ვიტსელი: ” სერია ა-ში თამაში მსურს “
Corriere dello Sport – ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც “ზენიტის” ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი საკმაოდ ღიად საუბრობს, ცნობილი გახდა, რომ მოთამაშე რუსულ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს. ინტერვიუში ვიტსელი პირდაპირ აცხადებს, რომ ძალების მოსინჯვა იტალიის ჩემპიონატში სურს:“კონტრაქტის გაგრძელების არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან მსურს საკუთარი თავი იტალიაში გამოვცადო” – აცხადებს ფეხბურთელი. მოგეხსენებათ, ვიტსელს “იუვენტუსი” გელზერკირხენის “შალკეს” წამყვანი მოთამაშის, იულიან დრაქსლერის, ალტერნატივად განიხილავს და თუ გერმანელი ტრეკვარტისტას თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა, დიდი შანსია, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა სწორედ ბელგიელის გადაბირებაზე გადაერთოს. შეგახსენებთ, რომ ვიტსელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს შეადგენს.
წყარო: Football-Italia
ვიტსელი კარგი იქნება ნამდვილად…სერიოზულად გაძლიერდება შუა ხაზი…:)
მილანში ჯობია წავიდეს ნაღდად)) ჩვენ დრაქსლერი გვინდა
მილანში წავა მგონია, ჩვენ მაინც ტრეკუარტისტა გვჭირდება უფრო
მოდი გიჟო იუვეში მაგარი ჩალიჩისტა ფეხბურთელია ამის სიზარმაცე მე არ მინახავს
oo es tu martalia mashin seriozuli minishnebaa
nu imedia srul chkuazea da milanshi ar endomeba
va sagol arc damixedavs statiistvis
futbal italiam dawera
witsel: I want serie -a !
dadet dzmebi tu gcaliat