ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიტსელი: ” სერია ა-ში თამაში მსურს “

Corriere dello Sport – ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც “ზენიტის” ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი საკმაოდ ღიად საუბრობს, ცნობილი გახდა, რომ მოთამაშე რუსულ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს. ინტერვიუში ვიტსელი პირდაპირ აცხადებს, რომ ძალების მოსინჯვა იტალიის ჩემპიონატში სურს:“კონტრაქტის გაგრძელების არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან მსურს საკუთარი თავი იტალიაში გამოვცადო” – აცხადებს ფეხბურთელი. მოგეხსენებათ, ვიტსელს “იუვენტუსი” გელზერკირხენის “შალკეს” წამყვანი მოთამაშის, იულიან დრაქსლერის, ალტერნატივად განიხილავს და თუ გერმანელი ტრეკვარტისტას თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა, დიდი შანსია, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა სწორედ ბელგიელის გადაბირებაზე გადაერთოს. შეგახსენებთ, რომ ვიტსელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო: Football-Italia

7 thoughts on “ვიტსელი: ” სერია ა-ში თამაში მსურს “

Leave a Reply to LASHAJUVENTINO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.