ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: ” ყველაფერი გამოგვივა “

პაულო დიბალა გუშინდელ შეხვედრაში არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, როგორც მაყურებელი მიაჩვია, მაგრამ არგენტინელმა უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შეძლო და თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა. აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო და გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც ამას უმაღლესი კლასის პროფესიონალები აკეთებენ…

” ვიცოდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა. ბოლოს მაინც ვაჩვენეთ მეტოქეს, რომ პატივისცემას ვიმსახურებთ. მთელი გული ჩავდეთ ამაში და კარგი სამუშაო შევასრულეთ ანგარიშის გათანაბრებით. ჩვენ ამას შევძლებთ. “

“ყველაფერი ჩავდეთ და ბოლომდე არ დავნებებულვართ. პირველ ტაიმში დიდი სივრცეები მივეცით “ბაიერნს”, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და მაღალი პრესინგი დავიწყეთ. მეორე შეხვედრაში ძალიან გაგვიჭირდება, ცოტა გუნდს თუ შეუძლია “ბაიერნს” მათივე მოედანზე მოუგოს, მაგრამ თუ ისევე გულითა და შემართებით ვითამაშებთ, მაშინ ყველაფაერი გამოგვივა. ” -აცხადებს დიბალა.

წყარო: football italia

7 thoughts on “დიბალა: ” ყველაფერი გამოგვივა “

  1. მორატაც უნდა იყოს დიბალაც და მანძუკიჩიც,ერნანაში რეჯისტად და მარკიზიო ძველ პოზიციაზე ასე დავამარცხებთ ბაიერნს

  2. გამოგვივა თუ მორატას დაუთმობ ადგილს, ალეგრი ჯერ საერთოდ არ ათამაშებდა ამას და ბოლოს ამის მეტს არავის არ ათამაშებს :lool:
    არც ძაძა მინდა და არც ვიერი, მორატა დააყენოს ბაიერნთან მჯერა მაგი და მანჯუკა შეწამენ ბავარიას მცველებს, + სტურარო აუცილებელია

Leave a Reply to ანონიმური Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.