ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს კუადრადოს წარდგენაა დაგეგმილი

რომის დროით 16:00 სთ-ზე ტურინის “იუვენტუსი” კოლუმბიელ ახალწვეულს, ხუან გილერმე კუადრადოს წარადგენს.ლონდონის “ჩელსიდან” არენდის წესით გადმობარგებული ფეხბურთელი უკვე ორი დღეა მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშია, თუმცა მისი შეხვედრა ჟურნალისტებთან დღეს შედგება, ცნობილი გახდება თუ რა ნომრით იასპარეზებს იგი და ასევე, პასუხები გაეცემა საინტერესო შეკითხვებს.პრესს-კონფერენციის შემდეგ კუადრადო ბებერი ქალბატონის მუზეუმს ეწვევა, პირადად შეხვდება ტიფოზებს, ავტოგრაფებს დაურიგებს მათ და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებს.აქვე გეტყვით, რომ თბილისის დროით გილერმეს წარდგენა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

წყარო : Tuttojuve

3 thoughts on “დღეს კუადრადოს წარდგენაა დაგეგმილი

Leave a Reply to juveboy-leo Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.