ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონე “ბოლონიას” უახლოვდება

ტურინის “იუვენტუსისა” და ლუკა მარონეს მომავალი უფროდაუფრო შორდება ერთმანეთს.ცენტრალური ნახევარმცველი მასიმილიანო ალეგრის სამომავლო გეგმებში არ შედის და ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.25 წლის ფეხბურთელით გაძლიერებას სერია ა-ში ახლახან დაბრუნებული “ბოლონია” ცდილობს, რომლის ინტერესთა სფეროში ბებერი ქალბატონის რამდენიმე ფეხბურთელი მოექცა.რუსობლის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში აპირებენ ჯუზეპე მაროტასთან შეხვედრას და ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას.აქვე გეტყვით, რომ მარონე ბიანკონერების აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება, ამ წლების მანძილზე მას არენდის წესით “სიენასა” და “სასოულოში” უთამაშია.

წყარო : Tuttojuve

17 thoughts on “მარონე “ბოლონიას” უახლოვდება

  1. ვიღაცას პერსონალურად ან რომელიმე ეროვნებას თუ ქომაგობ სხვა საკითხია, მაგრამ როცა ფეხბურთელს ვაფასებთ ცოტა ობიექტურები უნდა ვიყოთ და პირადი სიმპათიები გვერდზე უნდა გადავდოთ….მეც კი მინდა იუვეში რაც შეილება მეტი მაღალი დონის იტალიელი იყოს, მაგრამ რეალურად დაეცა იტალიაში დონე და რასვიზამთ.. ქართველების გარდა სხვა ნაციის ფანი არასდროს არ ვიქნები, ამიტომ იტალიელების გაბანძება იუვეს რო არ აზიანებდეს სულ არ ვიდარდებდი

  2. svani

    იმენა ას პროცენტიანი თქვი, არარეალური კომენტარების კასკადი ეძრობა ხოლმე :roll: ალეგრიზე მეტი რო ესმით და ტუტოსპორტზე მეტი რო იციან.. :no

    ნიჭის საზომი რომელი ერთეულია მითხარით ერთი ვინმემ, რა იცის სასტავმა რო მარონე ბერტოლაჩიზე ნიჭიერია და საიდან ამტკიცებს ამას ამიხსენით რა )) მე ვერ გავზომე ეგრე და დღეს ბერტოლაჩი რო ფეხბურთს თამაშობს იმას უფრო ვხედავ ვიდრე 25 წლის მარონე

  3. რაის ნაკრებია ისე ამბობ ვითომ გატუზოები და კამორანეზები დარბოდეს დღეს იტალიურ მოედნებზე, აბა რაის სორიანო? ან რაის ვალდიფიორი ან რაის ბერტოლაჩი? მარონე სამივეზე ნიჭიერი იყო თავის დროზე და 25 წლი არაა ის ასაკი რო ფეხბურთლი ჩამოწერო, ხო ეს იქნება ბოლონიას ზამენაზე და დიაბალა იქნება იუვეს სასტავში :lool: რა დამიწერია არამქვეყნიური? ბონუჩი რო დიდი ფეხბურთელი იყო და პეპე რო საჭირო კაცი იყო? ესაა სენთვის არაქმქვეყნიური და ამქვეყნიურია ბრუნო ალვეში და ლუგანო? ანდა ბენტნერი იყო ამქვეყნიური და ჩეხის გამდირკავი კვალიარელა არამქვეყნიური? მე ვთქვი რო იტალიელ იუვენტინოებს ვქომაგობთქვა და არაქმვეყნიური იქნებოდა მარონეს და ჯოვინკოს მეზობელზე რო მეთქვა მაგრები არიანთქვა, ამ მარონემ და სებამ მიაღწიეს იუვეს პირველ გუნდამდე და რატო არ ვუქომაგო რო უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ, თქვენ სხვა სტილი გაქვთ მე სხვა, თქვენ შეგიძლიათ 3 წელი მეკამათოთ იმაზე რო სორენსენი ახალი კანავაროა და მერე რო მიხვდებით რო არ მისდის ამ სორენსენს კარიერა კარგი ტემპით, მიაგდებთ და სანაგვეზე მოუსვრით. მე ვისავ ვქომაგობ გულით იმ ხალხს ნებისმიერ სიტოაციაში ვქომაგობ თუნდაც საერთოდ წავიდნენ იუვედან. ჩემთვის ფეხბურთი ბუფონების დელ პიეროების მარკიზიობის და კიელინების მსგავსი პიროვნებების თამაშია და არა მაისურების, ვინც იმ ფიქრით და ოცნებით იზრდება რო იუვეს ახალი დელ პიერო და ახალი ბუფონი უნდა გახდეს მეც იმ ხალხს ვქომაგობ, თუნდაც ვერ გახდნენ ახალი დელ პიერო და ბუფონი. აუცილებელი არაა ყველა ახალი დელ პიერო იყოს იუვესთვის, მარა როცა იუვეს მაისურს იცმევს ღირსეული პიროვნება უნდა იყო და უნდა იცოდე რას ნიშნავს იუვენტუსის მაისურის ტარება. დე ჩელიემ იცის რას ნიშნავს იუვენტუსის მაისურის ტარება, თუმცა მოედანზე ვერ ამართლებს მარა რადგან მოედანზე სუსტად თამაშობს მაგიტო არ მივაგდებ როგორც გულშემატკივარი და თუნდაც პრო ვერჩელეში წავიდეს იქაც ვუქომაგებ. დარწმუებული ვარ წელს ჩემს მეტი არავინ არ დაინტერესებული არც სკიავონეთი არც როსით არც პადოვანით არც ბელტრამეთი და კიდე რამოდენიმე იმედისმომცემი იუვენტინოთი. მე ასე მესმის ქომაგობა და ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის დროს ესმის კლუბის ქომაგობა ბევრჯერ გექომაგოთ

