ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზინედინ ზიდანი რეალის ახალი მთავარი მწვრთნელია

მადრიდის რეალის ბოლოდროინდელმა არასტაბილურმა ასპარეზობამ ფლორენტინო პერესს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგა. სამეფო კლუბის პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობიდან რაფაელ ბენიტესი გაანთავისუფლა, ხოლო მის ნაცვლად ექს იუვენტინო ზინედინ ზიდანი დანიშნა. ჩვენთვის ეს ფაქტი შესაძლოა სუფთა სიმბოლური ხასიათის გამხდარიყო, რომ არა ისკოს ყბადაღებული თემა. ესპანელი გამთამაშებლის მიმართ უკვე დიდი ხანია რაც იუვე იჩენს ინტერესს.. ბენიტესთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო კი რეალურად გაჩნდა იმის შანსი, რომ ისკო დატოვებდა მადრიდულ კლუბს.. თუმცა, ზიდანის მოსვლას ადგილობრივი ჟურნალისტები პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ფრანგს მისი დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას.. ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა, როდესაც ზიდანი მოედანზე შეუდგება საქმის კეთებას.

წყარო: tuttosport

8 thoughts on “ზინედინ ზიდანი რეალის ახალი მთავარი მწვრთნელია

  1. არამგონია რო პოგბამ იუვე დატოვოს, იმიტო რო პოგბას ძალიან უყვარს იუვე და ისკო უნდა დაითრიონ forza juveeeeeeeeeeeeee :forza:

Leave a Reply to marchisio Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.