ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი იუვენტუსის სატრანსფერო აქტივობაზე..

სკაი სპორტის პოპულარული იტალიელი წამყვანი ლუკა მარკეტი იუვენტუსის სატრანსფერო პერიპეტიებზე საუბრობს:

“პიეტრო პელეგრის ტრანსფერში ახალი მოთამაშე გამოჩნდა.. იუვენტუსს კონკურენციას ფრანგული მონაკო უწევს, რომელიც არენაზე სულ ცოტახნის წინ გამოჩნდა..

მიუხედავად ფრანგული კლუბის აქტიურობისა, ნაკლებად წარმოსადგენია რომ ჯენოამ იუვესთან მეგობრული ურთიერთობა გაიფუჭოს.. თუმცა, ფეხბურთელისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე ბიანკონერის ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ ტრანსფერისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს..

ამ ეტაპზე მაროტა მზად არის 20 მილიონი, დამატებით ბონუსები და ახალგაზრდა ფორვარდი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გენუელთა რიგებში დატოვოს.. უახლოეს მომავალში მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და სწორედ აქ გაირკვევა მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას.

ჯერ კიდევ არ არსებობს პრინციპული შეთანხმება კალიარის საკუთრებაში მყოფ ჩრდილო კორეელ ფორვარდზე.. პარატიჩი ფასის დასაწევად ალბერტო ჩერის სატრანსფერო უფლებების დათმობას გეგმავს, მაგრამ სარდინიელებს უფრო მეტი სარგებლის მიღება სწყურიათ..”

173 thoughts on “ლუკა მარკეტი იუვენტუსის სატრანსფერო აქტივობაზე..

  1. თუ ტოპ გუნდობაზე აქვს პრეტენზია იუვეს მაშინ ეგრეც უნდა იყოს, ვინც უკეთესია ის უნდა იდგეს სასტავში. აჯობოს იტალიელმა სტურარომ გერმანელ ხედირას და იქნება სასტავში. ბილბაოს სტრატეგიას თუ მიაწვება იუვე იქნება ცხრილის შუაში მუდამ(იმიტომ რომ სტურარო, ძაძა და ეგეთები უნდა იყოს სასტავში მაგ ლოგიკით) და რაღა ევროპაში წარმატებაზეა საუბარი მაშინ. ეგეთი გუნდები ხო ჩვენთანაც არიან სერა ა-ში ? იტალიელებმა სანაკრებო დონეზე გაგვახარონ და მოიგონ ხოლმე ევროპა და მსოფლიო, იუვემ კიდე საკლუბო დონეს უნდა მიხედოს და როცა ეს თუნდაც საუკეთესო იტალიელებით ვერ ხერხდება კი უნდა წააშველო უკეთესი ფეხბურთელი სხვა ქვეყნიდან, არაფერი არაა ამაში ცუდი.
    დაახლოებით თანაბარ პირობებში იტალიელს მიენიჭოს უპირატესობა ბაზარი არაა მომხრე ვარ.

  2. იტალიას რომ მაგარი და გასალეგენდებელი ხალხი ჰყავდეს ახლა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა კი არ იქნებოდა. დაცვის გარდა გინდა ნახვერდაცვაში გინდა ფლაგებზე ან შეტევაში ვის ხედავთ ისეთს რომ მოვიდეს იუვეში და პოტენციურ ლეგენდად განვიხილავდეთ. ერთი ბერნარდესკია ვისაც კიდე რაღაც შეუძლია გააკეთოს და კი არის აგერ. დალშე ვინ, ვერატი აღარ თქვათ ოღონდ მაგ ტიპს რა ლეგენდობაზე უნდა ელაპარაკო. ვინც გვყავს კიდე სტურარო სულ რომ ყველა თამაშში 90 წუთი ათამაშო კარიერის ბოლომდე, რაც არაა ის მაინც ვერ გახდება.
    დაცვის ხაზის ზემოთ იტალიის ნაკრები არ არსებობს, ძველი იტალიის დონეს ასე თუ ისე ახლანდელი დაცვა წვდება დანარჩენად შოტლანდიამ ან შვეიცარიამაც შეიძლება იუკადრისოს იმ დონის ნახევრდაცვა და წინა ხაზი რაც ახლანდელ იტალიას ჰყავს. რა პაროლო, რა კანდრევა, რა ედერი, რა ჟორჟინიო, რა გაბიადინი ღადაობთ ? ამ დონის ფეხბურთელები შეიძლება ღრმა ზამენაზეც არ დაესვათ ადრე. თითქოს ყველა ერთი დონისაა ამ თაობის იტალიელებში(დაცვის ხაზს ზემოთ) ბერარდები, ბელოტები, იმობილეები და გაბიადინები :დ საერთო დოონეზე ზემოთ ვერავინ ვერ ადის როგორც ბაჯო იყო, დელპიერო, ტოტი და ა.შ. სადაა გამორჩეული მოთამაშე, რომ ულიდეროს გუნდს და სულ გქონდეს იმის იმედი რომ უცებ შეიძლება ინდივიდუალურად გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი თამაშის ბედი.
    ამიტომ ხდება ასე, თორე როგორც კი სადმე იტალიელი ტალანტი გამოჩნდება ეგრევე ყიდულობს იუვე, რამდენი ჰყავს ეგეთი, მაგრამ ვერ ქნა ვერცერთმა ჯერჯერობით რომ საკვანძო ფიგურა გახდეს. ვნახოთ ბერნარდესკი რას იზამს, შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი მაგისთვის. უნდა აჯობოს კოშტა-კუადრადოს და მყარად დადგეს ძირითადში. თორე გაჰყვება ეგეც ჯოვინკოს და სხვა მუდამ პერსპექტიულების გზას …

