ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ლონდონში იუვეს რთული მატჩი ელის:

“გარკვეულწილად ეს ფინალის ტოლფასის დაპირისპირება იქნება, რადგან ჩვენ კონკრეტული შედეგის მიღწევა მოგვიწევს, თუ მართლაც გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა. ნამდვილად არ ვიცი როგორ სტილს აირჩევს პოჩეტინო, მაგრამ ჩვენის მხრივ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ტექნიკური კუთხე.. მშვიდად და ტექნიკურად გვმართებს ასპარეზობა..

ჩვენ ვერ ვიასპარეზებთ ისე, როგორც ბაიერნთან ორი წლის უკან.. მაშინ სხვა სტილის ფეხბურთელები გვყავდნენ, რომლებიც უფრო სწრაფად მოქმედებდნენ კონტრიერიშებისას.. ახლა უპირატესობა მიენიჭება ბურთის კონტროლს და საკუთარი შანსების რეალიზებას. ლაციოსთან მატჩი? რომში გამართულ მძიმე შეხვედრასთან შედარებით აქ ვფიქრობ უფრო მეტი თავისუფალი სირვცე იქნება.

ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის თანახმადაც იგუაინი და დიბალა ამ შეხვედრაში ვერ იასპარეზებენ.. გონსალომ ორი ვარჯიში ჩაატარა უკვე გუნდთთან ერთად, ხოლო პაულომ ლაციოსთან დაპირისპირებისას ყველას აჩვენა თუ რა შეუძლია კონკრეტულ ეპიზოდში. ჩვენ დიდი სპექტაკლის მნახველები გავხდებით, სადაც თითოეული მოთამაშე, განურჩევლად იმყოფება თუ არა 100%-ით მომზადებული, მაქსიმუმის დადებას ეცდება.

ტრავმებზე დიდხანს არ ვფიქრობ.. მეორეს მხრივ კარგი იქნება თუ საქმეს დამატებით დრომდე არ მივიყვანთ, რადგან სათადარიგოთა სკამზე ამ მატჩში საკმაოდ მოკლე გვაქვს.

დიბალა, კოშტა და იგუაინი არიან ფორვარდები, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენს განკარგულებაში იმყოფებიან.. შესაძლოა მათ ერთდროულად მოუწიოთ ყოფნა, მატჩის მიმდინარეობისას.. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, სამივე მათგანის სასტარტოში ხილვას”.

355 thoughts on “შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. ძალიან ამაზრზენი კომენტარები წამოვიდა წეღან და მგონი ძაან ულამაზოა
    მაგნაირი ლაპარაკი სახელების წერას არ დავიწყებ თავად მიხვდებით მაგ კომენტარების ავტორები.
    გაბრაზებულ გულზე ყველაფერი კი არ უნდა თქვა რაც მოგივათ თავში. დღეს მსაჯობა იყო 0! ის შტანგა რომელიც კინაღამ გოლი ვყლაპეთ იყო აფსაიტი და ის პენალტი კიდევ იყო 100% და ალეგრმი კიდევ ცვლილებებით თავის თავი გადაარჩინა. მაგ ამაზრზენ კომენტარებს კიდევ შევეშვათ ჯობია.ჩემ თავზე კი არ მივიღე ეგ კომენტარები უბრალოდ ძაან ულამაზოა ფეხბურთის გამო მაგნაირების წერა.

    1. ფეხბურთის და იუვენტუსის დ,ე.დ,ა ს ვთხარე მაგნაირი კომენტარი როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრზე არ ვარ ტო

  2. შეგრცხვეთ აი იმ სასტავს ნახევარი საათის წინ მთელ გუნდს რო აგინებდით. ერთი წამი არ დამიკარგავს იმედი რო შეძლებდა ჩემი გუნდი გასვლას… მოვ..ან ეგეთი ფანობა!

  3. გენიოსი ალეგრი მეტი არაფერი დღეს ალეგრი იყო მოედანზე გენიოსი გენიოსი გენიოსი მეტი არაფერი :love: :love: :love:

  4. ალეგრის კი არა ბრავო იგუს და დიბოს. საღოლ ბიჭებო. პირველადაა იგუს რო ვაქებ ასე უნდა ითამაშო სულ. ფორცააააა გილოცავთ . ეს არის იუვე. :forza:

    დიბომ და იგუმ დადო რა კლასი.

    1. საქმე ისაა რომ ნახევარი სეზონი აგონიაში იყო მართლა და მართლა საგინებელი იყო.. ძაან კარგ ფორმაში შევიდა ბოლო 5-6-7-8-9 თამაში თუ რამდენიცაა . ესაა ის იგუაინი რასაც ველოდით და გვინდოდა . ასე გააგრძელოს !! ფორცა იუვე

  5. გილოცავთ ყველას ამ სიხარულს რაც იუვემ და ალეგრიმ გაგვიკეთა ავოიეეეე

  6. ცოტა გამართლება ბევრი ბრძოლა და ალეგრის მასტერკლასი მეტი არაფერი.გილოცავთ ყველას. ამ კარგ ნოტაზე აღარ მინდა ის უამრავი ცუდი ვწერო.
    არ ვიცი რა გამოვა ამ გუნდით წელს ლიგაზე ფაქტია რო შემდეგ ეტაპზე კი მიგორდნენ.
    ვერ ვხსნიდი რატო იყო ბარძალი მარჯვნივ და ლიხშტა სკამზე თურმე ჯოკერი ყოფილა:D:D

  7. მიყვარს ეს გუნდი! ნერვებს დაგაწყვეტენ, გაგაგიჟებენ, იბრძოლებენ, სისხლს დაღვრიან და შედეგს დადებენ! ალეგრის რაღაც ახალი სტრატეგია აქ, წინა თამაშში 1 დარტყმა 1 გოლი, დღეს 2 დარტყმა 2 გოლი. ვინც იგუს აგინებდა და ღუპუცას ეძახდა, გამოდით ყველა გვახსოვხართ.

  8. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები მაგრამ აქამდე არ იყო მისაყვანი საქმე ნაღდად,პირველივე თამაშში უნდა დაგვემთავრებინა ყველაფერი,პირველი თამაშის მერე კი ვამბობდი გავალთ თქო მარა რო გაგვიტანეს ნაღდად აღარ მქონდა არანაირი იმედი და ბრავო გუნდსაც და ალეგრისაც რო არ გატყდნენ

    1. :lool: :lool: გუნდმა 180 წუთში 4 ჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიატა. შენ რომ ეგ დაგეწერა 18x გექნებოდა

  9. მე თქვენ ადგილზე შემრცხვებოდა ეს გულშემატკივრობა არაა, ვისაც გაგიხარდათ გილოცავთ

  10. სულ ვამბობდი ალეგრი გენიოსიათქო :დ
    მერამდენედ უნდა დაამტკიცოს?
    თქვენ ნახეთ აწი დეშილიო როგორ დაგლიჯავს! ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ…

    გილოცავთ მოგებას
    წარმატებები!

Leave a Reply to LASHAJUVENTINO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.