ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რავანელი:”დიბალა ტრეკუარტისტად!”

“ტევესის თამაშს დიდ ყურადღებას ვუთმობდი. ბევრჯერ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როდესაც დივანზე მიმაჯაჭვა და ტელევიზორს ინტერესით ვადევნებდით თვალყურს. იყო ისეთი ეპიზოდები, როდესაც ბიანკონერის მძიმე თამაში ედგა წინ, მაგრამ გრძნობ 10-იანი იზავს რაიმე განსაკუთრებულს და ყველაფერი კარგად იქნება. ორი აზრი არაა მისი შეცვლა ძალზედ რთული იქნება”– საუბრობს ჟურნალისტებთან ფაბრიციო რავანელი..

“ახალი ტაქტიკური წყობა? ალეგრი იმ მწვრთნელთა კატეგორიაში შედის, რომლებსაც განსხვავებული მოდელებით უყვართ სეზონის ჩატარება. მის განკარგულებაში იქნებიან ძაძა, მორატა, მანჯუკიჩი და დიბალა. ხორვატი უდაოდ კარგი შენაძენია, რომელიც დაჯილდოებულია გამორჩეული თვისებებით. ცივ სისხლიანი თავდამსხმელი და იგი არასოდეს ერიდება ფიზიკურ ორთაბრძოლებს. მასთან და მორატასთან ერთად თავისუფლად შეიძლება 4-4-2-ით ასპარეზობა, მაგრამ როდესაც შენ გყავს დიბალა.. მაშინ შესაძლებელია ვარირება..

4-3-3, 4-3-2-1 ან 4-3-1-2 სადაც პაულო ტრეკუარტისტას პოზიციაზე გაირჯება. მაროტამ მორიგი პროდუქტიული ნაბიჯი გადადგა, როდესაც არგენტინელი შეიძინა. ეს იყო სწორი ინვესტიცია და თან გაითვალისწინეთ არგენტინელის ასაკი!

პალერმოში მისი ასპარეზობა ნამდვილად მომწონდა და ტურინში ყველაფერი იქნება გარშემო რითაც შეძლებს პროგრესის გაგრძელებას. არ გამოვრიცხავ, რომ სეზონის მსვლელობის დროს მორატასთან ან მანჯუკიჩთან ერთად შექმნას დუეტი 4-4-2-ში, როგორც მეორე ფორვარდმა. თუმცა, პირადად მე სიამოვნებით შევხედავდი მას შემტევი ნახევარმცველის ამპლუაში. შესაძლოა ეს არ იყოს მისი მთავარი პოზიცია, მაგრამ ისე ელეგანტურად ფლობს ბურთს, ასრულებს თავბრუდამხვევ დრიბლინგებს და გააჩნია კარგი მოედნის ხედვა, რომ სასიამოვნო იქნება რეალურ საქმეში ხილვა ორი თავდამსხმელის უკან”.

წყარო: tuttosport

77 thoughts on “რავანელი:”დიბალა ტრეკუარტისტად!”

  1. სუბიექტურობა და ობიექტურობა ამ შემთხვევაში ლოგიკასთან დავაკავშირე. ლოგიკურად მანჯუკიჩი უფრო წინ დგას ძაძაზე, თუმცა საერთოდ არ მეწყინება ( პირიქით) თუ ძაძა ისე ითამაშებს რომ ამოაგებს მანჯუს სასტავიდან, როგორც მორატამ უქნა ლორენტეს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან გაიზრება ძაძა რაც იუვესთვის კარგია და ნაკრებისთვისაც.