    1. იმობილეები, იმობილე რა ფეხბურთელი არაა? იუვეს რო დაეტოვებინა ლორენტეზე უკეთეს ფეხბურთელს ვერ შექმნიდა?
      ინსინიე რატო არ ახსენე? არაა იტალიელი? თუ რადგან ვენტურას არ მოსწონს :lool:
      ელ შაარავი? ბელოტისგან რას ელი ამ ასაკში 23 წლის ასაკში არც ვიერი იყო ვიერი, ძაძა არ თამაშობს? ვარსკვლავი დელ პიეროს მერე არ ყოლია იუვეს მარა როგორმე ქაჩავდნენ, დღესაც გაქაჩავენ ნორმალური მწვრთვნელის ხელში, ბერარდიც არაა ჩამოსაწერი, კინი – ორსოლინი- ვერდი – კიესა მშვენიერი შეტევაა

      ნახევარდაცვაშიც არის ხალხი, ვერატი – კრისტანტე – პელეგრინი – გალიარდინი – სტურარო – მანდრაგორა – ვივიანი – ბენასი – ბაზელი – ჟორჟინიო – ბარელა – ფლორენცი

      70 კაცი ჩამოვთვალე აგერ და 3 რაფერ არ გაამარლებს :lool:

      1. ვერატი გამორიცხე მაგ ნახევარდაცვის სასტავიდან (გასაგები მიზეზების გამო) და დანარჩენიდან რომელია ახლა მზად რომ დააყენო ნახევარდაცვაში და ლიგის ფინალი გათამაშონ(თუნდაც მეოთხედფინალი :დ). ან საერთოდ რამე სიტყვა თქვან ევროპულ გრანდებთან. მაშინ მომავლის გუნდს უნდა აშენებდე და უახლოესი 2-3 სეზონი დაიკიდო და ამათ მისცე შანსი. ეგრე იუვე ვერ იზამს, სხვაგან უნდა დაამტკიცონ, მერე მოვიდნენ აქ და აჯობონ მაღალი კონკურენციის პირობებში სხვებს. ეგრე სადაა აბა კრისტანტეებით და მანდრაგორებით გაავსო გუნდი და ელოდო ვინ რა სედეგს დადებს და ვინ როგორ განვითარდება. იუვენტუსს დღეს ჭირდება შედეგი და ამისთვის სხვა დონის ფეხბურთელები ჭირდება.
        ერთეული შემთხვევის გახსენება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, უშეცდომო არავინაა, მაგრამ საერთო სურათი ისაა, რომ აჯობებ ითამაშებ, ყოველგვარი სენტიმენტების და წარმომავლობის გათვალისწინების გარეშე. შედგეზე ორიენტირებულ გუნდს ასე უწევს იმოქმედოს, სხვა შემთხვევაში სხვა სტრატეგია უნდა ჰქონდეს მაშინ იუვეს (არიან ეგეთი გუნდებიც სერია ა-ში სხვათაშორის)

