ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკაი სპორტი : სტორარი “კალიარიში” ითამაშებს

ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “კალიარიმ” როგორც იქნა, საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას მარკო სტორარისთან.სერია ბ-ში დაქვეითებული კლუბი მზადაა 38 წლის მეკარეს 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, ანაზღაურების სახით კი მას წლიური 700 ათასი ევრო დაუნიშნოს.სარდინიულ კლუბში ასპარეზობის წინააღმდეგი არც თავად სტორარია, ამიტომ დიდი ალბათობით, ხელშეკრულებას მალე უნდა მოეწეროს ხელი.”კალიარი” წინასასეზონო შეკრებას 12 ივლისს იწყებს და ბაზაზე მარკოს სწორედ ამ დღეს ელიან.შეგახსენებთ, რომ სტორარის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში “იუვენტუსი” “ფიორენტინას” ექს-კიპერს, ბრაზილიელ ნეტოს გაიფორმებს.

წყარო : Tuttojuve

3 thoughts on “სკაი სპორტი : სტორარი “კალიარიში” ითამაშებს

Leave a Reply to ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.