  2. ძAძA თუ ზაზა საერთოდ რა უბედურებაა, მაგ ფეხბურთელს არცერთი თავმოყვარე გრანდი ისედაც არ იყიდდა, წარმოიდგინეთ რა სასაცილო იქნება ზაზა ბარსაში, რეალში, ბაიერნში, პსჟში, ან თუნდაც ტოტენჰემში.
    არ მიმაჩნია, რომ ხედირა, ვიდალის, პოგბას, ან მარკიზიოს ნაცვლად ნებისმიერი ფორმაციის მიუხედავად დასაშვებია. თუ ოთხი ნახევარმცველი გვეყოლება კიდე გასაგებია, ან თუ შეცვლის დაღლილ ვიდალს.
    რაც შეეხება იუვეში შექმნილ სიტუაციას, მთავარი უდარი პონტში ვარიანტში მოდის დიბალაზე, დიბალა გაამართლებს იუვეს საქმე კარგად წავა, დიბალა ჯიოვინკოს გააკეთებს და მარტო მორატა ვერაფერს ვერ იზამს. სეზონის მთავარი ავანსი გაცემულია სწორედ მასზე, ამ ბიჭს მშვენიერი პლაცდარმი აქვს, დიდებული კარიერის დასაწყებად.
    თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიბალა მეიმედება. ყოველშემთხევაში იმაზე მეტად ვიდრე თავიდან ალეგრი :lool: ალეგრიმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვნახოთ დიბალა რას იზამს. ფაქტია რო ახალგაზრდაა, ამბიციური, ნიჭიერი, სათამაშო დრო ექნება, ერთადერთი რამ რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტრამვებია და იმედი მაქვს არ შეაწუხებს :forza:

  3. დაამტკიცოს მერე სხვა რა საქმე ექნება?! ბურთიც ექნება და მოედანიც. თუ არ გაამართლებს გაუშვებენ ჯოვინკოსავით სადღაც შორს, ცხრა მთას იქით. თან 10-ანი ჯერ ხომ არ უყიდიათ და მერე დაფიქრდებიან მაგ თემაზე. უკვე სერიოზულად. მაგის გიჟია ახლა ბრუცო რომ ფული ტყუილად ფანტოს. არ ღირს სიტუაციის დრამატიზება.

  4. ტევესის ყოველთვის მჯეროდა და ამას ორივე აწეული ხელებით გავყვიროდი მისი მოყვანის დღიდან. მახსოვს 10 ნომერზე რამხელა ისტერიკა იყო, მაგრამ ღირსეულად ატარა აპაჩემ მასზე დაკისრებული ეს მძიმე პასუხისმგებლობა. ვერანაირი ლოგიკით ვერ გავამართლეთ დიბალაში ამხელა ფულის გადაყრას. რაიმე მაინც ქონდეს დამტკიცებული, რომ ამხელა ავანსები გაიცა მაგ ბიჭზე. პირველ წრეში გაიფაფუხარა რაღაცა და მეორე ნახევარში იმენა ნოლი იყო. ძაძასგან არავინ ელის ციდან ვარკსვლავების მოწყვეტას და მისი მოყვანა შეიძლება რაიმეთი გამართლდეს, მაგრამ ვთქვათ ჩაისვარა ამ ჩვენმა ”მეორე მესიმ”მერე რა ვქნათ??ზუსტად მაგ თანხათ კავანის დათრევა შეიძლებოდა პსჟ-დან.

  5. ისე აგიხდება როგორც ჯოვინკო :lool: :lool: 24 წლის ცენტრ ფორვარდს სერია აში 11 გოლზე მეტი ვერ გააქ კაი რა დიბალას 21 წლის ასაკში იგივე შედეგი რაც შენ ძაძას თან მეტად ტექნიკურიცაა ამხელა რავანელი ამბობს შენ რო დიდი ექსპერტი ხარ მარონე დე ჩელიე ჯოვინკოებში ვარსკვლავებს რო ხედავდი მაგით დამანახე :lool: :lool:

  6. არც ეგრე ცუდადაა საქმე როგორც შენ ამბობ. ალეგრიც ეგრე იყო უბრალო “ფიზკულტურის მასწავლებელი” რომ მოიყვანეს და არც ტევესისა სჯეროდა ვინმეს მაგრამ ხომ ნახე ხანდახან აღმოჩნდება ხოლმე რომ არსებობს ხალხი ვისაც რაღაც-რაღაც საკითხებში ჩვენზე მეტი გაეგებათ და არ ვყოფილვართ თურმე ყველაზე ჭკვიანები. ასე რომ როგორც რუსები იტყვიან ხოლმე შვილი მამას არ უნდა ასწავლიდეს როგორ გააკეთოს ბავშვები.