      2. იმობილე :დ ეგრე დელ პიერო რომ მოიყვანეს და შანსი მიეცა გამოიყენა(თან როგორ იუვეში), საქმით ანახა რომ ღირსი იყო ეთამაშა და მიიღო კიდეც რაც დაიმსახურა ის(ახალგაზრდაზე ვამბობ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდა აქ). რომ ვერ ეთამაშა და პირველი ორი სეზონი ჩაეგდო და ა.შ. რამდენი ხანი დაელოდებოდა იუვე იმ დროისთვის რიგით ახლაგაზრდა ფეხბურთელს მოხოდილიყო, მაგასაც გაუშვებდნენ სადმე აბა რას იზამდნენ. იმობილეს რომ ეჩვენებინა შედეგი და ისეთივე ყოფილიყო ეგეც გაივლიდა იმავე გზას, გვარის გამო კი არავის დაუწუნებია ან დელ პიერო ხო არ მოწონებიათ მაგის გამო.
        რავიცი რა აქ ამის ახსნით დავიღალე ნაღდად, მოკლედ გაიჩითება მოხოდილი იტალიელი ვინც იქნება კლასსნი ითამაშებს, ვინც ვერა კი იჯდომება სკამზე ან თავის გზას მონახავს სხვა გუნდში.

  3. G10
    ასწავლი რა შუაშია? ანუ ალეგრი გენიოსია და მარტო მაგან მიხვდა რო ჯენოას თუ უნდა მოუგოს იუვემ გინდათუარა ბენატია უნდა ათამაშოს? ეს გენიალური სვლა რო არ გაეკეთებინა ჯენოასთან, რო შემცდარიყო და რუგანი დაეყენებინა ჯენოათან წააგებდა იუვე? ვასწავლი რა შუაშია თუ ხარ გულშემატკივარი თქვი ვისი დანახვა გიხარია ყოველ კვირას მოედანზე, მარკიზიოზე რო გამოუფინეს ბანერი იუვეს ფანებმა, ისინი ასწავლიან? გულშემატკივარი კი არ ასწავლის, გულშემატკივარი ითხოვს და თუ ვინმეს გონია რო გულშემატკივარი ბოლო რგოლია ფეხბურთში ძან ცდება, ჩვენ აქედან ვერაფერს ვცვლით მარა ჩვენ რა გვგონია სწორი მაგის თქმის უფლება გვაქ და თუ ვინმე მიტო არ ამბობს რო რუგანის დანახვა ურჩევნა ბენატიას დანახვას რო ვინმემ ალეგრის ჭკუის სწავლებად არ ჩათვალოს ძან ცდება, პირიქით თუ გულშემატკივარი ხარ მოდი და თქვი ვინ მოგწონს იუვეში გამორჩეულად და ვისში ხედავ მომავალ ლეგენდას, ისეთს რომლის მსგავსიც გამო დაიწყე იუვეს ქომაგობა…

  4. კონტეს დროს დაიჩაგრა ძმაო მარკიზიო, არა და მაშინ მართლა კარგ ფორმაში იყო და პოგბას ვარსკვლავად ჩამოყალიბებას შეეწირა . . . დარწმუებული ვარ აქ ჩემზე მეტად მარკიზიო არავის უყვარს, მაგრამ ყოველი მეხუთე თამაშისთვის როა ხოლმე მარტო მზად ფეხბურთელი , უნდა მიხვდეს და დაამთავროს კარიერა.

  5. ახლა მეორე )) ჯოვინკოები და კუალიარელები, იმობილეები და ძმანი მათნი, მთელი იტალია რო ან@@ევდა და კონტემ აადებინა, ის მართალი იყო და ალეგრი მტყუანია :D ალეგრის ჯოვინკო ყავდეს და არ ათამაშებდეს წარმომიდგენია რა ამბავი იქნებოდ :D :D ჯოვინკოს არ ათამაშებს, დელპიეროს მემკვიდრეს და ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის დიბალას ათამაშებს, იტალიელია , პოლონელი თუ არგენტინელი რო ვერ გაურკვევიაო :D ჯოვინკო არსად არ წავა და დიბალა კიდე როდის დაკრავს ფეხს არ ვიცითო . . ეგრე ძმაო, მე მათამაშონ იუვეში და დედას ვფიცავარ ოდესმე სადმე გადასვლაზე თუ გავიფიქრო :D

  6. ჯერ ერთი , ყველანი ვხედავდით პოტენციალს ალეგრის გარდაო , :D ალეგრი მწვრთნელია, მთელი დღე მაგას ყურებს, ამხელა გრანდის მწვრთნელია, შეიძება ლიგა იგაზე არ დაუდია მაგრამ, ჩვენ არ ვართ ის ხალხი ალეგრის ჭკუა ვასწავლოთ რომელი ფეხბრთელი სჯობს, ფოთის კოლხეთის მწვრთნელი არ კიკადრებს ჯერ იუვეს მწვრთნეს ასწავლოს რომელი ფეხბურთელი დააყენოს ძირითადში და ჩვენ ვასწავლოთ ალეგრის არა? :D მეც მაქვს ალეგრისთან პრეტენზიები მაგრამ გრიჟას არ ვუჩენ ხალხს თვალში ))

