ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალი ერთ-ერთ შუახაზელს შეელევა

მადრიდი სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეების განმავლობაში შესაძლოა ერთ-ერთმა შუახაზელმა დატოვოს:

ზიდანი ისკოს და როდრიგრეს ძირითადის წევრებად ნაკლებად მოიაზრებს და შესაბამისად პერესი ერთ-ერთი მათგანის გუნდიდან გაშვებას გეგმავს.

ესპანელს განსხვავებით კოლუმბიელისგან ანაზღაურება იმდენად დიდი არა აქვს, როგორც სამხრეთ ამერიკელს.. შესაბამისად სამეფო კლუბისთვისაც კი არ არის სასიამოვნო მსგავსი ციფრების მქონე მოთამაშე სათადარიგოთა სკამს ათბობდეს..

ვინ არის რეალური კანდიდატი მისი ხელში ჩაგდების ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ თვითონ ფაქტი საკმაოდ რეალურია.. როდრიგესის ესპანური ყოფა დასასრულს მიუახლოვდა.

8 thoughts on “სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალი ერთ-ერთ შუახაზელს შეელევა

  1. ეხლა ხამესი და მატუიდი თუ მოიყვანეს მართლა ლიგის მომგებ 4 გუნდში შევალთ ძალიან დიდი შენაძენი იქნება და პოგბას გაშვება სულ არ დაეტყობა გუნდს
    იმედს ვიტოვებ რომ მატუიდის გარდა კიდევ ერთ ტოპ მოთამაშეს მოიყვანენ
    ერთი მერე როგორმე ჰერნანეშიც გაასუხარონ და ეგ არის
    ანუ ასეთი იუვე მინდა წელს
    მეკარეები: ბუფონი, აუდერო, ნეტო
    მცველები: კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, სანდრო, ევრა, ალვეში, ლიხშტაინერი, რუგანი, ბენატია, ასამოა
    ნახევარ მცველები: მარკიზიო, პიანიჩი, ხედირა, ლემინა, სტურარო, მანდრაგორა, მატუიდი, ხამესი
    თავდამსხმელები: დიბალა, იგუაინი, მანძუკიჩი, პიაცა, კასტაინოსი.

  2. ორივე მაგარი ფეხბურთელია თუ რომელიმე დაიმატეს საღოლ იუვეს.შესანიშნავი ტრანსფერი იქნება.

  3. ხამეს როდრიგესის აგენტმა, კლიენტთან დაკავშირებით ისაუბრა…

    „ტურინის „იუვენტუსთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ საქმის მიმდინარეობის გამო სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ძალიან მალე ყველაფერს შეიტყობთ.“

    გაქვთ ეს ინფო ბიჭებო?

      1. ჰალამადრიდზე წერია დიდის ამბით )) გვერზე სტატია არის ნედვედი ამბობს კიდე მიმდინარეობს მოლაპარაკებებიო და მოწიეს რამე თუ საიდან აქვთ ეგ ინფორმაციები )) ნედა მართალი იყოს და ლიგას რო მოვიგებთ ერთი კაი ქეიფი მოვარტყათ და ხამესის სადღეგრძელო დიდი კოლუმბიური ყანწით დავლიოთ )))

        1. ნედვედს გუშინ კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია ) ძალიან ზღაპრებს წერენ მანდ აი ძალიან ) უკიდურესად..

Leave a Reply to ჟორიკა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.