ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა იტალია დაიპყრო

ტურინული ბენეფისი Gran Galà del Calcio-ზე

ტურინის იუვენტუსი გუშინდელი Gran Galà del Calcio-ს ცერემონიაზე მთავარი გმირი გახლდათ. ბიანკონერებმა მოიგეს საუკეთესო გუნდის და საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი.

2015/16 წლების მიხედვით 7 ტურინელი მოხვდა სიმბოლურ გუნდში. ესენი არიან: ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, მირალემ პიანიჩი, პაუოლო დიბალა და გონსალო იგუაინი. საუკეთესო 11-ეულში შევიდა მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგებული პოლ პოგბამ.

ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კი ლეონარდო ბონუჩის ხვდა წილად.

წლის საუკეთესო გუნდის გამოვლენის შემდეგ, იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შემდეგი სიტყვები თქვა: “ეს კლუბის დიდი გამარჯვებაა. გამარჯვება, რომელიც იუვენტუსის დნმ-ში წერია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ტრადიცია არ დავარღვიოთ.”

წლის საუკეთესო მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კი საკუთარი მოთამაშეები შეაქო:

“ისინი მოედანზე იმარჯვებენ და ჩვენს ნდობას იმსახურებენ. როდესაც გყავს კარგი ფეხბურთელები და კარგი გუნდი უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ..

მე-6 სკუდეტო ჩვენი მიზანია. ეს შესაძლოა ლეგენდარული მიღწევა გახდეს, რაც ჯერ არცერთ კლუბს არ გაუკეთებია. მაგრამ არიან რომა, ნაპოლი და ინტერი, რომელთაც ასევე აქვთ სკუდეტოზე პრეტენზია.”

8 thoughts on “იუვენტუსმა იტალია დაიპყრო

  1. ისე, იგუაინი არ იმსახურებდა წლის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას? რავიცი, რავიცი, შეიძლება ბონუჩი იმსახურებდა :juventus:

Leave a Reply to Gugsika Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.