ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” რინკონის ტრანსფერის დასადასტურებლად ემზადება

ტურინის “იუვენტუსი” ტომას რინკონის ტრანსფერის ოფიციალურად დასადასტურებლად ემზადება..

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობამ “ჯენოასთან” ტრანსფერის დეტალები შეათანხმა და სულ მალე, ვენესუელელი ფეხბურთელი ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს ვარჯიშს.მასიმილიანო ალეგრი იანვრის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში ორ ნახევარმცველს ითხოვს და ერთ-ერთი როგორც სჩანს, რინკონი იქნება, მეორე კი აქსელ ვიტსელი.პარალელურად ჯუზეპე მაროტა “ზენიტთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს და ცდილობს, უკვე ნანატრი ბელგიელი ტურინში გადმოიყვანოს.

აფრიკის თასის დაწყებისთანავე “იუვეს” მარიო ლემინა და კვადვო ასამოა დატოვებენ, გუნდს შესაძლოა გამოემშვიდობოს ბრაზილიელი ერნანეშიც, ამ დანაკლისის შევსება კი აუცილებელია.

წყარო : Football Italia

12 thoughts on ““იუვენტუსი” რინკონის ტრანსფერის დასადასტურებლად ემზადება

  1. Mაროტა ჩვენი მთავრობასავითაა დოლარი 1 დღე არ აიწევს და აგე დავასტაბილურეთო ეს მოიყვანს ვინმე რიკონს და იტყვოს ტრანსფერი გავაკეთეთ გუნდის ხარისხმა აიწიაო.. Aლბათ იტალიაში ესე ნაცარს არ აყრია თვალებში და ვერ ხვდენიან როგორც ჩვენ და ვერ იგრბენ რო მაროტა მაგრად აგოიმებს ყველას :LOL:

  2. მეეჭვება ეს ძირითადი შემადგენლობის კაცად მოყავდეთ, დაახლოებით ის ფუნქცია ექნება გუნდში რაც ლემინას და ასამოას აქვთ, პლიუს ერნანეშს გაყიდიან სავარაუდოდ )) სტურაროც შედის ფორმაში და აი 4 ნახევარმცველში ვიტსელი თუ მოიყვანეს სტურაროს ადგილს დაიკავებს და მშვენიერი ოთხეული შეიქმნება

    1. ხედირასაც სჭირდება კარგი შემცვლელი. ურიგო ფეხბურთელი ნაღდად არ არის, ვიდალის ტიპის ნახევარმცველია.

  3. მაროტა და იუვენტუსის ხელმძღვანელი უნდა დაკოდო ამ ტრანსფერისთვის, ტყუილი და ზღაპარია თითქოს ლიგის მოგებისთვის ყველაფერს აკეთებენ, იგუაინის ყიდვის დროსაც, პოგბა უკვე გაყიდული ეყოლებოდათ, ფინანსურ ბალანსზე ლაპარაკობენ სულ!

  4. სულ ესე წერთ რომ ალეგრი ითხოვს შუა ხაზელს. თქვენ ესე წერთ იმიტომ რომ ეს ასეა. ცუდია რომ ალეგრი კონკრეტულ ფეხბურთელებს რომ არ ითხოვს. ის ზოგადად აბობს. მერე ბრუცოს ვიგაც იაფფასიანი მოყავს და ალეგრი ეჩხუბება ამ ფეხბურთელებით რა ვქნაო. ვფიქრობ ეს არის მიზეზი ასეთი ფეხბირთელების მოსვის რომელიც მაგალითად ზემოთხსენებულია.

Leave a Reply to Soni Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.