ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კალჰანოღლუს დააკვირდება

როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან, “იუვენტუსი” “ლევერკუზენის” ვარსკვლავ ტრეკუარტისტას ჰაკან კალჰანოღლუს აკვირდება. კრეატიული ნახევარმცველი, რომელიც თავდამსხმელების უკან თამაშობს, ახალ სეზონშიც აგრძელებს შთამბეჭდავი თამაშის ჩვენებას.”ჩემპიონთა ლიგის” შესარჩევ შეხვედრაში “ლაციოსთან” 3-0 გამანადგურებელ გამარჯვებაში კალჰანოღლუს წვლილი დიდი იყო, თურქმა ფეხბურთელმა გასულ ტურში “ბუნდესლიგაშიც” შეძლო თავის გამოჩენა. Tuttosport -ის ინფორმაციით, “ლევერკუზენის” დღევანდელ შეხვედრას დორტმუნდის “ბორუსიასთან” “იუვენტუსის” სკაუტები დააკვირდებიან ტრიბუნებიდან, რომლებიც უკვე ჩაფრინდნენ გერმანიაში. კალჰანოღლუ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მის სატრანსფერო ღრებულებად კი – მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება – 20 მილიონი ევრო სახელდება.

წყარო: football italia

10 thoughts on ““იუვენტუსი” კალჰანოღლუს დააკვირდება

  1. უდიდესი სურვილი მაქ რომ ზამთარშივე გადმოვიდეს სავარაუდოდ რომა გააგდებს ლევერკუზენსდა ლიგაზეც შეეძლება დახმარება უდიდესი ტალანტია

  2. კარგი ფეხბურთელია მაგრამ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს ჩვენც, ბევრი გავუშვთ და დაბრუნდებიან არამგონია საჭირო იყოს, კუარდადოზე უნდა იფიქრონ რომ იყიდონ და კომანიც არ უნდა დავკარგოთ

Leave a Reply to ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.