ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta | ბიანკონერები ნახევარმცველის ძიებაში არიან

კორსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბას საგა დასასრულს უახლოვდება..

იტალიური პრესის მტკიცებით, ხვალ მანჩესტერ “იუნაიტედის” წარმომადგენლები ექიმებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევიან და პოლ პოგბას სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ.ტურინელები ბრიტანელებთან ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს აგვარებენ, საუბარია 110 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებზე.ოფიციალურად ეს ინფორმაცია სამშაბათს ან ოთხშაბათს უნდა დადასტურდეს.

პოგბას გაყიდვის პარალელურად, ჯუზეპე მაროტა მის შემცვლელებზე მუშაობს.გაზეტას ცნობით, ბიანკონერების მთავარი სამიზნე აქსელ ვიტსელია, რომლის შეძენასაც “ნაპოლიც” ცდილობს.იტალიელები უახლოეს პერიოდში უნდა დაუკავშირდნენ რუსებს და ოფიციალურად გაუკეთონ მეორე, ამჯერად გაუმჯობესებული შეთავაზება, რომელიც 18-20 მილიონზე ოდნავ მეტი იქნება.აღსანიშნავია, რომ თავად ბელგიელს მაროტასთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს.

ვიტსელის ალტერნატივად ბლეზ მატუიდი, მუსა სისოკო, ივან რაკიტიჩი და ბასტიან შვაინშტაიგერი სახელდებიან.მატუიდის მაღალი სატრანსფერო ღირებულება აქვს, სისოკოსთვის მადრიდის “რეალი” იბრძვის, რაკიტიჩს “ბარსელონა” არ ელევა, შვაინშტაიგერი კი მაურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის და არაა გამორიცხული, მან ეშმაკები დატოვოს.

წყარო : Tuttojuve

17 thoughts on “Gazzetta | ბიანკონერები ნახევარმცველის ძიებაში არიან

  1. არ მესმის რატომ გინდათ ამ ვარიანტებიდან მატიჩის მოსვლა რომელიც ხედირას ანალოგია და ხედირაზე მაგარი არაა. აქედან ყველაზე კაი ვარიანტი ვიტსელია ბურთის დამჩერი და მტარებელი რა მატიჩი ტო საყრდენი რათ გვინდა

  2. წეღან დავწერე და არ დაწერილა. შვაინშტაიგერი თუ მოვა იუვეს თამაშს აღარ ვუყურებ თუ ეგ ითამაშებს ხოლმე

  3. სისოკოს მოყვანას შვაინშტაიგერის მოყვანა ჯობია მერე რა რო ასაკშია მაინც გამოგვადგება.აი მატუიდი კი ძან მაგარი იქნება. :forza: :forza: :forza:

  4. ბლა-ბლა არის ვერსია ) თუმცა, ჩვენ მივყეთ მოვლენების განვითარებას და სექტემბერში კიდევ ერთხელ განვიხილოთ ) რამდენად იყო ბლა ბლა ბლა რეალური და რამდენად არა )) ჯერჯერობით ადიდასის მარკეტინგული სამსახური ოვაციებს იწვევს ჩემში ) თუმცა.. საინტერესოა ასევე პრესის ფურცლები რამდენი ხანი ითამაშებენ ასე ) ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის კურსში )

  5. მოიცა დავით ბლაბლაბლა სტატისს შემდეგ ესეთ რაღაცეებს როგორ გვიდებს საიტზე, ჩვენც დაგვინდე, ერტი დღე მაინც მოგვეცი ბედნიერება :D:D

  6. პოგბადან არებული თანხით იულიანი და ვიტსელი მოიყვანონ შემდეგ ერთი თავდამსხმელი და გასაყიდები გავყიდოთ.

    1. ნუ იგინებე ძმაო არ გვეკადრება იუვეს ბალეჰიკებს ჩვენ არ წავა და თუ წავა მაგის გარეჰეც მოვიგებთ ტიტულებს

  7. Juves naxevardacvashi tu pogba wava didi pobrelemebi eqneba pogba 2 naxevarmcvels udris viceli ver sheavsebs.dasustdeba dzaan.vicels matichi jobia rakitichs ar micemen tore….matichi sheidzleba wamoiyvanon ase mgonia da + shneideric moiyvanon mravalperovnebistvis.janiani pegburteli chirdebat tumca leminas momatebuli aqvs dzaan mjera ro itamashebs.matuidi araa cudi pegburteli mara kargia ro mesame meotxe variantia shvainshtaigeri marto saxelia aravitar shemtxvevashi eg pirlo ver gamodgeba da arc moiyvanen.magari variantia sisoko tan karg asakshia dzviri araa reali ar iyidis mainc da moiyvanon ra magi mashin unda eyidat tuluzadan ro upasod wavida niukaslshi arada undodat mashin.

Leave a Reply to 10_means_alex Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.