ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“ტაქტიკური სქემა? და რა უნდა მოვიფიქროთ მაშინ, როდესაც მინდორზე 10 მოთამაშე და პლიუს მეკარე გამოვა? ასეთი რანგის შეხვედრებში მთავარია დიდი ენთუზიაზმი და ბრძოლა თითოეულ მილიმეტრზე. ერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ მოედანზე ამ ეტაპისთვის საუკეთესო 10 იასპარეზებს, რომლებიც შეეცდებიან ბარსას პრობლემები შეუქმნან..

მესმის, რომ ზედიზედ მესამედ კარის მათთან მშრალად შენახვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.. შედეგად ჩვენი ამოცანა გოლის გატანაზეა დაფუძნებული. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხვალ ბარძალი იასპარეზებს.. იქნება იგი მარჯვნივ, ცენტრში თუ მარცხნივ ამას გადავწყვეტ..

შეგვიძლია, როგორც სამი ნახევარმცველით და სამი შემტევით, ასევე ორი ნახევარმცველით და ორი ფორვარდით.. ასე რომ ყველაფერს მატჩის დაწყების წინ გადავწყვეტ.

შესაძლოა იასპარეზოს ბერნარდესკიმ, რომელმაც შესანიშნავად დაგვამახსოვრა თავი კიევოსთან.. მიუხედავად 20 წუთისა ფაქტია, რომ ფედერიკო ფორმას კრიფავს და ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება. შეიძლება პირველივე წუთებიდან ვიხილოთ ან მატჩის მსვლელობის პერიოდში..

მართალია მანჯუკიჩი ვინგერი არ არის, მაგრამ დღევანდელი იუვენტუსისთვის იგი განსაკუთრებული ფიგურაა.. მეორე სართულზე იდეალურია, ხოლო პოზიციის შერჩევაში ბადალი არ ჰყავს. როდესაც შენ მესი, დემებელე, დელოფეუ, ინიესტა და სუარესი გიტევენ, მათი თამაშიდან გათიშვა ფრიად პრობლემატური ხდება. ამიტომ თუ გვსურს მათზე ზეწოლის განხორციელება, მაშინ ტექნიკური თვალსაზრისით უნაკლო შეხვედრა უნდა გავმართოთ.

ნეიმარი? დიბალასთან ერთად საუკეთესოები მესის და რონალდუს შემდეგ! თუმცა, ბარსა მის გარეშედაც ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად რჩება.. საერთოდაც მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ლიგის მთავარი პრეტენდენტები სწორედ ბარსელონა და რეალი არიან.

ინიესტასთან დაკავშირებული ჭორები? სატრანსფერო ფანჯარა 10 დღის წინ დაიხურა და ამაზე საუბარი ახლა უადგილოა. თუმცა, რომელი მწვრთნელი იტყოდა ანდრესის შესაძლებლობებზე უარს?”

372 thoughts on “შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

  1. ამ აქლემს ერთი რაც შეუძლია არის რომ უნიჭო ფეხბურთელებს კარგ ფეხბურთს ათამაშებს ხოლმე, მილანში ნოჩერინო ბოატენგი და კონსტანტიც თავისი შესაძლებლობის 110% ს იყენებდნენ ალეგრის ხელში.

  2. ბეტანკურს წარმოიდგინეთ როგორ ენდობა :) მაგ ბიჭს მაგარი გაუმართლა და დიდი შანსი აქვს ძირითადის ფესბურთელი გახდეს იუვეში, ღლაპობის ასაკში :)) დღეს დიბომ უნდა ილიდეროს, როგორ დელპო აკეთებდა თავის დროზე :love:

  3. ისე ზოგი ჭირიო ხოაზეხართ…
    ვინუჟდენი თუ ათამაშებს ეს ახლებს თორე ისე ძალიან არ უყვარს გარისკვა ალეგრის

  4. მესის რისხვა ბუფონა :))) ესპანელები არიან ჩვენი კოშმარები მარა ჯგუფური ეტაპია და შევეცადოთ უნდა ამ ცუდად ჩამოყალიბებული ტრადიციის შეცვლას

  5. ბიჭებო ბარსას ფანი ვარ. მაინტერესებს ხედირა რომ ტოვებს თამაშს მის ადგილზე ანუ ჩამშლელ-საყრდენზე ვინ გყავთ და როგორი?

