ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri:”კონტეს 3-5-2 და სავარაუდო შემადგენლობა”

ახლოვდება იტალიელთა პირველი მატჩი ევრო 2016-ზე და ბუნებრივია პრესის ყურადღება ამ ფაქტთან დაკავშირებით ეტაპობრივად გაიზრდება. დღეს, ოდნავ მოგვიანებით გაიმართება პრესსკონფერენცია, რომელზედაც ანტონიო კონტე მოახლოებულ მატჩზე და საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრებს. მანამდე კი არაერთი ვარაუდი ჩნდება თუ ვინ დაიწყებს აძურის რიგებში შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში:

მეკარესთან და დაცვის ხაზთან კითხვები არ არსებობს.. ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, რომელიც 3-5-2 იქნება, კარის და მის მისადგომებთან არსებულ ზონებს იუვენტინოები დაიკავებენ..

რაც შეეხება დანარჩენს პოზიციებს, ეს გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს აჩენს.. კერძოდ თავდასხმაში, ბოლო ინფორმაციით იუვეს ექს თავკაცი ელ შარავიზე მეტად ედერს დაეყრდნობა, რომელსაც მეორე ფორვარდის როლში ხედავს.. მიუხედავად იმისა, რომ ინტერში მას პრაქტიკულად არაფრით გამოუჩენია თავი, როგორც მიმოხილველები იუწყებიან ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ნერიაძურისტამ საგრძნობლად მოუმატა.. მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე კი სავარაუდოდ მინდორზე გრაციანო პელეს ვიხილავთ.. საკვალიფიკაციოს პერიოდში საუთჰემპტონის ფორვარდი არაერთხელ გამოჩენილა მინდორზე.. ძაძა როგორც სათადარიგოთა სკამზე დარჩება..

ნახევარდაცვაში ანტონიო უპირატესობას დე როსის მიანიჭებს.. იგი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა კონტეზე და როგორც ჩანს ამ ეტაპზე ტიაგო მოტაზე უკეთეს პირობებში იმყოფება.. მის გვერდით განლაგდებიან ჯიაკერინი და პაროლო.. მარჯვნივ 99%-ით კანდრევას უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხნივ.. აქ უკვე გააჩნია როგორ სტილში გეგმავს მწვრთნელი ასპარეზობას.. ფინეთთან ელ შარავი თამაშობდა, მაგრამ თუ აძურის თავკაცს დაცვითი ზღუდეების გამაგრება ადარდებს, მაშინ უპირატესობა დარმიანის მიენიჭება..

ბელგია: კურტუა, ალდერვერლდი, ვერმალენი, დენიერი, ვერტონგენი, ნაინგოლანი, ფელაინი, ვიტსელი, დე ბრიუენი, ლუკაკუ, აზარი

იტალია: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, პაროლო, დე როსი, ჯიაკერინი, დარმიანი (ელ შარავი), ედერი (ძაძა), პელე

8 thoughts on “#ForzaAzzurri:”კონტეს 3-5-2 და სავარაუდო შემადგენლობა”

  1. ნუ შეშინდებით! ყველაფერი კარგად იქნება! მოიგებს იტალია და პირველ ადგილზე გავა ჯგუფში.

    ან მესამეზე და გადათამაშებებში მოიგებს და ფინალში გავა :forza:

  2. ედერს დაეყრდენი და მოიგებ ყველა მათს რა. ამიტომ არ მიყვარს კონტე ასეთი ჯიუტი ადამიანი არ მინახია რა. აიკვიატებს ერთს და ვსო. უბრალოდ რას ხედავს ამ ადამიანში ვერ გავიგე. ან ვინ მისცა ამას იტალიის მოქალაქეობა. დიბალა დაეკერეთატ მაინც ფუ ამათი

Leave a Reply to ლემინა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.