ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი “ჩელსისთან” კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “რომა” “სკუდეტოსათვის” ბრძოლას ჯერ არ გამოთიშვია…
მწვრთნელს ხვალინდელი შეხვედრის გარდა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სხვა საინტერესო თემებზეც მოუწია საუბარი:

“ჩემი ფიქრები ახლა “სერია ა” -ს, იტალიის თასის და “ჩემპიონთა ლიგის” ირგვლივ ტრიალებს. “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს და როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, აქ ბედნიერი ვარ. ესაა და ეს. როგორც ფეხბურთელების მომავლის შესახებ მიდის ხოლმე სპეკულაციები, ისევე ხდება მწვრთნელებთან მიმართებაშიც. ეს ნორმალურია, ვამაყობ, რომ “იუვენტუსისნაირ” დიდ კლუბს ვუდგავარ სათავეში”.

” “რომა” ჯერაც ფავორიტია, დედაქალაქელებს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ, თანაც ახლახანს შეცვალეს მწვრთნელი და გუნდს ამაზე აუცილებლად ექნება რეაქცია. ბოლო-ბოლო, ეს “იუვე” – “რომაა”, რაც რთულ და მნიშვნელოვან შეხვედრას ნიშნავს ჩვენთვის. სპალეტის ჰყავს გუნდი, რომელსაც წარმატებული მატჩების სერიის მოწყობა შეუძლია. არ მჯერა, რომ რომელიმე გუნდი პირველი ხუთეულიდან ჩემპიონობის ბრძოლას გამოთიშულია. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც 10-12 ქულით უკან ვიყავით ლიდერებისგან, ფეხბურთში ყველაფერი უცბად დგება ხოლმე თავდაყირა. ”

” უნდა ვკონცენტრირდეთ არა იმაზე, რაც გავაკეთეთ, არამედ იმაზე, რაც მომავალში უნდა გავაკეთოთ. გვინდა ზედიზედ მეორედ გავიდეთ იტალიის თასის ფინალში, შემდეგ კი ურთულესი გამოცდა გველოდება “ბაიერნთან”. რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, “ნაპოლი” დიდხანს არ გაჩერდება ამ ტალღაზე და ქულებს დაკარგავს. ”

” რობერტო პერეირა და მარიო ლემინა თავისუფლად შეგვიძლია ზამთრის შენაძენებად ჩავთვალოთ, რადგან თითქმის არ ყოფილან ჩემ განკარგულებაში. ხედირა მთელი კვირა ვარჯიშობდა, რადგან უაზრობა იქნებოდა რომში წამეყვანა და “ლაციოსთან” სათადარიგოთა სკამზე დამესვა. ვარჩიე დასვენებული ევრა ყოფილიყო ჩემს განკარგულებაში, იმის გათვალისწინებით, რომ სანდრომ “უდინეზესთან” კარგი სამუშაო შეასრულა. სანამ ვინმე მკითხავს დავასწრებ და ვიტყვი, რომ მარტინ კასერესი ჩვენთან დარჩება. ”

“მომავალი ორი თვის განმავლობაში სეზონის ყველაზე მნიშნელოვან შეხვედრებს ვითამაშებთ – “ბაიერნი” ორჯერ, “ინტერი” ორჯერ, ხვალ კი “რომა”. ამ მარათონს 20 მარტს დავასრულებთ და საბოლოო სპრინტიც მაშინ დაიწყება. დღეიდან 16 მარტამდე უნდა ვცადოთ ქულების კონკრეტული რაოდენობა მოვაგროვოთ, სხვანაირად არაფერი გამოგვივა. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ყველა ფეხბურთელი კარგად გრძნობდეს თავს ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით. გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა უფლებას მაძლევს, როტაციის მიუხედავად მაღალი ხარისხი შევინარჩუნო. ”

