ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბამ “ბარსელონას” საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა?

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბამ საკუთარი კანდიდატურა “ბარსელონას” თვითონ შესთავაზა. სწორედ ასეთი ჰედლაინებით გამოქვეყნდა დღეს ერთდროულად რამდენიმე კატალონიური სპორტული გამოცემა.


დაიწერა იმაზეც, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა პოგბას პოზიციას ფასის დაკლებისთვის გამოიყენებს, “ბლაუგრანას” “იუვეს” მიერ ადრე გაცხადებული 100 მილიონის გადახდაც არ სურს. ასეა თუ ისე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოგბა ზაფხულში ჯერ არავინ იცის, ჟურნალ-გაზეთების ეს ინფორმაციაც არც ფეხბურთელის ან მისი აგენტის სიტყვებით არაა გამყარებული. ნათქვამია, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ წინაპრები შეცდნენ და ახლა მხოლოდ კატალონიელთა უსაზღვრო სიამაყეს უკიდია.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრეზეგე
ტრეზეგე
8 years ago

სისულელეა. ეს რო სიმართლე იყოს ბოლო მომენტამდე არ გახმაურდებოდა, ჟორიკანა მელაძეები :loool:

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

წელს ლიგა მოგვაგებინოს და თუ უნდათ მერე 70 ლიმონად გაყიდონ მე პირადად მიღირს.

forza bianconeri
8 years ago

თუ არ უნდათ 120 მილიონის გადახდა საერთოდ არ გავყიდოთ რა პრობლემაა. ძალიან მომბეზრდა პოგბაზე ჭორები რა :blin:

delpieronedved
delpieronedved
8 years ago

ჭორია, მაგრამ თუ პოგბას უნდა წავიდეს 100 მილიონად ორ მაღალი დონის ფეხბურთელს ვიყიდით

juveboy-leo
8 years ago

pagbaaa davai ubraxune shoridan dges minimum erts mainc moartyav :forza:
pogbas goli minda dges!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეგ თუ სიმართლეა ჯობია წავიდეს არ უნდა იუვეს მასეთი ფეხბურთელები იმედიას ეს ბარსელონას მორიგი ხრიკია.

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

120 ლიმონი დადონ და წაიყვანონ
ამ თანხით მინუმუმ 3 მაღალი კლასის მოთამაშეს მოვიყვანთ.

vakhtang karchava
8 years ago

სულ ტყუილა ირჯებიან,ამას ხომ ბარსას დნმ-ი არა აქვს :lool: :lool:

იუვე პლატინო
იუვე პლატინო
8 years ago

ჭორი მგონია ესპანეთში ძან ჭორიკანა ჟურნალისტები არიან

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x