ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბამ “ბარსელონას” საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა?

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბამ საკუთარი კანდიდატურა “ბარსელონას” თვითონ შესთავაზა. სწორედ ასეთი ჰედლაინებით გამოქვეყნდა დღეს ერთდროულად რამდენიმე კატალონიური სპორტული გამოცემა.


დაიწერა იმაზეც, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა პოგბას პოზიციას ფასის დაკლებისთვის გამოიყენებს, “ბლაუგრანას” “იუვეს” მიერ ადრე გაცხადებული 100 მილიონის გადახდაც არ სურს. ასეა თუ ისე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოგბა ზაფხულში ჯერ არავინ იცის, ჟურნალ-გაზეთების ეს ინფორმაციაც არც ფეხბურთელის ან მისი აგენტის სიტყვებით არაა გამყარებული. ნათქვამია, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ წინაპრები შეცდნენ და ახლა მხოლოდ კატალონიელთა უსაზღვრო სიამაყეს უკიდია.

წყარო: football italia

10 thoughts on “პოგბამ “ბარსელონას” საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა?

  1. სისულელეა. ეს რო სიმართლე იყოს ბოლო მომენტამდე არ გახმაურდებოდა, ჟორიკანა მელაძეები :loool:

  2. ეგ თუ სიმართლეა ჯობია წავიდეს არ უნდა იუვეს მასეთი ფეხბურთელები იმედიას ეს ბარსელონას მორიგი ხრიკია.

Leave a Reply to იუვე პლატინო Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.