  7. გილოცავთ, მარკიზიო ამერიკისკენ მიიჩქარის … ამათ მოვუტყტყტყტყ.. ხელმძღვანელობა :blin:

  8. არადა ვის არ გვინდა 25 დან 20 იტალიელი რომ იქნება გუნდში და აქედან 10 მაინც მუდამ სასტარტოში,იქნება გოლების ცვება,თასები ტიტულები ევროპა აზანზარონ…იფ იფ იფ…მაგრამ ოდესღაც საქართველოც იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და მეფედ დავითი და თამარი ყავდა,ახლა რომ არცერთი არაა რა ვქნათ ვიყვიროთ დააბრუნეთ დავითი და თამარი და საქართველო ძველ ადგილზეო? თუ იმას მივხედოთ რაც გვაქ და ვინც გვყავს? აი ეს არ ესმის აქ ზოგს…ლეგენდები იყვნენ,მაშინ სხვა დრო იყო სხვა ცხოვრება იყო,ადამიანში სხვა მე სახლობდა , ადრე თუ გოგო ბიჭს კარგი ოჯახიშვილობით და პატიოსნობით აფასებდა ახლა რაც უფრო ხმამაღლა აგინებს საკუტარ დედას და რაც უფრო დიდ დანას ატრიალებს ხელში იმით აფასებს… :) ეჰ ად შევტოპე უბრალოდ იმის ტქმა მინდოდა რომ სიტყვა ლეგენდა წარსულს ჩაბარდა აღარ იარსებებ,მხოლოდ ერთეულობით

      1. წელიწადში ხელფასად 26 მილიონ გირვანქას რომ შემოგთავაზებენ მიდი აბა დავით და იყავი სხვა კლუბის ერთგული და ლეგენდა :) უბრალოდ ბევრს უჭირს ამაზე უარის თქმა და ხარბდებიან ფულს,რაღა ბევრს თითქმის ყველას.

          1. ისე ძალიან გაგვიმართლა რომ ადრე არ იყო ასეტი გასაგიჯებელი ხელფასები თორემ შეიძლებოდა არც დელ პიერო გვყოლოდა ლეგენდად არც ბუფონი და არც ნედვედი. არადა წარმოიდგინე ახლა რომ ტამაშობდნენ ეგენი რამდენს გადაიხდიდა მათში მაNცესტერული გუნდები და რამდენს მისცემდნენ ხელფასად, აზრზე ხარ? 26 მილიონს სანჩესს უხდიან დელ პიეროს ალბათ 40 ს შესთავაზებდნენ.

  9. დელ პიეროს რომ იძახი კონტე ბატონო გაქ 24 წლის დელ პიეროს თამაშები ნანახი????? გრანდში თამაშობს ის ვინც უკვეთეს ფორმაშია და უკვეთესი ფეხბურთელია და არა ის ვინც იტალიელია

    1. და დროც საუკეთესოებს ინახავს, დელ პიერო გაუძლებს დროს და არა ის ვინც 2-3 წელი ვითომ დელ პიეროზე უკეთეს ფორმაში იყო

    2. Me maqvs nanaxi da ki ar tamashobda dafrinavda, burtitac da uburtodac, misi modzraobebi burtis floba dartyma, tumca tavidan gaudznelda dziritadis damkvidreba, dybalas shedareba uadgiloa mastan erti tavit agemateboda del piero

  10. …………..
    შარშან ნახე 50 ლეგენდა რო გამოაქვეყნეს? იუვეს 50 ლეგენდიდან 41 იყო იტალიელი, ლეგენდებად დარჩნენ ერთეული ლეგიონერები, პლატინები, ნედვედები და კიდე რამოდენიმე, ლეგენდას ტიტული არ ქმნის, ტიტული შეიძლება ყველამ მოიგოს მარა იუვენტუსის რანგის კლუბის ლეგენდის წოდება რო მიიღო ამისთვის სხვა ბევრი რამეა საჭირო…

    1. მესმის შენი გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ……გახედე საერთოდ იტალიურ ფეხბურთს 94 წლის იტალიის ნაკრები და დღევანდელი ნაკრები იტალიის ერთია ???ანუ ვგულისხმობ ის თაობა იყო შეუდარებელი და ამიტომ იყო იტალიურ გუნდებში ამდენი ლეგენდა და ეხლა კი თაობათა ცვლა რომ მოხდა არაა ისეთი ხალხი ვერ ჩანან მოვა დრო და ისევ შეიცვლება, ამის გამოა რომ იუვეში მილანში და საერთოდ იტალიაში არაა ბევრი ლიდერი თვითონ იტალიაში საუბრობენ რომ რაღაც შესაცვლელია და ახალი მიდგომაა საჭირო და მოვა მაგის დროც რომ ისე იქნება როგორც შენ ამბობ :c: :up: :up: :up:

