ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“ტაქტიკური სქემა? და რა უნდა მოვიფიქროთ მაშინ, როდესაც მინდორზე 10 მოთამაშე და პლიუს მეკარე გამოვა? ასეთი რანგის შეხვედრებში მთავარია დიდი ენთუზიაზმი და ბრძოლა თითოეულ მილიმეტრზე. ერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ მოედანზე ამ ეტაპისთვის საუკეთესო 10 იასპარეზებს, რომლებიც შეეცდებიან ბარსას პრობლემები შეუქმნან..

მესმის, რომ ზედიზედ მესამედ კარის მათთან მშრალად შენახვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.. შედეგად ჩვენი ამოცანა გოლის გატანაზეა დაფუძნებული. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხვალ ბარძალი იასპარეზებს.. იქნება იგი მარჯვნივ, ცენტრში თუ მარცხნივ ამას გადავწყვეტ..

შეგვიძლია, როგორც სამი ნახევარმცველით და სამი შემტევით, ასევე ორი ნახევარმცველით და ორი ფორვარდით.. ასე რომ ყველაფერს მატჩის დაწყების წინ გადავწყვეტ.

შესაძლოა იასპარეზოს ბერნარდესკიმ, რომელმაც შესანიშნავად დაგვამახსოვრა თავი კიევოსთან.. მიუხედავად 20 წუთისა ფაქტია, რომ ფედერიკო ფორმას კრიფავს და ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება. შეიძლება პირველივე წუთებიდან ვიხილოთ ან მატჩის მსვლელობის პერიოდში..

მართალია მანჯუკიჩი ვინგერი არ არის, მაგრამ დღევანდელი იუვენტუსისთვის იგი განსაკუთრებული ფიგურაა.. მეორე სართულზე იდეალურია, ხოლო პოზიციის შერჩევაში ბადალი არ ჰყავს. როდესაც შენ მესი, დემებელე, დელოფეუ, ინიესტა და სუარესი გიტევენ, მათი თამაშიდან გათიშვა ფრიად პრობლემატური ხდება. ამიტომ თუ გვსურს მათზე ზეწოლის განხორციელება, მაშინ ტექნიკური თვალსაზრისით უნაკლო შეხვედრა უნდა გავმართოთ.

ნეიმარი? დიბალასთან ერთად საუკეთესოები მესის და რონალდუს შემდეგ! თუმცა, ბარსა მის გარეშედაც ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად რჩება.. საერთოდაც მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ლიგის მთავარი პრეტენდენტები სწორედ ბარსელონა და რეალი არიან.

ინიესტასთან დაკავშირებული ჭორები? სატრანსფერო ფანჯარა 10 დღის წინ დაიხურა და ამაზე საუბარი ახლა უადგილოა. თუმცა, რომელი მწვრთნელი იტყოდა ანდრესის შესაძლებლობებზე უარს?”

372 thoughts on “შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

  1. გვენცაძე ბარსაფანია და იმედია ტვინს არ მო..ტ.ავს ძაან რა……. ფორზა ჯუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!

  2. ბენტანკურის ძირითადი მაგრად გამისწორდა. ეს მართლა ჩაეთვალა ალეგრის… არ ყოფილა მშიშარა ალეგრიტო :)

          1. არა იასნია მაგარი იყო მარა ხო ხვდები რა ტოტი კასანო ნიანგოლანი რა სასტავია :lool: ოცნება მქონდა რომ დელ პიეროსავით ჩემპიონი არ წასულიყო ისე მეზიზღება ტიპი და არადა არ მომეშვა 50 წლამდე ითამაშა ტიპმა :lool: მარა წელს მშვიდად ვუყურებ სერია ა ს :lool: :lool: :lool: პუტინზე მაგრად მეზიზღება ტიპი :lool:

          2. :lool: :lool: .vxvdebi ratqmaunda ratomac ar gevasebat dzmebo ubralod me sxvanairad vuyureb maset ertgul xalxs mteli kariera ro shewires ert klubs tan igroki iyo superi tore juves pontshi bazari araa rac magas gauketebia……

          3. მეც ვაფასებ მაგ პონტში და ისე რაც გააკეთა… თან ადრე მაგარი სიმულიანტი იყო, საქართველოსთანაც კი აფერისტობას რომ დაიწყებ :D

Leave a Reply to bugitto Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.