ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო პოგბაზე, მატუიდიზე, ვიტსელზე და მატიჩზე

დი მარციო ტრადიციულად ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკის მიმოხილვას აკეთებს, რომლის ფარგლებში მოხვდნენ პოლ პოგბა, ბლაზ მატუიდი, ნემანია მატიჩი და აქსელ ვიტსელი:

“პოგბას თემა გადაწყვეტილია.. მისი ტრანსფერი მართალია საკმაოდ გაიწელა, თუმცა ამჯერად ყველაფერი მართლაც შეთანხმებულია.. იურისტები საბოლოო ფორმალობას აგვარებენ, რის შემდეგაც საბუთები იუვენტუსს გადაეცემა.. მაროტა მოაწერს ხელს და პოლს მანჩესტერში წასვლა შეეძლება.. მანამდე კი არ არის გამორიცხული კვირას ფრანგი ვინოვოს ეწვიოს, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ შვებულებისთვის განკუთვნილი პერიოდი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.

საპირისპიროდ ტურინი ბლაზ მატუიდის ტრანსფერს აგვარებს.. და ეს ყოველივე რაიოლას მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე ხორციელდება.. როგორც ჩანს მინო იუვენტუსთან ერთგვარ ბარტერს ახორციელებს..

არ წყდება საუბარი ნემანია მატიჩზე.. მისი აგენტი ჩელსისთან ინტენსიურ კონტაქტშია.. როგორც ჩანს სერბს წასვლა აქვს გადაწყვეტილი, რადგან არავინ იცის იქნება თუ არა იგი კონტეს გუნდში ძირითად შემადგენლობაში.. იუვენტუსი ყურადღებითაა მასთან დაკავშირებით..

აქსელ ვიტსელი.. ბელგიელი როგორც ჩანს ოდნავ თმობს პოზიციებს, რადგან რუსები მისი ტრანსფერის სანაცვლოდ არარეალურად დიდ თანხს ითხოვენ.. იუვენტუსი კი ამ ყოველივეს არ დააკმაყოფილებს”.

9 thoughts on “დი მარციო პოგბაზე, მატუიდიზე, ვიტსელზე და მატიჩზე

  1. კიდევ ერთხელ სერიოზულ ტრანსფორმაციას გადის გუნდი, მარკიზიოს ტრამვაც. საფიქრალი ალეგრის საკმაოდ ექნება.

Leave a Reply to Delpieronedved Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.