      1. თაობა შეიძლება ისეთი არაა მარა რო იყოს ისეთი როგორც ადრე ამისთვის საჭიროა გრანდებმა წაახალისონ ახალგაზრდები და მისცენ შანსი, თითქმის ყველა პერსპექტიული იტალიელი იუვეს საკუთრებაშია და ვნახოთ სამომავლოდ თუ მისცემენ შანსს, რევანდელ იუვეს არაფერს ვერჩი მარა მემგონი ყველას ისეთი იუვე ურჩევნია რომელშიც ბევრი ლეგენდა თამაშობს, იტალიელიც და ნედვედის, ტრეზეგეს და დავიდსის მსგავსი ლეგიონერიც

    1. Rac shexeba legendis sheqmnas legendas klubi ar qmnis, arc vinmes xelshecyobit iqmneba legenda, pirovneba tavis gzas tviton irchevs da tviton gansazgvravs mis cxovrebas, tu klubi an sxva vinme sheucyobs xels mis legendobas is legenda ki ara gapiarebuli adamiani iqneba.

  11. …………..
    ამაზე უკეთესი პერიოდი გასარისკად ისტორიაში არ ქონია იუვეს, ყველა კონკურენტი ეგრესშია და იუვე 2 თავით მაღლა დგას, უკეთესი სიტოაცია გასარისკად არ არსებობს, მითუმეტეს ბენატიას მაგივად რუგანის თამაში რისკზე მეტად გონიერება უფროა…

    1. ნუ ძმობილო შენ შენს აზრზე რჩები განსხვავებული მიდგომა გაქვს სულ კარგია ვაფასებ შენს პრინსიპულობას და აზრებს თუმცა მე სხვანაირად ვუყურებ ბევრი შენი მოსაზრება მომწონს ვკითხულობ სულ თუმცა ბვერ რამეში არ გეთანხმები :no :roll: :c: :up:

      1. ყველა ყველას რო ეთანხმებოდეს უინტერესო გახდებოდა ფეხბურთი, მთავარია რასაც ვამბობთ გვჯეროდეს რო მართალია :chuvak:

  12. ძმებო არ იჩხუბოთ ისე ვიკამათოთ არ გინდათ დაძაბულობა,რაც შეეხება რუგანის თემას ისევ გავაგრძელოთ ეს თემა,რუგანი ნამდვილად იყო სეზონის დასაწყისში კარგ ფორმაში მეც მომწონდა და საერთოდ ბევრი იძახდა იტალიაშიც, მაგრამ ტიპს ჯერჯერობით ეტყობა რომ ჯერ ისეთი მონსტრი ვერაა როგორიც საჭიროა რომ იუვეს იგროკი იყოს,ეხლა შენ ლოგიკას თუ გავყვებით რომ მეტი დრო დაუთმოს ალეგრიმ ამ ლოგიკასაც არ ვეთანხმები რადგან მას შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს ფორმის პიკისთვის და ამ დროს გუნდი შედეგს ვერ დებდეს ამის გამო ალეგრის თავზე ხელს კიარ გადაუსვამენ და ეტყვიან შენ იტალიელი ათამაშე და კარგი ჯანდაბას შედეგიო,არამედ ტ……შუ წიხლს დაარტყამენ და ეტყვიან შენ შიგ ხომ არ გაქვს რაებს აკეთებ ჩვენ შედეგი გვინდაო ,მაგარი გულშემატკივარი ვარ იტალიელების და მაგრად მტკივა გული რომ იუვეში საკმაოდ ძირითადში ვერ თამაშობენ იტალიელები თუგინდ ჯენოას მატჩი კმარა მარტო კიელო იყო სასტავში მაგრან რა ვქნათ რეალობა ასეთია წამოვა თაობა ის რუგანი კალდარა ბერნა კინი და სხვები აღარ ჩამოვთვლი სპინაცოლა და რავი რაა კაროჩე წამოვა თაობა და ისევ იქნება სავსე გუნდი იტალიელებით თუმცა ისტორია იმას კიარ დაწერს იატალიელები არ ყავდა გუნდსო ბევრიო და ტეხავსო ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ არამედ ისტორია დაწერს თუ რა მოიგო გუნდმა საერთოდ ტიტულები მისი ისტორიის მანძილზე

