ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ძაძა, ისლა )

ფერნანდო ლიორენტეს “სევილიაში” გადასვლის შემდეგ საუბრები სიმონე ძაძას ტურინიდან აბარგებაზე თითქოს შეწყდა, თუმცა სკაი სპორტმა რამდენიმე წუთის წინ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.ამავე წყაროს მტკიცებით, იტალიელი ფორვარდის მიმართ ინტერესს მარსელის “ოლიმპიკი” იჩენს და პირველი ზარი ფრანგულმა კლუბმა უკვე განახორციელა.ნაკლებ სავარაუდოა, ბიანკონერებმა ძაძას წასვლის უფლება მისცენ და მხოლოდ ოთხი ფორვარდის იმედად დარჩნენ, მით უმეტეს, არც თავად ფეხბურთელს სურს ბებერი ქალბატონის დატოვება.რაც შეეხება მაურისიო ისლას, მისი შეძენით “ფიორენტინაა” დაინტერესებული.ხუან კუადრადოს დამატების შემდეგ შესაძლოა მაქს ალეგრიმ უარი თქვას ჩილელ ფეხბურთელზე და მას წასვლის ნება დართოს, ამ შემთხვევაში, ფლორენციელები ნამდვილად იაქტიურებენ.

წყარო : Tuttojuve

17 thoughts on “სატრანსფერო ჭორები ( ძაძა, ისლა )

  1. დაგვრჩა ისევ 3 ერთი სტილის თავდასხმელი ზედმეტია ჯობია წავიდეს ეს კაცი სადაც ათამაშებენ ეს უშუალოდ მორატას კოკურეტია მორატა კი მანჯუკიჩის და რანაირად მოუწევს თამაში… კობია წავიდეს რა

  2. იულიანას ინსტაგრამზე ნახეთ რა ამბავია ააფეთქეს ჩვენებმა კომენტებით წამოდიო))
    draxlerofficial

    ბრუციანო მოიყვანე და ფანები აგიკრიბავთ ფულს!
    დედასგეფიცები ერთ 50$ დავდებ!

        1. მაგისგან მესი არა მარა საკმაოდ კაი ფეხბურთელი დადგება ო|ღონდ ჯენოაში გაფუჭდება ცოდოა მაგისთვის ესპანეთი იქნებოდა მისწრება ვილიარეალი ან რამე ეგეთი გუნდი

    1. რა ჯოვინკო 2 რას ამბობ!
      ზაზაია არის ძალიან მაღალი კლასის ცენტრ ფორვარდი. ყველაფერი აქვს იმისთვის რომ სერიოზულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. გაცილებით ნიჭიერია მორატაზე მე თუ მკითხავ

Leave a Reply to juveboy-leo Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.