ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

452 thoughts on “იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

    1. დაუწერელი კანონია რო 1 გატანილი პენალტი თუ აქვს ფეხბურთელს დიდი ალბათობით მეორეს აფუჭებს. რატო დაარტყა ვერ ვხვდები

  1. კიელინის შეცდომა ყველამ დაინახა და მანამდე რა მოხდა და რა იფარცუხეს ხედირა – იგუაინმა არავინ? ხედირა არი იუვენტუსის სირცხვილი

  2. პიანიჩი რატო არ ურტყავს პენალტს ტო.. 30 მეტრიდან ჯარიმა გააქვს და პენალტისტი იგუ გვყავს იუვეში?

  3. არ დაიჯეროთ მაგი ხალხო რო კომბინაციები გასდით ან რამე რამდენჯერაც შეუტიეთ იმდენჯერ მოპარული ჟეჟშტივით ვათრიეთ ჩვენ თუ ვაძლევთ მოედანს მარტო მაშინ გვიტევენ. ძალიან ლოგიკური იყო გოლი და 2 1.ფსიქოლოგიურად როგორ უნდა ამოაქაჩინო გუნდს რომელსაც 2 გოლი აქ ნაყლაპი 9 წუთში?
    გამოვასწორებთ 2 ტაიმში :)

    1. გონსალოზე საერთოდ ნურაფერს წერთ მაგ კაცმა რო იკაცა სულ რო კიდევ 3 პენალტი მაზოს მაინც არაფერში იქნება დამნაშავე და საერთოდ ბოლო თამაშებში სულ მაგას გააქ სხვებმაც გაანძრიონ ერთი ადგილი ტო

      1. დიბალა არაა და ვინ უნდა გაიტანოს აბა? მარტო პენალტი კი არა პიანიჩის მომენტიც 100%-იანი იყო და გააფუჭა. საბოლოო ჯამში ვერ ვიტყვი რო ცუდ მატჩს ატარებს, პირველი მაგარი შეაგდო

  4. ძაან მაგარი პირველი ტაიმი იყო რავი ბრავო საოცარი თამაშია 5 კუთხური კიდე ჩამოაწოდონ

  5. კიელოც მაინცდამაინც ასეთ მატჩებში რატო უშვებს უბრალო შეცდომებს რა. არადა ჩემთვის საუკეთესოა და იქნება კიდევ დიდი ხანი, დარწმუნებული ვარ.

Leave a Reply to forza bianconeri Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.