    1. ისტორია კი დაწერს, თუ წაიკითხვას ვინმე :chuvak: წაუკითხავად რო იცოდე ისტორია მაგისთვის საჭიროა ისეთი ლეგენდები როგორებიც არიან დელ პიეროები, ბუფონები, ტრეზეგეები, ნედვედები, პლატინები ყველაზე დიდ ისტორიას ასეთი ხალხი ქმნის

      1. ბენატიას ფინიში ხო ახლავე ჩანს? მაგის მაქსიმუმია ერთი კაი რიგითი ფეხბურთელის სახელი დატოვოს ხო? ხომელიც 2 დღის მერე არავის ემახსოვრება? რუგანის პოტენციალი ხო სხვა რამის იმედს იძლევა? მე მირჩევნია კლუბმა გარისკოს და გულშემატკივარს იმედი ქონდეს რო ახალი ლეგენდა იბადება გუნდში ვიდრე ბენატიასნაირებმა იმუშავონ გუნდში, ბენატიასთვის სამუშაოა იუვე, რუგანისთვის კიდე ახდენილი ოცნება, ამ ბენატიაში სხვებსაც ვაერთიანებ თუარა ამბობენ ბენატიაც იუვეს ფანი იყო ბავშვობაშიო და მე არაფერს ვერჩი ითამაშოს, უბრალოდ უკეთესი იქნებოდა რუგანიზე ნდობა, თუ არ ენდობიან იყოს ბენატიას ღირსეული გამვლელიც დასაფასებელია…

        1. შენი ვერ გამიგია ნაღდად იძახი გუნდმა გარისკოსო და ამ დროს შედეგები ფეხებზე გკიდია???ეს ცოტა გაუგებარია რადგან დიდი კლუბი შედეგზეა ორიენტირებული და არა ჩაციკლული რომ გინდა თუ არა ვიღაცისგან ლეგენდები შეიქმნას ამ დროს კლუბი შეიძლება ფსკერზე დაეშვას ეს არაა სწორი მიდგომა არ გეთანხმები

      2. ძმა შენ თუ გინდა გაიგებ მე რასაც ვწერ გულრწფელად გეუბნები მე ვიგულისხმე რომ ისტორია დაწერსთქო როცა ვთქვი ანუ თუ რამდენი ტიტული მოიგო გუნდმა ამათუ იმ წლებში ეს პლატინი დელპიერო და სხვები რასაც ამბობ კარგები იყვნენ გასაგებია მაგრები მისაბაძები მაგრამ თუ ვთქვათ და ეს გუნდი დღევანდელი იუვე მოიგებს ტიტულებს ლიგას ბევრჯერ იტალიის ჩემპიონატს ასევე თასებს და სუპერთასებს ისტორიაში ესენიც შევლენ და დაიწერება მათზე ბევრი რომ ამ სასტავის მოგებულია ეს ტიტულები და რა მნიშვნელობა აქვს ეხლა სახელებს და გავრებს???მთავარია გუნდმა ვისთან და რამდენჯერ მოიგო ტიტული და კიდევ განვმეორდები რომ მაგრები იყვნენ ის ხალხი ვინც ჩამოთვალე მაგრამ ძველი ახლით იცვლება მიდის დრო და ა.შ…….

  13. ახლა კია ფორმაში 70 თამაში რო ათამაშა, სეზონის სტარტზეც და წინა სეზონშიც რუგანი უკეთეს ფორმაში იყო მარა სრული ნდობა არ მიიღო, რომც იყოს ბენატია უკეთესი მაინც არასწორია 2-3 წლიან მოთამაშეს პოტენციური ლეგენდა რო შეწირო, რუგანი 3 წელი არ დაელოდება იუვეს და 3 წლის მერე ისევ ახალ ბანატიას მოიყვანენ, რომანიას და კალდარას კი არა, ასეთი მიდგომაა იმის მიზეზი რო მომავალ თაობას სამაგალითი ლეგენდები შესაძლოა ნაკლებად ყავდეს, ბენატიას გამო რო იუვეს არავინ უქომაგებს და არავინ მივა იუვეში იმ სურვილით რო იუვეს ახალი ბენატია გავხდეო მაგი ფაქტია…

    1. შენ არ იყავი რომ წერდი რომამ ლეგიონერებით ვერაფერი რომ ვერ ქნა იმიტომ შეცვალა სტრაგედია და იტალიელებზე ააწყო გუნდიო.მწვრთნელიც იტალიელი დაუნიშნეს (N2) :) და რა გააკეთეს იმაზე მეტი ვიდრე შარშან და მის წინ აკეთებდნენ?

