფასი 40 მილიონ ევროს უტოლდება, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც იტალიელები მისი შეძენისგან თავს იკავებენ.23 წლის ტრეკვარტისტას დასამატებლად სახსრების მოძიებაა საჭირო და ეს თანხა სავარაუდოდ ფერნანდო ლიორენტესა და ანჯელო ოგბონას გასხვისებით უნდა მიიღოს კლუბმა.ესპანელ ფორვარდს ტურინში დარჩენა კი სურს, მაგრამ მარიო მანძუკიჩის ტრანსფერის შემდეგ მისი შავ-თეთრი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, იგივეა ოგბონას მდგომარეობაც, დანიელე რუგანი 27 წლის უკანახაზელის სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს.

წყარო : Football italia

29 thoughts on “სატრანსფერო ციებ-ცხელება

  1. juveboy-leo says:
    იტალიაა ძმაო იტალია, :lool: :lool: მართლა არ ვიცი მეც
    ისე ვაკო კაი კი იქებოდა ტოო, მართალია ჩელსი არის დაინტერესებულია მისი შეძენიით

  2. ტევესი თუ მიდის პირლოც წავიდეს ჯობია, მარკეზე პოგბა ვიდალი ცხენდირა დაიწყებს ძირითადს, ასევე შეიძლება დიბალას დაყენება ტრეკვსარტისტად გააჩნია მეტოქეს. ასამოა და კასერესი რატო გავიწყდებათ ხალხო შარშან ქონდათ სერიოზული ტრამვებინ წელსაც კი არ ექნებათ ასე რომ იუვე კვლავ ლიგის ფაორიტებს შორის დარჩება

  3. Iუვეს ინტერესი სალაჰის მიმართ მატულობს ეგვიპტელი მაჰმიდი ნამდვილად არის ფანტაზისტა ასევე ტუტუიუვეზე ტევესი ბოკა იუვეზე დაიერა რაცხა მარa მომკალით და ვერ გავიგე :lool: :forza: :chuvak:

  4. დღეს მთელი დღეა არაფერი ისმის ახალიი, არადა ორშაბათიაააა :blin:
    ტევესისი ამბავი ხვალ უნდა გაირკვეს ხომ?
    d a v i d says ისე რა კაი სასტავი დააყენე ბრატ, მარა მანდ რუგანის ადგილი უნდა მოიძებნოს უეჭველი ტოო

  5. ოსკარი ან იოვეტიჩი და დაასრულონ ტრანსფერები რა.იოვეტიჩი ტევესის პონტში გაეძრო უნდა დატოვოს სიტი სასწრაფოდ!!! არ აქ მნიშვნელობა სად წავა იუვე იქნება თუ რომელიმე გუნდი.

  6. —————————-ბუფონი—————————

    ლიხტა————–ბონუჩი————-კილინი————-ასამოა

    ————-ვიდალი———მარკიზიო————პოგბა———

    —————————-დიბალა—————————

    ——————მანჯუკიჩი———-მორატა——————-

    1. ზამენა:

      მცველები: კასერესი, ბარძალი, რუგანი, ევრა.

      ნახევარმცველები: ხედირა, სტურარო, პერეირა, პადოინი. პირლო?!

      თავდამსხმელები: ძაძა, კომანი.

      აქედან გამომდინარე კიდო ერთი შემტევის აზრს ვერ ვხედავ როცა უკვე ზამენაზე 3 შემტევი ზის!!! სამი და არა ერთი!! :chuvak: იო -იოც და ოსკარიც არის ჭორი და მეტი არაფერი მე ესე მგონია და რიავიცი აბა :chuvak: ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი იმ შემთხვევაში მოვა თუ ზემოთ ჩამოწერილი ძირითადი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი წავა მა: პოგბა, ვიდალი ან მორატა!!

Leave a Reply to juveboy-leo Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.