    1. ბენტაკური მატუიდი პიანიჩი იქნება დღეს. ბენტაკური წელს იყიდეს ბოკადან ახალგაზრდა მაგარი ბიჭია ბუსკეტსს გავს თამაშის მანერით ხედირას . ხედირა როცაა 3 ნახევარმცველიტ თამასობს გუნდი ასე რომ კონკრეტულად ამ სამიდან რომელი ცვლის ძნელი სათქმელია სხვა სქემით თამაშობს დღეს მგონი

  6. ამ რესურსით მოგება უბრალოდ საოცრება იქნება. მაინც იმედი მაქვს, რომ შედეგს დადებს მაქსი, თუმცა თუ წავაგეთ არ გამიკვირდება.

  7. ძმებო რეალურად რომ შევხედოთ დღეს ნაღდად გაგვიჭირდება მოგება,რადგან
    მეორე სასტავი თამაშობს,თუმცა ვინც დღეს ითამაშებს ამ ბიჭებს მეორე სასტავი არც ქვია,წელს იუვეს ყავს ორი გუნდი ამაყად შეიძლება ითქვას, უბრალოდ ბიჭებს შეთამაშება აკლიათ ვინც დღეს გამოვა მოედანზე არ მინდა პესიმისტურად შევხედო სურათს,სიურპრიზებსაც ველოდები ჩვენი ბიჭებიდან იომებენ დარწმუნებული ვარ,ისიც გასაგებია რომ ბარსას მთელი გულით რევანში სურს და მესის ჯიჯის კარებში გოლის გატანა :lool: ნუ მთავარია რაც ნაკლი გამოჩნდება დღეს აუცილებლად მომდევნო თამაშებში უნდა გამოსწორდეს,ამავე დროს გამოჩნდება თუ როგორ ითამაშებენ ახლები ჩემპიონთა ლიგაზე,ალბათ დამეთანხმებით ლიგა სხვა ფსიქოლოგიური მომენტია,აბა ჰე და აბა ჰო ძმებო წინ დიდი მატჩია,მაგრამ არა გადამწყვეტი, უბრალოდ დავტკბეთ ჩვენი გუნდით ძმებო :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  8. თქვენი არ.ვიცი მარა, როცა იუვეს აუტსაიდერად თვლიან ხოლმე და წნეხი არ აწევს გუნდი შეუჩერებელი ხდება, რადგან ლაღად თამაშობს. (მაგალითია შარშანდელი ბარსასთან თამაში სადაც ბარსა იყო ფავორიტი, საწინააღმდეგო კი რეალთან ყლთამაში იყო სადაც ყველა ითხოვდა ჩვენგან მოგებას. ბევრი მიზეზის გამო)… მოკლედ დღეს მარტო მე მიგრძნობს გული რომ ალეგრი ბარსას დაამარცხებს?

  9. როგორც ვაანონსებდი გუშინ, საკაიფო გრადუსში ვხვდები თამაშს, იმედია საყურებლად კაი იქნება როგორც ყოველთვის.

    ფორცა იუვეეე :forza: : :forza: :forza:

      1. ძველი სასტავი დაკარგულია იქ და ცოტა არ იყოს მუღამი დავკარგე, მაგრამ ხანდახან იქაურებსაც ვეხმიანები. გაიხარე ფიცხელ! :juvee:

  10. მოგესალმებით მეგობრებო კულეების ბანაკიდან…დღეს კაი თამაში უნდა გამოვიდეს წესით..არ მიწყენთ იმედია მარა ფავორიტი ბარსაა და შევეცდით რევანშის აღებასაც…თუმცა შეიძლება სიურპრიზებიც ვნახოთ …წარმატებებს კი გისურვებთ მარა დღეს ვერა :დ

    1. კაი კაცი, გაიხარე ძმაო, ნორმალური კომენტარი კონკურენტი გუნდის ბანაკიდან იშვიათობაა.

      მეც იუვეს მერე თქვენ გბალელშიკობთ, მაგრამ ადტეს არა. :up: :forza:

    2. ფაორიტი ბარსაა რა თქმა უნდა შინაური კედლები და იუვეს განახევრებული შემადგენლობა თუმცა რევანში რამდენადაა ჯგუფურში თამაში ეგ მეორე საკითხია

Leave a Reply to Maradona73 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.