      1. როდის შეცვალა? დი ფრანჩესკო რო მივიდა კაია იქნება შეცვალონთქვა, პელეგრინი მიიყვანა და გზა გაუხსნა, მომავალში მეტს იზამს, უკეთესი გუნდია თუ არა წელს მაგას შახტართან ვნახავთ, სერია ა_ში ოთხეულში გასვლა ქონდათ მიზნად და ალბათ შეასრულებენ

  14. 30 წლის ბენატიას გამო იტალიის ყველაზე პერსპექტიულ მცველს რო აუჭებ ეს ნიშნავს რო არ ცდილობ, ითამაშებს 2-3 წელი ბენათი წავა, ამასობაში ნიჭირი იკარგება, მერე მოდის ახალი ნიჭიერი იმას შანსს არ აძლევენ, მოყავთ ახალი ბენატია, ის ითამაშებს 2-3 წელი და ასე გრძელდება, იუვეს ფანების 90%ს სჯეროდა რუგანისი და ერთადერთი ვინც არ ენდო იყო ალეგრი, კაი შეიძლება არ ენდო რუგანის და რამოსი მოითხოვო, თუ ამბიციური ხარ მარა არ ენდო რუგანის და ბენატია აქციო ძირითადის მცველად ამას გამართლება არ აქვს

    1. რას ქვია ალეგრი აფუჭებს???შენ ვერ ამჩნევ რომ ბენათია შესანიშნავ ფორმაშია ეხლა და რუგანი არა???რუგანის ამ სეზონში საკმაო დრო ქონდა ითამაშა მაგრამ ვერ გაიხსნა ისე როგორც საჭიროა,მისცეს შანსი ბენათიას და ათამაშდა რა შუაშია ალეგრიმ გააფუჩა რუგანი???რუგანიზე ათასჯერ ითქვა რომ მას შეუძლია გახდეს იუვეს მომავალი,დრო კიდე წინ აქვს და ჯერჯერობით ისე ვერ თამაშობს,ექნება საიმისოდ მას დრო რომ კიდე დაუმტკიცოს ყველას რომ ღირსია ძირითადის, რათქმაუნდა თუ შეძლებს ამის დამტკიცებას, ალეგრი მწვრთნელია მისგან შეფობა ითხოვს შედეგს და როცა უყურებს რომ ესა თუ ის იგროკი როგორ ფორმაშია ისე ათამაშებს და ჯერჯერობით შედეგსაც დებს მგონი ყველა ვხედავთ

      1. სეზონის დასაწყისში იმას ითვლიდა მიკროსკოპით თუ რამდენი მატჩი ჩაატარა იუვემ გოლგაუშვებლად როცა რუგანი იყო და როცა ბენატია იყო,ახლა აღარ აქვს მაგის საბაბი და თავისებურ დემაგოგიას მიჰყო ხელი. იყოს რუგანი ბენატიაზე უკეთეს ფორმაში და ჩემზე მეტად არავინ მოითხოვს მის თამაშს.

        1. ხო ჩოთქზე ვითვლიდი :lool: რა მდაბიო აზროვნება გაქ, მე კი არ ვითვლიდი იტალიური გაზეთები წერდნენ და იმას ვამბობდი, ახლა არავინ წერს რატომღაც, მაროკოულ გაზეთებს რო წავიკითხავ მერე ბენატიაზეც ვიტყვი :lool:

    2. ჩემო თორნიკია უკვე ყველამ ვიცით და გავიგეთ აქ თუ რა გსურს შენ. შენთვის უინტერესოა, შენთვის სულერთია იუვეს ჩემპიონობა, ტიტულები, თასები,სახელები…შენთვის პრიორიტეტია იუვეში ითამაშოს იტალიელმა.როგორ ითამაშებს,რომელ ლიგაში რომელ ადგილზე გავა იუვე ეს არ გაინტერესებს. დღესვე ხელს მოაწერდი იუვე იყოს სერია ჭ-ში ოღონდ 11 ივე იტალიელი თამაშობდეს…

  15. პლატინი, ტრეზეგე, ნედვედი, დე შამი, დავიდსი ასეთი ვინ დახვდა პოგბას, დიბალას, ვიდალს, ან სხვას?
    იტალიელებს აქვთ ჯერ კიდე მაგალითი, ბუფონის, კიელინის და მარკიზიოს სახით, მარა ამათი რიცხვიც უნდა გაიზარდოს, სხვანაირად იტალიელების შენარჩუნებაც გაჭირდება
    იუვეს ლეგენდობის მთავარი ხიბლი იყო, პლატინის, დელ პიეროს და სხვა დიდი ლეგენდების გზის გაგრძელება მარა ახალ თაობას უკვე პლატინით ვერ მოხიბლავენ, ახალ თაობას მისი დროის ლეგენდა სჭირდება და დღეს იუვე არ ცდილობს ახალი ლეგენდების შექმნას…

    1. არ ცდილობს ლეგენდის შექმნას რას ნიშნავს? ყველა მშობელი ცდილობს კარგი შვილი აღზარდოს მაგრამ ზოგი იზრდება ზოგი არა (ან ვერა) თუ ფეხბურთელს სხვაგან აქვს ჭკუა და გონება იუვემ რა უყოს თუ თავად მშობელი ვერ შველის მას?

