ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტი სატრანსფერო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრობს

ლუკა მარკეტიმ ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო სიტუაცია შეაფასა..

“კუადრადოს სიტუაცია ნათელია, ფეხბურთელს იუვეში თამაში სურს, თუმცა ჩელსი მაქსიმალურად აპირებს ტრასფერისთვის ხელის შეშლას, კონტეს კოლუმბიელთან მუშაობა აქვს გადაწყვეტილი.ალესანდრო ლუჩი ლონდონშია და აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს არისტოკრატებთან, წესით, ყველაფერი იუვეს სასარგებლოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში უნდა მოგვარდეს.”

“პსჟმ როგორც იქნა, მატუიდის თაობაზე მოლაპარაკებებს მწვანე შუქი აუნთო, ფრანგები 40 მილიონის ფარგლებში აპირებენ ფეხბურთელის გაშვებას.იუვეს პირველი წინადადება 22,5 მილიონიანი იყო, თუმცა ტურინელებმა უარი მიიღეს.ხვალ მონტეკარლოში შეხვედრა შედგება, სადაც სავარაუდოდ მინო რაიოლა პარიზელების დაყოლიებას ეცდება, მაროტა 35 მილიონ ევრომდე გადაიხდის უკანასკნელ მომენტში.რაც შეეხება ბლეიზის ალტერნატივებს, ვიტსელზე, გუსტავოზე და სისოკოზე მიდის საუბარი.”

“ძაძას თაობაზე კი ბებერი ქალბატონი დამაკმაყოფილებელ წინადადებას ელის.ვესტ ჰემი და ნაპოლი ყველაზე ახლოს არიან, თუ ნეაპოლელებმა გაბიადინი კალინიჩში გაცვალეს, შესაძლოა სიმონეზე უარი თქვან, აი სლავენ ბილიჩს კი იტალიელი ფორვარდი ესიმპატიურება და არაა გამორიცხული, მის სანაცვლოდ სერიოზული ოფერი განახორციელოს.”

წყარო : Tuttojuve

7 thoughts on “მარკეტი სატრანსფერო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრობს

  1. ფეხბურთში ხარ ხვედელიძე რა ვინც ხარ, პსჟშ მარტო ვერატი ყოფილა , ვაი შე მართლა ხვედელიძე, ბრავო მაროტა, ბრავო ანიელი, ფორცა იუვე,

  2. რა მატიუდი აუუუ სირცხვილია რაა ეგ ფეხბურთელი 15 მილიონზე მეტი არ ღირს დარბის მონასავით რაფერში ჭირდება ეგ იუვეს. პსჟ დან ერთადერთი ფეხბურთელია წამოსაყვანი და ეგ ვერატია მატიუდიში ფული რატო უნდა გადაიხადო თან ამნდენი მაგას ჯობია ბილია მოიყვანონ ლაციოდან . სულ ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობენ ვინც მეზიზღება და მიხაროდა იუვეში რომ არ იყვნენ ამოტენეს გუნდი ერთუჯრედიანი ამება ფეხბურთელებით!!! სიტიმ 80 მილიონად სანე და გაბრიელ ჯესუსი იყიდა და ამათმა ვეტერანი იგუანი 90 ად და ეხლა კიდე ვეტერან მატიუდიში 40 მილიონამდე იხდიან და ალბათ რაიოლასაც მიცემენ ერთი 5 მილიონს რა უბედურებაა რა არის ეს ამ პოგბას რო ყიდდნენ ან მატა ან ერერა მაინც ჩაერთოთ ტრანსფერში მაინც ზამენაზე ზიან იქ და იუვეს ორივე გამოადგებოდა . მატიუდი არა სეეიდუ კეიტა დაითრიონ ბარემ მაგას მაინც ჯობია. ხო უნდა მსიამოვნებდეს იუვეს თამაშის ყურება !! მატიუდის ხედირას და ასამოას ვუყურო როგორ წვალობენ და ბურთის დამუშავებას და ერთი ფეხიდან მეორეზე გადატანას ნახევარ საათს რომ ანდომებენ?!!! ანდრე გომეში არ გვინდოდა და ეხლა მატიუდიო თან ამ თანხად კი დაითრევდნენ იმ გომეშს . პორტოში როა 6 ნომერი ეგ ბიჭი მაინც დაითრიონ ვერატიზე ნაკლები არც არის ერთი სიამოვნებაა მაგის თამაშის ყურება მარა ბრუციანს კარგი თვალი გაფუჭებული აქვს და ცუდით ხედავს სამყაროს ალბათ . აღარაფერი მიხარია ამათ ტრანსფერებს რომ ვუყურებ რაა . ან ეს ზაზა რა ვეღარ გაყიდეს ან რატო იყიდეს ჯერ მარტო ისეთი სახელი აქვს ვერასოდეს სტარი ვერ გახდება :lool: იუვეს ფეხბურთელი რო საყოველთაო დაცინვის საგანი გახდება ნოვიცკიმ ისე ეგადავა გული დამეწვა )) სასუოლოს დონის არის ზუსტად რა ჯანდაბად მოიყვანეს …ჩამშლელი ჩამჭრელი და თამაშის მოსაკლავი და სცარკა ფეხბურთელები ხო ყავს გუნდს( სტურარო ხედირა ასამოა ) გაუშვან ერნანეშიც და იყიდონ ისეთი ფეხბურთელი ვინც ნახევარ დაცვას და თავდასხმას შორის ბალანსს შექმნის და ბურთს ამოძრავებს არ შEიძლება რა ესე ბოლო წლებში ლიგას რომ ვუყურებ ვერცერთხელ ვერ მოიგო იმ გუნდა ვისაც შეტევის ორგანიზება უჭირს და მეტოქის შეცდომებს ელოდება, ეს მატიუდი არის 20 მეტრიან რადიუსში შავი სამუშაოს შემსრულებელი მონდა და ეგაც აგამოსდის კარგად !!!

