ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლესტერი” ლემინას სანაცვლოდ 12,7 მილიონ ევროს იხდის

კლაუდიო რანიერის და “ლესტერის” ინტერესი მარიო ლემინას მიმართ სულ უფროდაუფრო სერიოზულ სახეს იღებს.ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ჩემპიონები მზად არიან გაბონელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ტურინელებს 10 მილიონი ფუნტ-სტერლინგი, დაახლოებით 12,7 მილიონი ევრო გადაუხადონ.მელიები სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნახევარდაცვის ლიდერს, ნგოლო კანტეს შეელევიან და მის ერთ-ერთ შემცვლელად, იტალიელ სპეციალისტს სწორედ 22 წლის ბიანკონერო ესახება.შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა ლემინა მარსელის “ოლიმპიკიდან” გადმოიბირეს და სეზონის მიწურული ფეხბურთელმა მშვენივრადაც ჩაატარა.

წყარო : Football Italia

10 thoughts on ““ლესტერი” ლემინას სანაცვლოდ 12,7 მილიონ ევროს იხდის

  1. ისე რატომგაც ლემინაზე ყველა იუვენტინოს ერთი აზრი გვაქვს )) არ მინდა რო გაუშვან რაღაც თითქოს იმალება ამ ბიჭსში ის რაც ჯერ არ გვინახავს)) მაგრამ წამსვლელების სია რომ ჩამოვწეროთ ალბათ ესაც მოხვდება :chuvak:

  2. ლემინას რომ დასცინოდა ის კამანდა სადაა?))) რანიერის ცუდი არ მოუნდება და იუვეც არ გამოისყიდიდა…

  3. ლემინა არაა ცუდი ბიჭი უნდა დავიტოვოთ სკამზე ამაზე უკეთეი რა გინდათ ეს 2 წელი იუვეში სუპერ განვითარება იქნება ამისთვის

  4. არაა ნაღდად ცუდი ფეღბურთელი,თუ ეხლა ძირითადში ვერ ხვდება ზამენაზე მართლა კარგია,თუმცა ტრანვებმა,რომ არ შეაწუხოს ისეთი მონდომებულია ხანდახან ძირითადშიც იქნება ალბათ,არ ღირს ამ კაცის გაყიდვა და თან ამ ფასად

  5. არ მინდა ლემინა რო გაუშვან, მევასება რაღაცნაირად )) ტრავმები რო არ ჰქონოდა ამ სეზონში უფრო მეტს ითამაშებდა

Leave a Reply to ანონიმური Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.