დრაქსლერს “ვოლსბურგში” პრობლემები ექმნება
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ სამიზნეს, იულიან დრაქსლერს “ვოლსბურგში” სერიოზული პრობლემები აქვს..
გერმანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელმა მგლების ხელმძღვანელობას ღიად დაუფიქსირა გუნდიდან წასვლის სურვილი, რის გამოც, მთავარმა მწვრთნელმა იგი მიუნხენის “ბავარიასთან” მატჩისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ძალიან მცირე დრო რჩება და როგორც სჩანს, მანამდე დრაქსლერის აგენტი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვით დაკავდება.
კალჩომერკატოს მტკიცებით, მთავარი ფავორიტები გერმანელის გასაფორმებლად “არსენალი” და “პსჟ” არიან, თუმცა იტალიური გამოცემა არ გამორიცხავს, რომ იულიანისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსიც” ჩაერთოს.შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა ჯერ კიდევ “შალკეში” მოთამაშე დრაქსლერის გადმობირებასთან ახლოს იყო, თუმცა მაშინ, ნახევარმცველმა სამშობლოში დარჩენა და “ვოლსბურგში” გადასვლა ამჯობინა.
მასიმილიანო ალეგრის დრაქსლერი განსაკუთრებით იმიტომ ესიმპატიურება, რომ მას 4-3-1-2 სქემაში შეუძლია ტრეკუარტისტად ასპარეზობა.
ეგდე ეხლა მანდ და ხეხე სკამი, მოსულიყავი კაცად და ფეღბურთელად გაქცევდა იუვე…
ეს კი იყო,რომ ამბობდა ვოლფსბურგი სჯობსო,მაგრამ აქ რომ ეთანხმებოდა ზოგ-ზოგიერთი ისიც კარგად მახსოვს
,თორე ამასთან რა გინდათ,სადაც თამაშობდა იმ კლუბს არ გაუტეხა…ისე სად არიან ნეტავ ის გერმანიის ფანები აქ რომ შემოდიოდნენ იუვეს გულშემატკივრის სახელით და გერმანიის კლუბები მალე ისე იქნებიან იუვენტუსი მონაგონი იქნებაო,რომ მინიმუმ 6 გრანდი ეყოლებოდა გერმანიას,დარჩა ისევ ერთ გუნდა ჩემპიონატად როგორც იყო ოდითგან,გამოხტომები საუკუნეში ერთხელ ყველას აქვს

დავაი რა
ეს არ იყო რო ამბობდა ვოლფსბურგი ჯობია იუვესო,მაგარი პროექტი აქვთო?ნეტა რა პროექტი დაინახა ამ დებილმა კაცმა,რამდენი ტიტული დაკარგა უკვე,ორი თუ სამი და ბევრად წინ იქნებოდა როგორც ფეხბურთელი.სულ რო იხვეწებოდეს აღარ უნდა მოათრიონ
მაგრა სჭირდება იუვეს ასეთი სტილის იგროკი, თან 23 წლისაა სულ.
ტრეკვარტისტად არა შმექვარტისტად შეუძლია თამაში. შალკეში კარი ბიჭი იყო. ჩვენებმა თუ მოინდომეს ჩვენთან წამოვა უეჭველი, თუ არადა პსჟ–ში ალბათ
Wava exla chorebi)))) mara gamoricxet eg ambavi shansi araa mitumetes am zamtarshi tan dybalasac ro atamashebs igive pianichs mag poziciaze da wicelis damatebac ro undat