ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კატალონიური პრესა : მასკერანოს თამაში “იუვენტუსში” სურს

კატალონიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხავიერ მასკერანო “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ტურინის “იუვენტუსში” გაშვებას მოთხოვს.ამავე წყაროს მტკიცებით, არგენტინელმა მოთამაშემ მის ამჟამინდელ კლუბს ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ განუცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის გამოცვლა სურდა, თუმცა კატალონიელებს ამაზე შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ.ლუის ენრიკე მაქსიმალურად ეცდება მასკერანოს დარწმუნებას ბარსაში დარჩენის თაობაზე, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, მიზანს მიაღწიოს.ჯუზეპე მაროტას კი, იმედი აქვს, “ლივერპულის” ექს-საყრდენის დამატებას დაახლოებით 15 მილიონ ევროდ მოახერხებს.მასიმილიანო ალეგრი არგენტინელს ნახევარდაცვის ხაზში თამაშს პირდება, რითიც ესპანურ გრანდში განებივრებული ნამდვილად არ იყო.მასკერანოსა და ხოსე მარია ბართომეუს შორის შეხვედრა სავარაუდოდ, კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ შედგება.

წყარო : Football Italia

15 thoughts on “კატალონიური პრესა : მასკერანოს თამაში “იუვენტუსში” სურს

  1. პიანიჩიც რომ დავიმატოთ(არაფერს ვამბობ კოვაჩიჩზე) და მასკერანოც გადმოვიყვანოთ არარეალურად ჩანს. ამდენი ნახევარმცველი გვყავს და ყველას ძირითადში უნდა თამაში(პოგბა, ხედირა, მარკიზ დე სადი, პიანიჩი, მასკერანო). ვიღაცას გაშვებას ნიშვას ეს ამბავი და იმედია პოგბა არ იქნება ეგ.

    1. არავის არ გაუშვებენ მანდედან,მარკიზიოს ტრამვა აქვს,ხედირაც ძირითადათ გატრამვულია და ზამენა აუცილებელია გუნდისთვის რომელიც სამ ფრონტზე იბრძვის

  2. Ra mnishvneloba aq asaks rocaa kaci uberavs mgelivit nj gadamriet ra ronaldo ramdeninwlaa icit? :forza: Didi konurecia iqneba es tu movida gundshibmarcizio ro moishuhsbes tramvas gauchirfeba sastavsshi chajdoma an 4 naxevarmccelze gadaewyoba gundi. Isenkante gaasworebda utie ramdeni ginda icintobyvela zonas vigac azgvevsbra mxecia kante

  3. ამას ბარსა არ გამოუშვებსს.. და არც იქნება გასაკვირი მასკერანო ჩემი აზრით ისეტი იგროკიაყველა გუნდს ჭირდება …

  4. მაშერანო პიანიჩი პოგბა არ გაყიდოთ უსინდისოდ :loool: თუ პოგბა არ გაიყიდა მორატას გაყიდვა ბევრ არაფერს დაგვაკლებს სუპერ გუნდი შეიკვრება :forza: :forza:

  5. ისე კაცურად მითხარით სერია ა-ს გუნდები ბებრებს რატო ყიდულობენ? რომელი გრანდი იყიდის ევროპაში 33 წლის ალვეშს და 32 წლის მასკერანოს?? დაეჩალიჩნონ იქეთ რიბერის რობენის ალონსოს წამოიყვანენ ვინმეს D D კიდე პეპეც შეიძლება დაცვაში

Leave a Reply to Lb19 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.