ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

452 thoughts on “იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

  1. პოზიცია კარგად ეჭირა ჯიჯის და არ ეგონა რო ახლო კუთხეში დაურტყავდა ერიქსენი. ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო დანიელმა და გაუმართლა

  2. სულ რომ მესები და რონალდოები ყავდეს არაა ლიგა იუვეს მენტალიტეტში და ამას ვერავინ შეცვლის

  3. პირველი პენალი დზვლივს გაიტანე, ცხოვრებაში სულ 2 პენალი გაქვს გატანილი შეეშვი რა, ეს არის ვითომ ძალით ლიდერობა, გუნდს რომ ჩაუჯვავ, თუ დარტყმა გინდა სადაც დასარტყმელი იყო იქ დაერყა, კიდევ კარგი მეკარე მაინც არ უვარგათ :))

    ცარიელ კარში უნდა არტყმევინო რა ამას, მარა ფატიურად ცარიელი კარია, კარში თუ მოარყყა გადის :)) მარა ვერ არტყავს ხოლმე და შეეცი თუ გინდა,ა მის დედაც, 4:1 ან 4:0 უნდა იყოს :(

    1. ტოტენჰემს არ უვარგა მეკარე? ლორისი ერთერთი გამორჩეული კიპერია მგონი მაგის თამაშები არც გინახავს

    1. მაგან 9 წუთში ისეთი იკაცა წესით სახლში უნდა წავიდეს ეხლა და ტელევიზორიდან უყუროს.9 წუთში გატანილი 2 გოლი ბევრი ფაქტორის გამოა აღსანიშნავი.

    2. სიმართლე გითხრა და პირველი ბურთიც მეკარის ბრალი იყო, დაუწერელი კანონია მასე ბურთ მეკარე რომ მიწვდება უნდა აიღოს, ამას 12-13 წლის რომ ვიყვავი და ფეხბურთზე დავდიოდი მაშინ გვასწავლიდნენ

      1. კარგი რა თუ ძმა ხარ არ იყო ეგ ბურთი ადვილად ასაღები და ვერც აიღო ისეთი ტრაექტორიით წავიდა ბურთი ნებისმიერ მეკარეს გაუჭირდებოდა

  4. ამათ რამე ეტყობათ რო ორი ფინალი აქვთ ნათამაშები და გამოცდილება აქვთ რამე? გამოუცდელი ტოტენჰემი ისე გვაზის და გვიგორავებს ბურთს თითქოს ჰალ სიტი ვიყოთ

  5. აი მეორე ტაიმს ყველა ერთად ვნახავთ! მთავარია ისევ გავხსნათ თამაში და ყველა ერთად ვნახავთ გამხმარ ჩურჩხელა ტოტენჰემს! მთავარია ისევ გავუხსნათ თამაში და დ<>დ?ა აღარ ეყოლებათ

  6. ფერარი რომ გყავს და მარტო სეირნობა იცი ეგრეა ჩვენი მაესტრო,იუვე რომ უმაგრესია ნეიტრალური გულშემატკუვრები დარწმუნდებიან

Leave a Reply to juventinoo10 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.