ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს ნომერ პირველი სამიზნე იულიან დრაქსლერია

არტურო ვიდალის ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება, ხოლო ტურინელები პარალელურ რეჟიმში ტრეკუარტისტას მოძიებით არიან დაკავებულნი. პრესაში უამრავი 10-იანი დაუკავშირეს იტალიის მოქმედ ჩემპიონებს.. იმავე ბაიერნიდან მარიო გიოტცე, თუმცა როგორც ირკვევა ამ მხრივ მაროტას პრობლემები შეექმნა. გერმანელებმა იუარეს საკუთარ პლეიმეიკერთან განშორება და შედეგად ბიანკონერის გენერალური დირექტორი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო. ასეთი კი როგორც ჩანს იქვე გერმანიაში, გელზენკირხენში იპოვნეს. იულიან დრაქსლერი ნომერ პირველი სასურველი კადრი ხდება ალეგრისთვის. საორიენტაციო ღირებულებად იტალიელი მიმომხილველები 20-25 მილიონ ევროს მიიჩნევენ და სწორედ ამ სახსრებით შეეცდებიან გერმანელები შემდგომ შაქირის შეძენას.

წყარო: tuttojuve

2 thoughts on “იუვეს ნომერ პირველი სამიზნე იულიან დრაქსლერია

  1. კარგი იქნება დრაქსლერის იუვეში ხილვა რადგან ამას ფლანგიდანაც შეუძლია შეტევაში ჩართვა თუ ამაში 25 გადაიხადეს მაშინ კარგი იქნება კიდევ ერთი გერმანელის და ასევე იულიანის გუნდელის დამატება იგივე ფასად ანუ მაქს მაიერი ვიგულისხმე
    ლორენტე, ისლა + 10 ლიმონი რომ შევთავაზოთ არამგონია უარი გვითხრან.

Leave a Reply to ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.