ალეგრის ჰკითხეს, აპირებდა თ არა რაიმე ცვლილების შეტანას ტაქტიკურ მონახაზში იმის გათვალისწინებით, რომ სპალეტი, სავარაუდოდ, სამ მცველიან ფორმაციაზე გადაიყვანს გუნდს: ” ჩემი გადაწყვეტილებები უფრო მეტად ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობითა და მომავალი მატჩებით იქნება ნაკარნახევი. როგორც “ლაციოსთან”, ხვალაც უძლიერესი შემადგენლობა გამოვა მოედანზე. ისეთი ფეხბურთელებიც მყავს, რომლებსაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ, ბოლო 30 წუთში შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. ხუან კუადრადომ აქამდე კარგად წარმოაჩნა თავი, ამასთან ტაქტიკური, ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისითაც გაძლიერდა. ამ მომენტისთვის, მისი უნარების გათვალისწინებით, კოლუმბიელს სათადარიგოთა სკამიდან შეუძლია ბევრი სარგებლის მოტანა, როგორც პერეირას. კუადრადომ, შეიძლება, დაიწყოს კიდეც, მთავარია, რომ თავის წვლილს შეიტანს. ”

წყარო: football italia

67 thoughts on “მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

  1. ჩვენი კაპიტანისნაირი, დელ პიეროსნაირი ფეხბურთელი და ადამიანი მეორე არ დაბადებულა და უნდა ვამაყოთ ყველამ ასეთი ადამიანი რომ არის გუნდის სიმბოლო, სამაგალითო სპორტსმენი. მართლა არასოდეს ვაპატიებ არც ანიელის და არც კონტეს, რომ დელ პიერო ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, პირლო რომ აღწერს თავის წიგნში. ბოღმისა და შურის გამო ადამიანი გაწირეს, რომელმაც მთელი ცხოვრება იუვეს მიუძღვნა.. ფორცა დელ პიერო!

  2. ჩვენი კაპიტანისნაირი, დელ პიეროსნაირი ფეხბურთელი და ადამიანი მეორე არ დაბადებულა და უნდა ვამაყოთ ყველამ ასეთი ადამიანი რომ არის გუნდის სიმბოლო, სამაგალითო სპორტსმენი. მართლა არასოდეს ვაპატიებ არც ანიელის და არც კონტეს, რომ დელ პიერო ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, პირლო რომ აღწერს თავის წიგნში. ბოღმისა და შურის გამო ადამიანი გაწირეს, რომელმაც მთელი ცხოვრება იუვეს მიუძღვნა.. ფორცა დელ პიერო!

  3. დელ პიერო იუეეს ლეეგეეენდაააააააააა დელ პიეროთ ი ვარ იუვენტინო,კონტე ვერასდროს გახდება ლეგენდა,მაგრად გამისწორდა რო დაახვია იუვედან,იმედიაერთ დგეს ალექსა დაბრუნდება იუვეში,

  4. ალექსას იუვეში დარჩენას ეწინააღმდეგებოდა კონტეს ბოღმა და ანიელის კომპლექსები. დელ პიეროს უდიდესი ავტორიტეტი ქონდა გუნდშიც, გულშემატკივრებშიც და საფეხბურთო წრეებშიც, რაც კონტეს და ანიელის ძლიერ აშინებდა, იმიტომ რომ იმ მომენტში არაფერს წარმოადგენდენ და ბევრი კრიტიკოსი ყავდათ. ვითომ ხელფასის გამო უშვებდენ და ალექსამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, მკიდია თქვენი ხელფასი, ცარიელ ფურცელზე მოგიწერთ ხელსო. ვერ გაუშვეს და 1 მილიონამდე შეუმცირეს ხელფასი. სასაცილოა, ჯოვინკოს და ვუჩინიჩს ქონდათ ბევრად მეტი. შემდეგ სეზონში თავი დაიზღვიეს და ანიელი გამოვარდა განცხადებით ბოლო სეზონია დელ პიეროსთვის იუვეშიო. საბოლოო ჯამში კონტეს ახირება იყო, მაგრამ ანიელიმაც მაგრად მიქარა. არადა ალექსა რომ დარჩენილიყო, გუნდსაც გამოადგებოდა და გულშემატკივრებსაც გაგვახარებდა. ტიპს ისე უყვარდა იუვე რო ავსტრალიაში გაიქცა. არ უნდოდა ამ ტკივილთან სიახლოვე თორე იტალიაშიც და ევროპაშიც კარგი შემოთავაზებები ქონდა.

