ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

452 thoughts on “იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

  1. არაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
    მეთქი გოლიაა ვაიმეე
    ეგ მომენტი არ უნდა გაფუჭებულიყო რა

Leave a Reply to არაანონიმური Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.