ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ “შეშლილი მაქსის” წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“როდესაც პირველი მატჩის შინ გამართვა გიწევს, აუცილებელია გოლის გატანა და საპირისპიროდ კარის მშრალად შენახვა.. თუ ყველაფერი ასე განვითარდება, მაშინ კმაყოფილი ვიქნები. მნიშვნელოვანია, რომ მეორე მატჩს კომფორტულ გარემოში შევხვდეთ.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ ძლიერია კატალონიური გრანდი შეტევაში.. მაგრამ მათ მცირეოდები ხარვეზები აქვთ დაცვის ხაზში.. ამით სარგებლობა მოგვიწევს.. საერთოდაც, ყველა შეხვედრაში განურჩევლად მეტოქისა, უნდა ეცადო საკუთარი ძლიერი მხარეების მაქსიმალურად გამოყენებას.

შემადგენლობასთან დაკავშირებით კარტების გახსნას არ ვგეგმავ.. გეტყვით, რომ მარცხენა ფლანგზე ერთმანეთს ასამოა და სანდრო დიდ კონკურენციას უწევენ.. თუმცა, გასულ შეხვედრებში ბრაზილიელმა დაისვენა და ახლა სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.. სხვა მხრივ მინდორზე ოთხივე შემტევს იხილავთ და ამის დამალვას ჩემი მხრიდან აზრი არა აქვს.

ბერლინის ფილანიდან მინდორზე ბონუჩის და ბუფონს ვიხილავთ.. მეხსიერებას ბევრი რამ შემორჩა, მაგრამ მას შემდეგ იუვენტუსის რიგებში ბევრი რამ შეიცვალა და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.

ბოლო პერიოდში დიბალას პროგრესი გამოსარჩევია.. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მას და ნეიმარს თავისუფლად შეეძლებათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე პრეტენზიის გამოცხადება.

მსგავსი რანგის დაპირისპირება, მუდამ ატარებს ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხს.. თუმცა, საჭიროა მასთან მშვიდად მისვლა.. ბარსას სრული პატივისცემით უნდა შევხვდეთ, მაგრამ საკუთარ ძალებს ვაფასებდეთ სწორად.. გვწამდეს, რომ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა”.

21 thoughts on “შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. იუვე, ატლეტიკო, დორტმუნდი, ბაიერნი, ესენი გავლენ ნახევარ ფინალში მალე ნახავთ.

  2. Mogesalmebit jves qomagebo!!!! Martalia milanis baleshiki var magram jves vbaleshikob evropashi da mcams jves chempionobis. Exla ki cotati unda gavakritiko jves zogierti baleshiki. Am saits xshirad vstumrob da vkitxulob zogiertis uazro kritikas gundis mimart. Gansakutrebit trineris da gundis menejmentis mimart. 1 da mtavari alegri rom gaushvan masze uketesi vin gegulebat? Me piradad kontes mirchevia alegri. 2 da umtavresi sakitxi zogs davicyda jve seria B-shi ro tamashobda da iqidan dabrunebuls ramxela valebi hqonda ra gaketa jves xelmdzgvanelobam? Ashena axali stadioni da gundi evropashi erterti gamorcheulia piradad ne baiernis doneze davayenebdi da zogierti jves baleshiki aginebs alegris da jves xelmdzgvanelobas rac afsurdia da texavs

  3. ბერლინის ფინალიდან ძირითადში ბუფონს და ბინუჩის იხილავთო
    ესეიგი მარკიზიო სკამზე დარჩება, არადა ბარსასთან მარკიზიო-ხედირას დუეტი მერჩივნა

  4. ეს ისე ლაპარაკობს, ასამოას და სანდროს ორივეს ხომ არ უპირებს ნეტავ ძირითადში?

  5. მე კი მგონია ეს თამაჰი 3-1 და ასე ვაპირებ ზუსტად ანგარიჰის დადებას და ბარსელონაჰი კი მგონია პროსტა ძალიან ბევრი გოლი და იმედია მეტს იუვე გაიტანს და იუვე გავა ჰემდეგ ეტაპზე

  6. მეც მგონია რო მოვიგებთ ცოტა თუ გაუძელით მათ თავდასხმას მგონი მოვიგებთ.არავითარი წინასწარი ტრაბახი და სისულელეები უბრალოდ ასე ვფიქრობ რავი.რატომღაც მგონია გოლს თუ გავუშვებთ 2-1 მოვიგებთ, თუარადა 2-0.

  7. ხედირა პიანიჩმა უნდა ითამაშონ იდეალურად/ ნაც შეიძლება ნაკლები შეცდომა გადაცემების და ბურთის ამოტანის დროს

  8. Mogebas vpiqrob mgonia arabaleshikurad da obieqturadac ro shevxedo mainc mgonia mogeba…baleshikobis tvalit tu shevxedav mashin handikapic mgonia ))) ise ki ravi 1-0 vpiqrob baleshikobis pontshi 2-0…tumca 2 tu gavutanet 1 isinic gagvitanen didi albatobit…bolosken chamovyalibdebi ra angarishs davdeb)))….

    1. დაწერე რა კაცურად რას დადებ მე არ ვთამაშობ ტოტალიზატორს პროსტა შენი ვარაუდები სულ მართლდება ხოლმე და ცოტა დამშვიდებული ვუყურებ :)))) ბოლო ორი დღეა აფორიაქებული ვარ :))))

Leave a Reply to ანონიმური Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.