  16. კი რა თქმა უნდა წსვლის მსურველის ძალით დაკავება არ ღირს მაგრამ დაკავებასა და დარწმუნებას შორისაც არის სხვაობა. უნდა ეცადო დაარწმუნო რომ საჭიროა,რომ ნახე ვინც აქედან წავიდა ყველა დაიკარგაო და ა.შ. და გაყიდვისას მაქსიმალური თანხა მოითხოვო როგორც ლივერპულმა კოუტინიოზე და დორტმუნდმა დემბელეზე.

    1. ძმობილო ვისაც არუნდა მაგის დარწმუნებაც არ ღირს არაა საჭირო ძალით ექაჩო,თვითონ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას იგროკი რა სჯობს და რა არა,შენ და მე თუ ვხედავთ,რომ ვინც იუვედან წავიდა და დაიკარგა(უმრავლესობა) ალბათ ვინც წამსვლელია ამის შესახებ იმანაც უნდა იცოდეს,აბსოლუტურად სწორი მიდგომაა უნდა წასვლა???წავიდეს, შეუცვლელი არავინაა ესეც ბევრჯერ ვნახეთ,ამიტომ იუვეს პოლიტიკა მაგ მხრივ არის შესანიშნავი :up: :up: :up: :juvee: :juvee: :juvee:

      1. კი მარა არც ძვირს აფასევებენ გაყიდვისას ესაა საქმე,წასვლა უნდოდაო და ამის გამო კაპიკებად უშვებენ. მაგალიტად სანდროს რომ უნდოდეს წასვლა მინიმუმ 100 მილიონს დავაფასებდი,ვან დიკზე ნაკლებია თუ?

        1. სანდროზე გეტყვი ძმაო რომ არც თუ ისეთ ფორმაშია წელს რათქმაუნდა არ ვაკნინებ მის შესაძლებობებს ძალიან კარგი იგროკია თუმცა ვთვლი რომ არც სანდრო და არც დიკი არ ღირს ის თანხები რაც შენ თქვი ეს რეალობაა ეხლა რაც შეეხება გაყიდვებს მანდ შეიძლება რაღაც ხარვეზები ქონდეს გუნდს მაგრამ მთლიანობაში რომ შევხედოთ ყოველ წელს ყიდვა გაყიდვებს დავინახავთ რომ აქაც ბალანსი ძალიან კარგად არის დაცული

  17. ფეხბურთელი რომელიც იწევს წასვლისკენ აი ვინც არ უნდა იყოს, უნდა ადგე და გაუშვა.. ეს მაგალითი არაერთხელ დაამტკიცა ამა თუ იმ მოთამაშე სხვადასხვა გრანდში.. ასე რომ ) იუვეს სწორი კურსი აქვს ) აქ აქცენტი არის გუნდურობაზე და არა ვარსკვლავებზე.. ამიტომაც ვინც არ უნდა წავიდეს იუვენტუსიდან, სანამ ასეთი სქემა არსებობს, მანამდე იუვე მტკივნეულად არაფერს გადაიტანს :) მოვლენ სხვები და შეცვლიან )

  18. აი კიდევ ერტი უდიდესი აზროვნება იუვეს ბოსებიდან ანუ ვისაც არ უნდა წავიდეს, მთელი არსენალის შემტევებს ჯობდა სანჩესი ჯამში მაგრამ ძალით ყავდათ გუნდში, გაუშვეს და შესანიშნავად თამაშობს არსენალი უფრო კოლექტიური და ძლიერი გახდა, სრულიად დამსახურებულად მოუგეს ჩელსის და კიდევ მეტიც უნდა გაეტანათ

  19. წუხელ ჩელსი რომ გავარდა თასიდან ერთი დუმილის უფლებას იყენებს,ან თუ თქვა რამე იტყვის ჩელსისთვის თასი პრიორიტეტი არ არის და დაიკიდაო. და ახლა იუვე რომ გამოვარდეს თასიდან დაიწყებს ა-დან ჰ-მდე ეს ამდენს დარბის,იმან იმას არც შეხედა,იმას ამდენი უსტვინეს და ა.შ. :)

Leave a Reply to ფიცხელა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.