    1. ერთია ძმა შენი პირადი ანტიპათია ფეხბურთელის მიმართ და მეორეა რამდენად გამოადგება გუნდს. მე მაგალითად დანი ალვეშს ვერ ვიტანდი, არ მევასებოდა როჟა რა, მარა მოიყვანეს გუნდში და ერთი დანი ალვეშის გამო მე იუვეს თამაშების ყურებას ნამდვილად ვერ დავანებებ თავს. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რო ჩამშლელები გვყავს, უნდა ვაღიაროთ რო ასამოა და ხედირა ტრავმების მიმართ არიან მიდრეკილები და როდის გამოგვეცლებიან ხელიდან კაცმა არ იცის. მარტო ლემინას იმედზე ვერ ვიქნებით და ეს წარმოშობს აუცილებლობას რო კიდევ ერთი ჩამშლელი გვყავდეს გუნდში. ჩამშლელი ნახევრამცველი ვერანაირად ვერ მოგანიჭებს სიამოვნებას თავისი თამაშით და არცაა ვალდებული რო ფინტების კორიანტელი აკეთოს და წაღმა-უკუღმა პასები არიგოს. მაგისთვის ვიყიდეთ პიანიჩი სწორედ რო მოედნის სიღრმიდან აკონტროლოს თამაშის მიმდინარეობა და შეტევებს გაუკეთოს ორგანიზება. სწორედ შავ სამუშაოს შემსრულებელი და შეუმჩნეველი ფეხბურთელები იგებენ თამაშებს. რასაც მე ვუყურებ ხედირა და ასამოა მშვენივრად არიან მომართულები და მატუიდიც თუ დაემატებათ კიდევ უკეთესი იქნება. მე პირადად ასე იმედიანად კარგა ხანია არ შევხვედრილვარ სეზონს 13 წლის განმავლობაში.

      1. xo რა ვიცი ყველას თავის აზრი აქვს . ისე თუ ჭკუა აქვს ადამიანს არც უნდა მოიყვანო გუნდში ისეთი ფეხბურთელი რომელსაც სულ ტრავმა აქვს ხედირაზე ვამბობ. ისე სტურაროც გვყავს მაგ პოზიციაზე . ასე რომ ზედმეტია მატიუდი და თუ მაინც და მაინც მაგ სტილის ფეხბურთელი უნდათ კანტე ეყიდათ 30 მილიონად იყიდა ჩელსიმ. ალვეში როგორც ფეხბურთEლი ჩემი აზრით ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე ბოლო წლებში მაგრამ ამ ასაკში უკვე იმ მაიკონს მახსენებს ინტერიდან რომ წავიდა მე ალვეშის იმედი არ მაქვს . ვერც მაგაში დაგეთანხმები რომ ეგეთი ფეხბურთელები იგებენ თამაშებს დამიჯერე კროსი პოგბა და მოდრიჩი უფრო მოგაგებინებს . მე მგონია ბრუცო პანიკაშია და როგორც ერნანეშში შეცდა ისე შეცდება ეხლაც კუთხეშია მიმწყვდეული და ეგ მაგის ბრალია მარტო აქამდე უნდა ეყიდა ვინმე . აი პსჟ მ რომ იყიდა კრიხოვიაკი თუ ჩამშლელია მოსაყვანი ეგ ეყიდათ არც ისე ბევრი გადაიხადეს ნუ ბევრია ისეთი ვინც მატიუდის და ზოგადად მის ასაკში მყოფ ფეხბურთელს ჯობია რა მოკლედ . იმედს რაც შეეხება რა ვიცი ყოველ წელს წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მე ვერ მაიმედებს ვერანაირად მაგრამ უარეს დღეში ყოფილა იუვე და თამაში არ გამიმაზია . მაგრამ ეხლა იმედები მქონდა იმ ფინალის მერე მარა რად გინდა უკან წავიდა გუნდი რეალურად . ის სასტავი და ეს რომ შეადარო იმხელა სხვაობას დაინახავ რომ მიხვდები რეალურად ძალიან დასუსტდა გუნდი

  3. ძაძა ზედგამოჭრილია პრემიერ ლიგისთვის და კონკრეტულად ვესტ ჰემისნაირი გუნდისთვის ძირითადში იქნება სულ.ნაპოლი არამგონია მარა ინგლისელები კი გადაიხდიან კაი ფულს.ყველაზე ცუდ ვარიანტში 22 მილიონად მაინც უნდა მოახერხონ გაყიდვა.

Leave a Reply to juventus vinci per noi Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.