ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტარდელი:”იტალიური ფეხბურთი ანიელის დამსახურებით სახეს ინარჩუნებს”

იტალიურ ფეხბურთში შექმნილ სიტუაციაზე არაერთი პოპულარული ფიგურა საუბრობს:

ორი ლეგენდარული მილანური კლუბი, რომელთაც დიადი ისტორია გააჩნიათ, ჩინური ინვესტიციების ხელში გადავიდნენ.. აპენინებზე ამ ფაქტს ნეგატიურად შეხვდნენ, რადგან ჯერჯერობით არცერთი მათგანს არ გააჩნია რაიმე განვითარების გეგმა.. მილანთან დაკავშირებით სიტუაცია საერთოდ ბურუსით მოცულია და რა ხდება, ჯეროვნად არავინ იცის..

მარკო ტარდელი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

“საშინელებაა იმის ყურება რაც ახლა კალჩოში ხდება.. მილანურ კლუბებს არანაირი პროექტი არ გააჩნიათ.. ჩინური ინვესტიციები, რომლებიც იდეაში კლუბებისთვის სასიკეთო უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით ყოველგვარი დივიდენტების გარეშე განაგრძობს ყოფას..

იუვენტუსი კი მადლობა ღმერთს ჭკვიანი ადამიანების ხელშია.. ანიელის ოჯახი მას ცივ ნიავს არ აკარებს.. იმედი ვიქონიოთ ეს ასე დიდი ხნის მანძილზე იქნება, რადგან თუ კალჩო მათაც დატოვეს რაიმე მიზეზის გამო, მაშინ იტალიურ ფეხბურთს შეგვიძლია თამამად დავემშვიდობოთ”.

9 thoughts on “ტარდელი:”იტალიური ფეხბურთი ანიელის დამსახურებით სახეს ინარჩუნებს”

  1. იქს ფაქტორში ორი სკამის კონკურსია და მაროოტას ეკითხებიან საბოლოოდ პოგბა რჩება თუ მიდისო.. ჰა ჰა ჰა

  2. წარმოიდგინეთ რა იქნებოდა სერია ა იუვეს გარეშე, ბოლომდე ჩაიძირებოდა და განადგურდებოდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სეზონის დასაწყისში საპრიზო თანხის 50%-ს იუვეს უნდა აძლევდეს მადლობის ნიშნად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.