  5. მაგიტო მძულს კონტე რო ალექსა გაუშვა. ამ თემაზე დისკუსიაში არ შევდივარ, რადგან ვერავინ გადამათქმევინებს ჩემ აზრს. კონტე ისეთი ტიპია სუ პირველობა უნდა, პირად წაგებას ვერ იტანს, ალექსამ კიდე ოცნებები დაუმსხვრია, განსაკუთრებით როცა 2000 წელს ტრავმა მოიშუშა და კონტეს კაპიტნის სამკლაური ჩამოერთვა. მაშინ ჩაჯდა ბოღმა მაგის ტვალებში და ალექსას იუვედან წასვლამდე იქ დარჩა. ასე მგონია სხვა მისია არ ქონდა მაგის იუვეში დაბრუნებას გარდა დელპიეროს დამცირებისა. მაგრამ დიდებული იყო ალექსა და დიდებულად წავიდა, ისე როგორც კონტეს არ დაესიზმრება. და ბოგმა დარჩა ისევ მის თვალებში :lool: :lool: :lool:

  6. Es ar vicodi tu ase axwerda pirlo to vaa.juves da kontesac eg magrad sheeshalad mase ar unda gaeshvat tipma tavi miudzgvna da ase daupasees to reals daemsgavsnen kidev erti weli rogor ar datove to xo vigacam sheidzleba tqvas ro beberi da tamashs ver aawyobda da wamenazec ver dasvavda da ragaca mara gunds chirdeboda axalgazda pegburtelebs chirdebodat gulshematkivrebs chirdebodat pegburts chirdeboda da ravi dapaseba iqneboda magi rac mnishvnelovania ligaze delpieros tamashi ramdeni xani velodi da gaushves to.zustad ar vici ra moxda da rogor mara rac davinaxe da shevamchnie da ager pirlos sityvebic magrad sheeeshalat da mgonia kide ro magis gashveba kontes iniciativa iyo

  7. Lexo-delpi.
    გეთანხმები 100%-ით. კონტე როცა მწვრთნელად მოვიდა, ალექსი მასზე 10-ჯერ მეტი ავტორიტეტი იყო, ამიტომ პირველივე დღიდან ამცირებდა როგორც შეეძლო. ანიელიც ბედნიერი იყო ასეთი ავტორიტეტი მოეშორებინა, ამიტომ კონტეს გაუსწორა და ზამთქრში გამოაცხადა რომ დელ პიეროს კონტრაქტს არ უგრძელებდა. მახსოვს ყველა გაზეთებმა მიაჯვეს მაშინ ანიელის, ეგეთი რამე არ უნდა გაეკეთებინაო.
    კონტეს ვერ დავუკარგავთ რაც იუვესთვის გააკეთა, მაგრამ მაგარი ბოღმაა და ორ შაურად გაგვყიდა.
    გაცილებაც არ მოუწყვეს, ისევე როგორც ტრეზეგეს, კამორანეზის და ნედვედს. :forza:

  8. Mokled erts vityvi orive axalgazrdaa da mteli kariera win aqvt dro gvachvenebs vin ra shedegs miagwevs. kontes qonda udidesi avtoriteti gundshi amas pexburtelebis sityvebic mowmobs buffons natqvami aqvs sauketeso treneria vistamac mimushaviao. Alegri uketeso taqtikosia mara darwmunebuli exla konte rom juveshi iyos pirloc aq iqneboda da vidalic aq daasrulebda karieras. Sheidzleba magit jobs conte namdvilad mara danarchenshi arc alegri chamorcheba

