ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 2-0 “სევილია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “სევილიასთან” გამართულ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.

ბუფონი 6 – 90 წუთის მანძილზე პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა შეხვედრას, თანაც, პრივილეგირებული ადგილიდან.შეხვედრაში ერთადერთხელ ჩაერთო და ისიც პირველი ტაიმის ბოლოს, კონოპლიანკას დარტყმის შემდეგ.

ბარძალი 7 – ბარძალი-სტაილს უკვე მივეჩვიეთ, დამაჯერებელი და მშვიდი ანდრეა, თუმცა გუშინ მისი შესრულებით საგოლე პასი და შესანიშნავი გარბენიც ვიხილეთ.

ბონუჩი 6,5 – ოთხკუთხედის ფორმის მქონე ციხე-სიმაგრის ცენტრალური ბურჯი.შესანიშნავად კეტავს გამეიროს და გამჭოლი პასით ერთი-ერთზე გაჰყავს დიბალა.

კიელინი 6,5 – იბორას მოედანზე გამოსვლის შემდეგ ჯორჯო დასწრებაზე თამაშობს და ესპანელს ანეიტრალებს.გუშინდელი იუვეს ნამდვილი სახე, ეფექტურობა – ცოტა, რისკი – ნოლი.

ხედირა 7 – დაბრუნებაც ამას ჰქვია, მატჩის დასაწყისში საკუთარ საჯარიმოში აკეთებს ულამაზეს ვარდნას, შემდეგ თამაშობს მის პოზიციაზე, მშვიდად, გონივრულად.

ერნანეში 6 – ბრაზილიელმა გუშინ ჩაჭრებში კიელინის აჯობა, უცნაურია.პირველ ტაიმში რამდენჯერმე დაარტყა კარის მიმართულებით, თუმცა მეტი სივრცე ჰქონდა და შეეძლო უფრო აგრესიულად ეთამაშა.მეტს მოველოდით.

პოგბა 6 – ცოტათი ზიდანს ჰგავს, ცოტათი კარატისტს.საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, ერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გაიტანა.

ევრა 6,5 – პატრისმა გუშინ ანდალუსიელების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე, ევგენი კონოპლიანკა გაანეიტრალა და მეტიც, ხუთჯერ ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში.

კუადრადო 7 ( მატჩის საუკეთესო მოთამაშე ) – ეს ადამიანი არ იღლება, თამაშობს მარჯვენა ფლანგზე, დაცვაშიც, ცენტრშიც, შეტევაშიც.ერთადერთი დარტყმა კარის მიმართულებით, თუმცა მთავარი ფანტაზიაა, რაც იუვეს ასე სჭირდება.

დიბალა 7 – ცუდად დაიწყო, თუმცა სიტუაცია გამოასწორა.ჯერ ულამაზესი გოლის გატანა შეეძლო, შემდეგ ჯარიმიდან აუღო მეკარემ, ერთი-ერთზეც რიკომ აჯობა, საერთო ჯამში, არგენტინელი უმარტებს.

მორატა 7 – ტრეზეგე გაგვახსენდა, შეარჩია პოზიცია და დაარტყა იქ, სადაც მეკარე ბურთს ვერ მიწვდებოდა.ჩვეულებრივ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი გახდა.

ალექს სანდრო 6 – ალეგრი ბრაზილიელს თხოვს, ნახევარი საათით ცენტრალური ნახევარმცველი გახდეს.

ძაძა 7 – მის მიერ ჩატარებულ ათ წუთზე წიგნი შეიძლება დაიწეროს.შემოდის შეცვლაზე და აკეთებს იმას, რაც აქამდე არასდროს არ გაუკეთებია, სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.აი რას ნიშნავს შეცვლიდან შემოსვლა..

რუგანი – შეფასების გარეშე – ისტორიული წუთები მისთვის, დებიუტი იუვენტუსის მაისურით.

ალეგრი 7 – შესანიშნავად შეარჩია სქემა, ფეხბურთელები, ცვლილებები და მოკლედ, სევილია Mute რეჟიმში გადაიყვანა.იდეალურია, მაქს !

წყარო : La Stampa

46 thoughts on ““იუვენტუსი” 2-0 “სევილია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. დიბალა მაგარიხარ უნდა მოუმატო ტუგინდა საუკეტესო იკო. ისე მარტალს ბაზრობს ზაზას რომ პასი მიცა მერე გაცჰერდა აგარ გაკვა, ნაგდად ჯერავდა რომ ჰსეაგდებდა.

  2. ხო ვიძახდი ჯიჯი თქო ? )))) არამარტო სიტი, კიევო გაიხსენეთ და საერთოდ ბუფონი :D გინდა ნაკრები გინდა კლუბი :P ნუმერო 1111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111 :love: :love:

  3. გოოოოოოოოოოოლ აუ რა ტენა იგუაინმა :wow:
    უკვე მესამედ დავსვი ბილეთი. ტოტალიზატოროოო გამოიღეეეეეეეეე!!!!
    ფული დაიდოს ბიჭოოოო :lool: :achuu: აუ არ მჯერა :lool:

  4. გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ მეტობაც მოდის სელტიკ ბლიად.
    ბიჭო ნაპოლის გაატანინეთ გოლი მე არ მცალია სელტიკი ფენერას ვუყურებ :lool: :lool:

  5. პოგბას მსგავსება ზიდანში მეც კარგახანი შევნიშნე რაგაც მომენტებში მაგრად ცააგავს ფეხების მოდზრაობიტ და ბურტის დაფარვიტ. პოგბამ უნდა მოუმატოს მემგონი 5-6 ტამაში უნდა კიდევ რომმ საუკეტესო ფორმაში იკოს, ნელა ნელა კი უმატებს

  6. ლაციოს სტადიონი ცარიელია და გლადბახის სტადიონი რა დღეში იყო გუშინ ლაციოს ქომაგები და საერთოდ იტალიაში კლუბებს სტადიონზე ვერ მიყავს ხალხი ეს უკვე სასაცილოც არ არი :loool:

  7. მგონი Aეფასებებიდანაც კარგად ჩანს თუ რაოდენ კარგად ვითამაშეთბურთი დაუმალეთ ტიპებს.წარმატებები იტალიურ გუნდებს ევროპა ლიგაზე :love: :italy: :forza: ბეშიქთაში-სპორტინგი კაი ბათქი იქნება მე მაგას ვუყურებ.

Leave a Reply to Dutch Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.