ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტი სატრანსფერო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრობს

ლუკა მარკეტიმ ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო სიტუაცია შეაფასა..

“კუადრადოს სიტუაცია ნათელია, ფეხბურთელს იუვეში თამაში სურს, თუმცა ჩელსი მაქსიმალურად აპირებს ტრასფერისთვის ხელის შეშლას, კონტეს კოლუმბიელთან მუშაობა აქვს გადაწყვეტილი.ალესანდრო ლუჩი ლონდონშია და აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს არისტოკრატებთან, წესით, ყველაფერი იუვეს სასარგებლოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში უნდა მოგვარდეს.”

“პსჟმ როგორც იქნა, მატუიდის თაობაზე მოლაპარაკებებს მწვანე შუქი აუნთო, ფრანგები 40 მილიონის ფარგლებში აპირებენ ფეხბურთელის გაშვებას.იუვეს პირველი წინადადება 22,5 მილიონიანი იყო, თუმცა ტურინელებმა უარი მიიღეს.ხვალ მონტეკარლოში შეხვედრა შედგება, სადაც სავარაუდოდ მინო რაიოლა პარიზელების დაყოლიებას ეცდება, მაროტა 35 მილიონ ევრომდე გადაიხდის უკანასკნელ მომენტში.რაც შეეხება ბლეიზის ალტერნატივებს, ვიტსელზე, გუსტავოზე და სისოკოზე მიდის საუბარი.”

“ძაძას თაობაზე კი ბებერი ქალბატონი დამაკმაყოფილებელ წინადადებას ელის.ვესტ ჰემი და ნაპოლი ყველაზე ახლოს არიან, თუ ნეაპოლელებმა გაბიადინი კალინიჩში გაცვალეს, შესაძლოა სიმონეზე უარი თქვან, აი სლავენ ბილიჩს კი იტალიელი ფორვარდი ესიმპატიურება და არაა გამორიცხული, მის სანაცვლოდ სერიოზული ოფერი განახორციელოს.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ფეხბურთში ხარ ხვედელიძე რა ვინც ხარ, პსჟშ მარტო ვერატი ყოფილა , ვაი შე მართლა ხვედელიძე, ბრავო მაროტა, ბრავო ანიელი, ფორცა იუვე,

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Ara cudi naxevarmxveli ar gakvt magis tamashi nanaxi. Raze lanzgavt kargi naxevarmcvelia zustat marcxena plangze itamashebs pogbas adgilas. Pasi ormoci gadamwtebulia magdeni ar girs

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვნახოთ რა იქნება ისე ორივე კარგი იქნება

juve goal
juventus vinci per noi
8 years ago

რა მატიუდი აუუუ სირცხვილია რაა ეგ ფეხბურთელი 15 მილიონზე მეტი არ ღირს დარბის მონასავით რაფერში ჭირდება ეგ იუვეს. პსჟ დან ერთადერთი ფეხბურთელია წამოსაყვანი და ეგ ვერატია მატიუდიში ფული რატო უნდა გადაიხადო თან ამნდენი მაგას ჯობია ბილია მოიყვანონ ლაციოდან . სულ ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობენ ვინც მეზიზღება და მიხაროდა იუვეში რომ არ იყვნენ ამოტენეს გუნდი ერთუჯრედიანი ამება ფეხბურთელებით!!! სიტიმ 80 მილიონად სანე და გაბრიელ ჯესუსი იყიდა და ამათმა ვეტერანი იგუანი 90 ად და ეხლა კიდე ვეტერან მატიუდიში 40 მილიონამდე იხდიან და ალბათ რაიოლასაც მიცემენ ერთი 5 მილიონს რა უბედურებაა რა არის ეს ამ პოგბას რო ყიდდნენ ან მატა ან ერერა მაინც ჩაერთოთ… Read more »

osvaldo ardiles
8 years ago

ერთია ძმა შენი პირადი ანტიპათია ფეხბურთელის მიმართ და მეორეა რამდენად გამოადგება გუნდს. მე მაგალითად დანი ალვეშს ვერ ვიტანდი, არ მევასებოდა როჟა რა, მარა მოიყვანეს გუნდში და ერთი დანი ალვეშის გამო მე იუვეს თამაშების ყურებას ნამდვილად ვერ დავანებებ თავს. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რო ჩამშლელები გვყავს, უნდა ვაღიაროთ რო ასამოა და ხედირა ტრავმების მიმართ არიან მიდრეკილები და როდის გამოგვეცლებიან ხელიდან კაცმა არ იცის. მარტო ლემინას იმედზე ვერ ვიქნებით და ეს წარმოშობს აუცილებლობას რო კიდევ ერთი ჩამშლელი გვყავდეს გუნდში. ჩამშლელი ნახევრამცველი ვერანაირად ვერ მოგანიჭებს სიამოვნებას თავისი თამაშით და არცაა ვალდებული რო ფინტების კორიანტელი აკეთოს და წაღმა-უკუღმა პასები არიგოს. მაგისთვის ვიყიდეთ პიანიჩი სწორედ… Read more »

juve goal
juventus vinci per noi
8 years ago

xo რა ვიცი ყველას თავის აზრი აქვს . ისე თუ ჭკუა აქვს ადამიანს არც უნდა მოიყვანო გუნდში ისეთი ფეხბურთელი რომელსაც სულ ტრავმა აქვს ხედირაზე ვამბობ. ისე სტურაროც გვყავს მაგ პოზიციაზე . ასე რომ ზედმეტია მატიუდი და თუ მაინც და მაინც მაგ სტილის ფეხბურთელი უნდათ კანტე ეყიდათ 30 მილიონად იყიდა ჩელსიმ. ალვეში როგორც ფეხბურთEლი ჩემი აზრით ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე ბოლო წლებში მაგრამ ამ ასაკში უკვე იმ მაიკონს მახსენებს ინტერიდან რომ წავიდა მე ალვეშის იმედი არ მაქვს . ვერც მაგაში დაგეთანხმები რომ ეგეთი ფეხბურთელები იგებენ თამაშებს დამიჯერე კროსი პოგბა და მოდრიჩი უფრო მოგაგებინებს . მე მგონია ბრუცო პანიკაშია და… Read more »

lasha naxucrishvili
8 years ago

ძაძა ზედგამოჭრილია პრემიერ ლიგისთვის და კონკრეტულად ვესტ ჰემისნაირი გუნდისთვის ძირითადში იქნება სულ.ნაპოლი არამგონია მარა ინგლისელები კი გადაიხდიან კაი ფულს.ყველაზე ცუდ ვარიანტში 22 მილიონად მაინც უნდა მოახერხონ გაყიდვა.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x