  7. LASHAJUVENTINO ეს ის მაროტა არა ვადაგასულ თავისუფალ აგენტებსა და 10 მილიონიან საშუალო იგროკებს, რომ დასდევს. ყველა პოგბა, ტევესი და ვიდალივით არ გაამართლებს. ბოლო წლებში რისკის ფასად დაიწყეს მსგავსი მიდგომით სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა, მაგრამ ეხლა არის იმის რესურსი, რომ ცოტა ჯიბეზე გაიკრან ხელი და რეალურად ძლიერი მოთამაშეები მოიყვანონ. დიბალასნაირ გაუგებარ წარმონაქმნებზე კი არ უნდა დადონ ფსონი, არამედ ტოპ კლასის მოთამაშეები გადმოიბირონ. ეხლა მაინც ვერ იტყვიან, რომ იუვეში თამაში არავის უნდაო. მშვენივრადაც უნდათ, უბრალოდ ამისთვის ანიელის ჯიბიდან მწვანე ქაღალდის ნაჭრების უფრო დიდი დოზით ამოღებაა საჭირო.

  8. გამარჯობათ მეგობრებო! დიდი ხანია აქ არ დამიპოსტავს. ერთ ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი იუვეს წლევანდელ სატრანსფერო საქმიანობაზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ტევესისა და პირლოს წასვლით გუნდი საგრძნობლად დასუსტდა. აპაჩე კლუბის შეტევითი პოტენციალის ფაქტიურად 80 პროცენტს ფარავდა, ხოლო პირლო ასაკის მიუხედავად ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდლათ. ყველაზე ცუდი რაც პროვინციელმა მაროტამ გააკეთა ის იყო, რომ კარლიტოსის მაგივრად საშუალოზე დაბალი დონის მანჯუკიჩი მოათრია (ლორენტეს ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი) + ამას პალერმოს ვითომ სუპერსტარი გაუგებარი წარმონაქმნის დიბალაში გაიშხუილა 40 მილიონი ევრო. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაამართლებს ეგ არგენტინელი ჩოილარი. ტიპმა რა მოხია მოსვლისთანავე.თუ ტევესი წავა ეს ჩემთვის კარგი იქნებაო, იმის მაგივრად რომ ეთქვა პირიქით მისგან ბევრ კარგ რამეს ვისწავლიო. არ ვიცი რატომ გჯერათ მაგ ბიჭის ასე ძაან. შემდეგ შევეხები ძაძას თემას. ეგ საერთოდ ანომალიააა. ჩვეულებრივზე, ჩვეულებრივი ჯორივით მუშა თავდამსხმელია. ამ ბერარდის რას ერჩიან მაინც ვერ ვხდები. 3 ძაძას ერთად აღებულლს ჯობია მონაცემებით + უფრო ახალგაზრდაა. და ბოლოს ყველაზე დიდი ღადაობა ხედირას მოყვანა გახლდათ. მაგისი იმედი მამამისს არ აქვს და ამ მაროტამ რა ნახა მასში ისეთი უბრალოდ გაუგებარია. ყველაფერ ამის შემდეგ იუვეს ხელმძვანელობა ამაყად გამოდის და იძახის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენტვის დაიხურა და გუნდი დაკომპლექტებული არისო. სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილიი ამათი წუწურაქობის ყურება. უკვე გამაღიზიანებელი ხდება ეს სიბეცე რაც ტურინში ხდება. აგერ ვართ ყველანი და ვნახავთ ერთი რა ჩიტსაც დავიჭერთ ლიგაზე, თუ ჯგუფში არ ჩავრჩით საერთოდ!

