ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

იტალიური პრესის ინფორმაციით ანჟელო ოგბონა დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც ოფიციალურად შეუერთდება ვესტ ჰემს. კონტრაქტი გათვლილია 4 წლის მანძილზე და სეზონზე იტალიელი ცენტრალური მცველი 2.5 მილიონი ევროთი გაისქელებს ჯიბეს. გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სახის ბონუსი. რაც შეეხება ტრანსფერის ღირებულებას, ტურინი ანჟელოს სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. ბოლო წამებში ოფიციალური წინადადება მოვიდა საუთჰემპტონიდან, რომლებიც 14 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ იუვემ უარყო იგი სუფთა სპორტული ფეირ პლეის გამო. კულუარული ინფორმაციით დე ლაურენტისიც აპირებდა მოლაპარაკებებში ჩართვას, მაგრამ მაროტა აქაც შეუვალი იყო, რადგან უკვე ჰქონდა მიღწეული შეთანხმება ლონდონურ გუნდთთან..

ამასობაში იტალიის მოქმედ ჩემპიონს აქტიურად უკავშირებენ სასუოლოს მარჯვენა მცველს ვრსალკოს. მოკრძალებული კლუბის სპორტული დირექტორი ადასტურებს ამ ინფორმაციას, თუმცა აქვე ამატებს, რომ ნეაპოლიტანური კლუბი არანაკლებ ინტერეს იჩენეს და არ გამორიცხავს ხორვატის ტრანსფერს სწორედ დე ლაურენტისის გუნდში. ნებისმიერ შემთხვევაში სასუოლოს კიდევ ერთი სეზონით სურს მარჯვენა მცველის შენარჩუნება და თუ გავითვალისწინებთ იუვეს და მათ შორის არსებულ თბილ ურთიერთობას, არ არის გამორიცხული მაროტამ შეიძინოს და არენდით დატოვოს ფეხბურთელი.

მეორეს მხრივ ტურინელები იმ შემთხვევაში მოკიდებენ საქმეს სერიოზულად ხელს თუ მაურისიო ისლას გაყიდიან. კოპა ამერიკამდე ეს ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო, რადგან ჩილელმა ვერაფრით მოიკიდა ფეხი იტალიის მოქმედ ჩემპიონებში. მაგრამ ტურნირის შემდეგ ალეგრის შეეცვალა წარმოდგენა. მისი და გუნდის შეფასებით მაურისიომ დაიმსახურა კიდევ ერთი შანსი, რომელსაც მოახლოებულ სეზონში მიიღებს. გაყიდვის შემთხვევაში კი 10-15 მილიონი ევროა ის საფასური, რაზეც მაროტა მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას.

წყარო: tuttojuve

11 thoughts on “სატრანსფერო ციებ-ცხელება

  1. ბერარდის დაბრუნებას მივესალმები. მარტიალიზე არ ისმის რამე?
    ძალიან მინდა რომანიოლი ვითრიოთ რა სანამსხვა კლუბებს არ უყიდია ესეც. დარმიანი დავკარგეთ და ვიყოთ ევრა ასამოას იმედად

  2. ლიორენტე რო წავა 2 აზრი არაა, მონაკოს უნდაო და კარასკოს ან მარტიალის ტრანსფერში ჩართონ და ეგაა

  3. ჩემი აზრით შეკრებას ელოდებიან,ალეგრი გამოსცდის არსებულ შემადგენლობას და საჭიროების მიხედვით დაიმატებენ ვინმეს.

    1. მართალი ხარ ან ზამთრის ტრანსფერამდე რამე თუ არ გამოვიდა ვინმეს ითრევენ მაგრამ ზაფხულში უფრო ადვილია ვინმე წესიერის მოყვანა

  4. გუშინ და დღეს ისევ დაიწყო ბერარდიზე ლაპარაკი, როგორც ჩანს ალეგრი სერიოზულად აპირებს ან გამთამაშებლსი მოყვანას ან 4-3-3ზე გადასვლას, ანდა ორივეს ერთად და ბერარდის დააბრუნებს ტურინშიო თუ ისკო და ოსკარი არ მოუყვანესო, ანუ ძან მცვირეა სანსი რო ბერარდი არ დაბრუნდეს

Leave a Reply to irakli28 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.