ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Daily Mirror: “სიტი” პოგბაში 100 მილიონს ჩამოდის

ინგლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, რეალური გავლენა იქონიოს “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკაზე. დეილი მირორის მტკიცებით, “მანჩესტერ სიტიმ”  ტურინულ მხარესთან პოგბას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართვაზე მზაობა გამოთქვა და ფრანგის სანაცვლოდ 71 მილიონ ფუნტს იხდის, რაც 100 მილიონი ევროს ტოლფასია. უკვე დიდი ხანია “ბებერი ქალბატონის” მესვეურები ნახევარმცველის სატრანსფერო ღრებულებად სწორედ ამ თანხას ასახელებენ. სატრანსფერო ფანჯარა ოთხშაბათს იხსნება, ოთხშაბათსვე ელოდებიან ტურინში “ბარსელონას” ხელმძღვანელობას. ამდენად, არჩევანის წინაშე პოგბასთან ერთად, “იუვენტუსიც” დგას. დეილი მირორის მტკიცებით, მანჩესტერელები პოლს წელიწადში 13 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

წყარო: tuttojuve

6 thoughts on “Daily Mirror: “სიტი” პოგბაში 100 მილიონს ჩამოდის

  1. პოგბას გაყიდა გუნდისთვის კარგად არ დამთავრდება, მითუმეტეს, რომ ტევესი და პირლო უკვე წავიდნენ. ერთადერთ შემთხვევაში ექნება პოგბას გაყიდვას გამართლება: თუ ისკოს და ვერატის იყიდიან

    1. ისე კი მირჩევნია სიტიმ იყიდოს ქინქლაძის გამო პატივს ვცემ მაგ გუნდს და ცოტა ტრაგიკული ისტორიაც აქ სიტის ომები რო იყო ძალიან დიდი გავლენა იქონია სიტიზე თავის დროს ასე რო იუვედან ოდესმე თუ წავა გამიხარდება თუ სიტიში დაწერს მის ახალ ისტორიას

  2. წელს თუ გაყიდეს რაც არ მგონია აუცილებლად უნდა იყიდონ ვერატი და ისკო(ოსკარი) და დარმიანი,რათქმაუნდა ჩემი აზრით მარა შეთამაშების პრობლემა ექნებათ წელს თუარა პირველ ნახევარში მაინც და შემდეგ წელს კიდე 2-3 ტოპ ფეხბურთელი და ლიგაზე ფავორიტობა გარანტირებულია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.