  4. ეს ბოლონიაშიც ზამენაზე იჯდება !

    ამ საიტზე ერტი ბერო ჯუვე წერს არაამქვეყნიურ კომენტარებს (შემადგენლობის გადახალისებასთან მიმართებაში) და მეორე 1ჯუვე უბამს ხოლმე მხარს შიგადაშიგ :))) რაის ნაკრები თუ ძმა ხარ პადოინი ვერ ამოუგდია სასტავიდან. ეს უნდა გაყიდო და ერთი 3-4 ლიმონი თუ მოგვცეს დამლაგებლებს მაინც გავისტუმრებთ რამდენიმე სეზონი…

  5. მარონეს ტრავმებმა შეუშალა ხელი, წელს კორდობაში ხო წავიდა? ხოდა სამეცდიცინო ვერ გაიარა. იმ სასუოლომაც მიტო არ გამოისყიდა რო მთელი მეორე წრე ტრავმა ქონდა. იმედი მაქსვ თუ არა ეს სხვა საკითხია, შეიძლება სხვა ფეხბურთელის მაგალითად სტურაროს მეტი იმედი მაქ მარა მარონესაც ბოლომდე ვუქომაგებ სანამ კიდე ექნება იმის შანსი რო დიდი ფეხბურთი ითამაშოს, 25 წელი ცოტა არაა მარა არც ისე ბევრია 1-2 წარმატებული სეზონი და 27 წლის ასაკიდანაც რო გამოიძახონ ნაკრებში და სადმე ფიორენტინას დონის გუნდში რო სტაბილურად ითამაშოს ცუდი არ იქნება

  6. ნიჭი ბევრს ჰქონია მაგრამ ვერ მიუღწევია შედეგზე, მარტო ნიჭი რო წყვეტდეს ფეხბურთელის ბედს ბევრად მარტივი იქნებოდა დიდი ფეხბურთის თამაში ) კაცს პოგბას და ვერატის გვერდით აყენებდნენ MVP უწოდებდნენ ამ ტრიოს და სასოულომ არ გამოისყიდა, ბოლონიას და კარპის მეტს არავის არ უნდა სერია ა – ში ადგილი ვისაც აქვს დამკვიდრებული ის გუნდები ინტერესსაც არ იჩენენ )) ამ ასაკში ამ ეტაპზე როა ფეხბურთელი იმ მოთამაშის ფეხბურთის იმედი მე არ მაქვს და ვალდიფიორი-ემპოლი კიდე სხვა სიტუაციაა, მირკომ იმენა ემპოლის იცნობდა და ათამაშებდა გუნდს მის სტილზე ) მარონესგან ეგეთი არ გამოვა

  7. 30 წელს გადაშორებულმა ვალდიფიორემ ნახევარი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე ემპოლიში და ის გამოიძახა კონტემ და მარონემ მთელი სეზონი თუ მაღალ დონეზე ითამაშა რატო არ უნდა მიცეს შანსი? ნიჭით ბერტოლაჩიზე ნაკლებია თუ სორიანოზე?

  8. კაცს 25 წლამდე ელემენტარულად “არაუშავს რა” სეზონიც არ ჩაუტარებია და რა ევროპის ჩემპიონატზეა საუბარი

Leave a Reply to Shako Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.