ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიერი: “იტალია არასასურველი მეტოქეა “

იტალიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა La Gazzetta dello Spor-თან ინტერვიუში.

“მთელს მსოფლიოში ყველა გრძნობს იტალიის ნაკრების ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობის სიმძიმეს. ასეთი ტურნირები ჩვეულებრივი გარემოა ჩვენთვის და შეგვიძლია წნეხთან გამკლავება. აი, როგორ ვაღწევთ გამარჯვებას! ახლა ჩვენი ყველას ეშინია; როდესაც ასეთი გიჟი მეკარე გყავს და საუკეთესო დაცვა, ჩვენთან შეხვედრა არავისთვის არ არის იღბლიანი წილხვედრი. ჩვენთვის გოლის გატანა ურთულესია. ბონუჩი-ბარძალი-კიელინი – ეს უკანასკნელი სამეულია, რომელიც დაცვის რეალური სპეციალისტები არიან. სხვებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს იცავდე იტალიის ნაკრებში. ბუფონი? ის გიჟია და ამავე დროს ფენომენი, ის ფეხბურთის აინშტაინია! იტალიის შანსები? ისინი ხვდებიან გერმანიის ნაკრებს, რომელიც ახლა მსოფლიოში უძლიერესი გუნდია და რომელსაც ფაქტიურად სუსტი ადგილი არ აქვს. ადვილი საქმე არ იქნება მათი დამარცხება, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ჩვენი ბიჭები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. ჩვენ ისევ მშიერი გუნდი ვართ, მე მგონია, რომ გერმანელებს ბრაზილიის მსოფლიო თასის შემდეგ ცოტათი დაავიწყდებიოდათ, თუ რას ნიშნავს ეს”.

წყარო: Football Italia

2 thoughts on “ვიერი: “იტალია არასასურველი მეტოქეა “

Leave a Reply to ITALIANO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.