    1. მაროტა რა შუაშია ეგ მხოლოდ თანხებს ათანხმებს და ეგეთ რამეებს და ეუბნება ალეგრის სიტყვაზე 10 მილიონში გვაძლევწნ ამ ფეხბურთელს გინდა თუ არ გინდა ? (ანუ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.მაროტაა მწვრთნელი თუ ალეგრი? ან კიდევ ჟმოტობას რო აბრალებენ ხოლმე მას პრეზიდენტი ეგაა თუ ანიელი.

    2. ყველაზე მეტი ღადაობა ის არის მეგობარო რომ აქ ბევრის აზრით 100 გარანტირებული აქვს ადგილი და ეკუთვნისო სასტავი ხედირას ვიდრე ვიდალსო…. :lool: :lool: :lool: :lool: რა პონტში იმსახურებს ხედირა ვიდალზე მეტად სასტავს ამას ვერანაირი ექსპერტი ვერ დაამტკიცებს. ვიდალმა სულ არაფერი რო გააკეთოს და მინდორზე რომ ისეირნოს ისედაც 10 თავით ჯობს ამ თხა ხედირას. ხედომ თუ თქვა მე სკამის გამხეხი არ ვარო რას ამბობ მისი სიტყვა კანონია. 10 ხომ არ უნდა კიდევ?

  9. zazaze იმდენი ვილაპარაკეთ წეან ვნახე სტატია შეიძლება იუვემ გაანათხოვროსო მეტი სათამაშო დროის მისაღებადო, არ მგონია მართალი იყოს მარა ლაციო თუ წაიყვანს არ იქნება ცუდი, ლიგაზე ითამაშებს და უფრო ნათლად გამოჩნდება იუვეს შეეფერება თუ არა, თუ რამე და თუ დაგვჭირდა ზამთარში დააბრუნონ, თუ არადა ალციოში უკეთესად მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

  10. რეალთან 4 3 3ით ათამაშა გუნდი და სადაც მართლა საჭირო იყო ეგ ტაქტიკა იქ არ ათამაშა რო მახსენდება მეცინება ხოლმე მაგ ჩემის ჩემაზე :lool: ვირზე შემჯდარია ტიპი :lool: :lool:

  11. მე მომწონს ძაძა, მაგრამ მორატაც და დიბალაც რომ მომწონს რა ვქნა? მანჯუკიჩმა რომ შემაყვაროს ტავი ისე როგორც ტევესმა? მერე რა ვქნა? თუ ეგენი იტალიელები არ არიან და ერთი მაგათი დედაც ჯეკ? :blin:

    1. მეც მაგარი მკიდია ვინ საიდანაა ნუ მთლად იტალიელებიც თუ გაწყდა იუვეში კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება პირველ რიგში იტალიელებისთვის მერე სხვადანარჩენისთვის.

      1. მე რროცა მწერ ნუ მეუბნები იმას მესის ადარებთ, კონტე ჩმონტე და რავი კიდე ათასი უბედურება რაც მე არ მითქვამს არასდროს.

  12. ნაკრებში ჯერ არ უთამაშია ცენტრფორვარდად და სად გამოჩნდა?ხან იმობილეს უკან თამაშობდა და ხან პელესი. ძაძა არის მებრძოლი, ფიზიკურად ძლიერი და გულიანი ფეხბურელი, მე მჯერა რო ბოლომდე იბრძოლებს იუვეში და რა გამოვა ვნახოთ, რო გაქაჩოს და სასტავის კაცი გახდეს ალბათ თქვენც აღიარებთ რო კარგი ფორვარდია მიუხედავად იმისა რო დღეს არ მოგწონთ

  13. ეგ კონტე ატრაკებს რაგაცას და უხარია. თან სიმართლე ვთქვათ არაა ეგ მაგ პოზიციის კაცი და წვალობს მაგრად ნაკრებში

Leave a Reply to Di Francesco # 1 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.