ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“კიევო” – “იუვენტუსი” ალეგრის პრესკონფერენცია

1516551027_2018-01-21_200955

ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია…

“ბუფონი გუნდში იქნება, მაგრამ კარში შესნი დადგება. ჯიჯი ბერგამოში დაუბრუნდება ძირითადს. ბუფონი მომავალზე ფიქრობს, მაგრამ ამ მომენტში ის მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. ჩემთვის ადვილია მასთან მუშაობა, რადგან ის 20 წელზე მეტია ფეხბურთშია. მას ახლა არ დაუწყია კარიერა და კარგად ესმის, რომ ტრავმირებული იყო და ახლახანს დაუბრუნდა გუნდს, სხვაგვარად ის ძირითადში იქნებოდა. მესმის, რომ დიდი ფეხბურთელებისთვის ძნელია გაჩერდე, მაგრამ შეუძლებელია დროის გაჩერება. 40 წელი ის ასაკია, როდესაც ბევრს შეიძლება მიაღწიო. ეს დასვენება კარგად წაადგა მას, ახლა ის სრულიად აღდგენილად გრძნობს თავს. ჩვენ ყველა გაშლილი ხელებით ველოდებით მას.

მარკიზიო გუშინ დაუბრუნდა გუნდს, ამიტომ მას გაუჭირდება ამ შეხვედრისთვის მზადყოფნა, მაგრამ სამშაბათისთვის ის უკვე განაცხადში იქნება. დიბალა არ არის შემადგენლობაში, მაგრამ ის აღდგენას განაგრძობს. შემდეგ კვირაში ის შემოწმებას გაივლის. კუადრადო შემოწმებას გერმანიაში გადის, რომ გავიგოთ ოპერაცია დასჭირდება თუ გავაგრძელოთ მიმდინარე აღდგენითი პროცესი. მატუიდი თავს კარგად გრძნობს, მოგვიანებით გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა.

დე შილიო ან ლიხშტაინერი ითამაშებს მარჯვნივ. კიელინი დაისვენებს. სანდროს დავაკვირდები კიდევ, იქნება თუ არა მზად, თუ არადა ასამოა მყავს, რომელიც კარგ ფორმაშია. სამი ნახევარმცველით თუ ვითამაშეთ, ძირითადში შეიძლება სტურარომ ითამაშოს. თუ ორი ნახევარმცველით ვითამაშეთ, ოთხი შემტევის გაყვანა მომიწევს. 

ბერნარდესკი შეიძლება სამი ნახევარმცველის შემთხვევაში დუგლაშ კოსტასთან ერთად გამოვიდეს, ან ოთხი შემტევის დროს ძირითადში გამოვიდეს.

იგუაინი მართალია ბოლო დროს ვერ იტანს, მაგრამ ბევრს მუშაობს გუნდზე და გოლებიც მალე მოვა. 

კიევო” ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ისინი ბევრ საჰაერო დუელს იგებენ. მართალია მათ ბევრი ცუდი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს “ნაპოლის” და “რომას” წინააღმდეგ. ადვილი თამაში არ იქნება, ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიფიქროთ შედეგზე. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ჩვენთვის.”

147 thoughts on ““კიევო” – “იუვენტუსი” ალეგრის პრესკონფერენცია

  1. ვინც ამ თამაშ ვერ უყურებს ეგონება იუვენტუსი თავპირს ილეწავს და იმიტო არიან 9 კაცით არადა ტიპებმა ძალით გაიგდეს თავები მაგ მეორე წითელზე საერთოდ არაფერს ვიტყვი კურიოზი

  2. რა ჩობანი ფეხბურთელები ყავს ამ კიევოს გიმდ კლასით გინდ ადამიანობით. ამდენ დებილ ლეგიონერზე უკეთესი იტალიელი არავინ თუ არაა კარგად ყოფილა საქმე.

  3. ვერცეთმა ვერ მოიფოქრა ეს უაზრო ჩაწოდებები შეწყვიტონ და საჯარიმოში შეიჭრან

  4. დაიწყება ახლა უაზრო საუბარი მსაჯებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მარესკა დაბალი დონის არბიტრია. საერთოდ რა დონეზე დაეცა მსაჯობა თუ აკვირდებით? მეგონა VAR მაინც გამოასწორებდა სიტუაციას, მაგრამ უშედეგო ინოვაცია იყო

  5. აი რატომაა ჩემი ოცნება გვარდიოლა იუვეში. შედეგები ხომ ექნება ბრწყინვალე და 1 დამ 95 ე წუთამდე რასაც ქვია ისიამოვნებ ფეხბურთით.

  6. სამი მატჩია კრიტიკას ვერ უძლებს იუვეს თამაში რა ხდება? კარში ვერ ურტყამენ. ეს კომენტატორის ხმა კიდე წინასწარ ისმის სეტანტაზე

  7. ისე მსაჯს საღოლ შეეცოდა იუვე ცხრა კაცით ეთამაშებოდა კიევოს და ერთი მოაკლო სტურარო და ხედირა მარტო ადგილს იკავებენ

    1. სტურაროზე ცუდი აღარ თქვა ბრატ ეგ ახალგაზრდა პრესპექტიული მომავალი ლეგენდაა.

  8. გეგონება ჩემპიონთა ლიგის თამაში იყოს პლეი ოფი სადაც პირველი მატჩი მოგებული გვაქ 2-0 და განმეორებითი თამაში გვახატია აი რა შთაბეჭდილება დატოვა იუვენტუსმა ამ პირველ ტაიმში.ეს უკან ზადნიხოდით ფაფხური რაღა ყ…ობა. ეგ შეიძლება მოგივიდეს თავდასსხმაში როცა ხარ ასული და ავტობუსი უყენია მოწინააღმდეგეს აი შენ საჯარიმოში რატო უნდა ქნა ეგ თუ ძალიან გინდა მოგება? კიევოს ფეხბურთელები ჰაჰა 2 კაცი იყოს ზემოთ აწეული? რომელ პრესინგს ეგენი გვეთამაშებიან ტო :blin:

  9. ფეხბურთის გარდა ყველაფერია რასაც ესენი თამაშობენ ამ ბოლობდროსმ ამიტომ ვნატრობ დასაწყისშივე გაუშვან ხოლმე გოლი რომ შეუტიონ და ითამაშონ რასაც ფეხბურთი ქვია.

  10. არ დაიჯეროთ ბრატცი რო არ შეგვიძლია უკეთ თამაში დიბალას გარეშე! ან მწვრთნელს აქ ჩამოკრული ან რაღაცას ხულიგნობენ (ტოტალიზატორი).

  11. აი სპეციალურად ვთამაშობთ და დავრბივართ შენელებული კადრებივით რა აი რაზე მეშლება ნერვები! გუნდს როდის შეუძლია უკეთ თამაში და როდის არა ადვილი დასანახია.ჯენოასთანაც გვეძინა და მგონი აქაც.

Leave a Reply to ანონიმური Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.