    1. ხოდა ეგ ხისტი გადაწყვეტილებაა, რომ არასოდეს აპაიებს ნამდვილი იუვეს გულშემატკივარი :) ეს უბრალო ხისტი გადაწყვეტილება არ იყო, ეს იყო დელ პიერო, რომელსაც იუვემ თავი კონტეს და ანიელის წყალობით ცუდად დაამახსოვრა და გუნდიდან გააგდო დამცირებული და თავდახრილი. რაც მაგათმა დელ პიეროს გაუკეთეს, არცერთ გუნდ არ უკადრია, რაგდან არცერთ გუნდ არ ჰყოლია დელ პიეროსნაირი ლეგენდა და კაპიტანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიღირს დელ პიეროს წყენად და ცრემლებად არცერთი ტიტული! მე კონტე ყოველთვის იმ კაცად მემახსოვრება, რომელსაც დელ პიერო ვუჩინიჩის შემცვლელადაც კი არ შემოჰყავდა მოედანზე და რომლის პერიოდშიც დელ პიერო გუნდიდან გააგდეს. წაიკითხეთ პირლოს სიტყვები: კონტე ის კაცია, რომელმაც დელ პიეროს იუვეში გატარებული ბოლო წელი ჯოჯოხეთად უქცია – ეს მემახსოვრება ყოველთვის და არა მისი მოპოვებული სკუდეტოები, რომელსაც იმ კონკურენციის პირობებშ ბევრი მწვრთვნელი მოიგებდა.

  9. კონტე დელ პიეროს არ აკადრებდა და ანიელის არ ეტყოდა ალექსა დატოვეო. კონტეს მოსვლამდე ვიცოდით ყველამ რო დელ პიერო წლის ბოლოს იუვეს დატოვებდა.
    სათამაშო დრო კიდე რა გინდა სერია ა_ში 23 თამაში ათამაშა 4ჯერ სასტავში იყო + თასზე 5 თამაში ძირითადიდან ითამაშა და საერთო ჯამში 5 გოლიც შეაგდო იმ წელს. მე კი გამიხარდებოდა მეტი დრო რო მიეცა დელ პიეროსთვის მარა ისეტი გადამწყვეტი პერიოდი იყო ის წელი იუვესთვის რო კონტემ რაღაცეებში ალბათ ზედმეტად დაიზღვია თავი

    1. მერე შენ ახლა მოგწონს ეს სტატისტიკა? სერია ა-ში 4 თამაში რომ იყო სასტარტოში (აქედან ბოლო, გამაცილებელი თამაში არც ითვლება) ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსში, როცა მისი კონკურენტები ვუჩინიჩი და მატრი იყვნენ, ეს ნორმალური სტატისტიკაა? კარგად წაიკითხე პირლო რას წერს, ალეს ასე დამცირება და ტანჯვა შეიძლებოდა? ერთ ადგილას წაიღოს კონტემ ის სკუდეტოები, არც მაგის ტიტულები მინდა და არაფერი, არ მიღირს დელ პიეროს წყენინების ფასად!

  10. ახლა დავაკოპირებ რას წერს პირლო დელ პიეროს იუვეში გატარებულ ბოლო სეზონზე და კარგად წაიკითხეთ:
    ალესანდროს ჩემი გაგება შეუძლია. მხოლოდ დელ პიეროს სახეზე შემინიშნავს ეს განწყობა იძულებითი გახურების დროს. აი, „იუვენტუსში“ გატარებული მისი ბოლო სეზონი კი ნამდვილი სპორტული აგონია იყო. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი სიყვარულის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. დელ პიეროს სიყვარული დღითიდღე ცალმხრივი ხდებოდა.

    აღარ თამაშობდა და ეს ტანჯავდა. შინაგანად იწვოდა და ეს გარეგნულადაც ეტყობოდა. სახეზე ტანჯვა ეწერა. ცდილობდა ამ ყველაფრის შენიღბვას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ეს იმიტომ რომ – ან ნამდვილი კაცი ხარ, ან მსახიობი, შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. დელ პიერო კი საშინელი მსახიობი და სამაგალითო ადამიანია. თავი ისე ეჭირა, თითქოს ავსტრალია, სადაც გადასვლას აპირებდა, ტურინიდან თვალის ერთ დახამხამებაში ყოფილიყო.

    სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ეს აგიჟებდა. მისთვის ბურთის წართმევა სიკვდილს ნიშნავდა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ უვახშმია, ვარჯიშის შემდეგ თეთრ და შავ ზოლებიან პიჟამას იცვამდა და მაშინვე წვებოდა, თუმცა ზურგზე უკვე აღარ ეწერა ნომერი ათი, ეს უფრო პატიმრის უნიფორმას ჰგავდა. ჯერ გაუსამართლებელი, მაგრამ უკვე გადასახლებული პატიმრის ფორმას. სასჯელის ვადა? უვადო.

    არასოდეს წუწუნებდა. ყველაფერს ღირსეულად იტანდა. კვირის განმავლობაში, გასახდელში, ჩვენთან ერთად თითქმის არ შემოდიოდა. ინდივიდუალური ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ჰყავდა და ცალკე ვარჯიშობდა. ვარჯიში სჭირდებოდა, რადგან განსაკუთრებული მანქანა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

    1. Es ar vicodi tu ase axwerda pirlo to vaa.juves da kontesac eg magrad sheeshalad mase ar unda gaeshvat tipma tavi miudzgvna da ase daupasees to reals daemsgavsnen kidev erti weli rogor ar datove to xo vigacam sheidzleba tqvas ro beberi da tamashs ver aawyobda da wamenazec ver dasvavda da ragaca mara gunds chirdeboda axalgazda pegburtelebs chirdebodat gulshematkivrebs chirdebodat pegburts chirdeboda da ravi dapaseba iqneboda magi rac mnishvnelovania ligaze delpieros tamashi ramdeni xani velodi da gaushves to.zustad ar vici ra moxda da rogor mara rac davinaxe da shevamchnie da ager pirlos sityvebic magrad sheeeshalat da mgonia kide ro magis gashveba kontes iniciativa iyo

  11. დაიცა რა, გადახედე კარგად სტატისტიკას, ბოლო წელს საერთოდ არ ათამაშებდა ალეს და ისიც წაიკითხე ალეს უვეში გატარებულ ბოლო წელზე რას წერს პირლო. მე პირლოს წიგნიდან ეს ნაწყვეტი რომ წავიკითხე, ცრემლი ვერ შევიკავე და მიმიფურთხებია ისეთი კაცისთვის და ტიტულებისთვის, დელ პიეროსთვის გულის ასე ტკენის საფასურად რომ მოვიპოვეთ. შენ არ ამბობ კონტე ავტორიტეტიაო? ხოდა, თუ ავტორიტეტია, რა, რომ მოეთხოვა ალე დატოვეთ იუვეშიო, არ დატოვებდენ? სიმართლე ის არის, რომ ბოღმა და შურიანია კონტე და ალეს ავტორიტეტის და იყვარულის შურდა, რადგან შუაზე რომც გაიხეს დელ პიერო მეასედიც არაფერი გაუკეთებია ფეხბურთისთვის. მაგრად შეეშალა, კონტეს, ალეგრის და იუვე დელ პიეროსთან, რეალივით მოიქცნენ. თან ყველაზე მნიშვნელოვანში – დელ პიეროსთან შეეშალათ და ნუ იტყვი, რომ კონტეს ბრალი არაფერი იყო მაგ ამბავში.

  12. როგორ მოექცა როცა ალექსა გუნდსი იყო არ ათამაშებდა? ფაქტიურად ყოველ თამაშში გამოყავდა 15-20 წუთი და თასებზე ათამაშებდა, მეტი რა ექნა? სასტავში დაეყენებია 37 წლის კაცი? ტოტის რო აყენებდა გარსია სასტავში მაგიტომაც მოიგო რამე, ახალი გუნდი ახალ ლიდერებზე უნდა აშენდეს, მითუმეტეს როცა ეს ლიდერი თავდამსხმელია, მეკარე რო იყოს ან მცველი კიდე ხო მარა 37 წლის თავდამსხმელზე არცერთი ტრეინერი არ ააწყობს ახალ გუნდს, დელ პიერო ჩემთვის იუვეზე მეტია და მისი მოედანზე ყურება ყველაზე მეტად მიხაროდა მარა იმას ვერ ვიტყვი რო კონტე შეცდა ალექსასთან მიმართებაში.
    თუმცა ანიელი კი შეცდა, კიდე ერთი წლით უნდა დაეტოვებია და ლიგაზე უნდა ეთამაშა დელ პიეროს

