ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

452 thoughts on “იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

  1. ალეგრი შენი ყველაფერი რავერ ისწავლე ბურთის გორება სა აცილებინებ ბურტს უმისამარტოდ წამოვიდა მეორე შეტევა და მესამე მეოთხე მეხუთე ამდენივეჯერ გავარტყი დედშენს ალეგრი

  2. არა თუ ტოტენჰემს ვერ გაცდნენ ალეგრი უნდა გაუშვან ზაფხულში. ეს შემადგენლობა არ იმსახურებს ალეგრისნაირ მშიშარა მწვრთნელს. 2-0 ია ხედავ შოკში არიან შეუტიე გაუტანე კიდე რა.ძალით დათმო და დაიხია

  3. მემგონი დროა ალეგრი წავიდეს, ძან მომწონს ეს ტრენერი მარა ფაქტია სუსტია და არაა იუვეს დონის, იმიტომ რომ არ ვითარდება:) სიამოვნებით ვნქხავდი გიარდიოლას იუვეში :lool:

  4. XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX FUUUUUUUUUUUUUUUUUUUU იშვიათი კომენტარი ჩემსგან ახლაცთუ ალეგრის არ დახვევინებთ თქვენი ყველას ერთად შემაზიზღენ ფეხბურთი

  5. ბონუჩის დავცინოდით და ეს ახმახი მთხლე კი შეგვრჩა რომელიც ბურთან ფეხით ხო თქვენობითაა და არც თავი უვარგა. ბენატია რომ გაჯობებს რა.ამხელა კაცი ფუიი

        1. 2 მატჩის ჯამში მოიგო იუვემ რეალმა კი 1 მატჩის ჯამში, რომელი უფრო სამართლიანი მოგებაა შენ გადაწყვიტე. კუადრადო რო არ გაეგდო უაზროდ ის მატჩი დიდი ალბათობით 2-3 დამთავრდებოდა ისე მიდიოდა

  6. რა გვესაქმება 1/4 ფინალში სახლში ტოტენჰემი აზით თავზე და იქ სიტი და პსჟ სთან ხო საჯარიმოდან თავებს ვერ გამოყოფენ. არაა ეს იუვე ლიგის მომგები არა

  7. ესე რო დგები დაცვაში თუ რამე სამართალი არსებობს უნდა გაუშვა გოლი და ეგრეც მოხდა. ღირსია ალეგრიც და მთელი გუნდიც და ვაფშე რო წააგონ მაგის ღირსებიც არიან

          1. დინო ძოფმა 42 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო,ეს ისე,რომ იცოდე მაინც.

          1. ანუ ყოველ თამაშში რომ აკეთებდეს ესეთ რაღაცას ხომ მარა კაცი ესეთ შეცდომას ათწლეულში ერთხელ უშვებს და ასე უცბად ჩამოწერე?

  8. კიელინიმ და ბუფონმა გარი ყლაპეს სამწუხაროდ ასეა ვისაც უტყდება ამის აღიარება რავი ნუ აღიარებს მარა 1 თამაშით ვერ ჩამოვწერ ვერავის

Leave a Reply to ტრიდე Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.