  13. Anu ar aqvs mnishvneloba xo vin gamogagdebs barsa tu karpi))))) :lool: .ver migixvdi vapshe ras ambob galatasaraistan :lool: :lool: .meore ara mesame sastavit xo))). Xo kide ar undodat uefas tasi rat undodat bazari araaaa :lool: .ara ar daayeno xo kontestan konte zevsia imena :lool: kontes romelime mwvrtneli jobia vapshe minimum albat 1-2 tu pirvelia.seviliastan ra moxda magi me ar vici mara chemi azrit motivacia qondat upro dabali gadamwyveti roli ar mianiches tore burts gadaaxevdnen da taqtikashic ragaceebi sheitana kidev sheidzleba mand supta totalizatoris temac yopiliyo rac am droistvis gamoricxuli araaa

  14. სულ რომ ასი ლიგა მოეგო, რისი თავიც კონტე არ ჰქონდა, ღირსეული პიროვნება ვერ იქნება ეგ შურიანი იმის მერე, დელ პიეროს როგორც მოექცა.
    :forza:

    1. არადა კონტეს მილანში მოყვანაზე ოცნებობ დარწმუნებული ვარ :lool: იმაში უფრო დარწმუნებული ვარ რო ასარჩევად რო გქონდეს მილანში კონტე თუ ალეგრი 100%_ით კონტეს მხარეს დადგებოდი :lool:

      1. მილანში კონტე არა ძმა მე პირადა არ ვისურვებ, ალეგრის დიდი სიამოვნებით ვნახავდი მილანში, ერთ ერთი უდიდესი მწვრთნელია ალეგრი იტალიაში ლიპთან ერთად. რავი მე ეგრე ვფიქრობ.

  15. მე ყოველთვის კონტეს ვუქომაგებ და გმიხარდება თუ ისეთ შედეგებს დადებს რა შედეგებიც საუკეთესო ტრეინერს შეეფერება, ფაქტია ვინ საუკეთესოა და ვინ არა შედეგები განსაზღვრავს მაგას. პირველი შეტევა ევროპის ჩემპიონატზე იქნება და მერე გაყვება ნელნელა :chuvak:

  16. და კიდევ: კონტეს სამწვრთვნელო კარიერაში შავ ლაქად უნდა დარჩეს, თუ როგორ მოექცა კარიერის ბოლო წელს ალესანდრო დელ პიეროს – კონტეზე და მისნაირებზე ხუთასჯერ დიდ ფეხბურთელს და ლეგენდას შურის გამო. ვუჩინიჩის ზამენად რომ აქცია და გუნდიდან გააგდო

  17. algri ლამაზ, შემტევ და სანახაობრივ ფეღბურთს გვთავაზობს. რომელიც ამართლებს.
    (რეალს და ბორუსიას) რა ვუქენით არ გახსოვთ ?

    აი ჭყიპინა კონტე კი ლიგას 50 _ წელი ვერ მოგვაგებინებდა ( მოგებას რო თავი დაანებო ჯგუფიდან გასვლა გვენატრებოდა, (გალათასარაი) რო ჩაგტოვებს მართლა სირცხვილია,
    კონტემ თავისი საქმე იცის, მაგრამ არ არის ალეგრის დონის მცვრტნელი (პა მოემუ) :juvee:

  18. არც ბავარიას ვბალეშიკობ და არც იუვეს, მილანის ფანი ვარ დიდი ხანია, უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი საწყენათ არ მიიგოთ.

  19. Sheidzleba rato ar sheidzleba ro konte gaxdes dzaan magari mwvrtneli miigos gamocdileba daixvewos da ligebi moigos isic sheidzleba alegrim ver gaqachos(ar vadareb mara ramdeni magalitia ravi mourinio da ramdeni)mara is konte romelic juveshi iyo umaglesi donis da pirveli ro araa italiashi eg paqtia

Leave a Reply to Di Francesco # 1 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.