ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ლონდონში იუვეს რთული მატჩი ელის:

“გარკვეულწილად ეს ფინალის ტოლფასის დაპირისპირება იქნება, რადგან ჩვენ კონკრეტული შედეგის მიღწევა მოგვიწევს, თუ მართლაც გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა. ნამდვილად არ ვიცი როგორ სტილს აირჩევს პოჩეტინო, მაგრამ ჩვენის მხრივ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ტექნიკური კუთხე.. მშვიდად და ტექნიკურად გვმართებს ასპარეზობა..

ჩვენ ვერ ვიასპარეზებთ ისე, როგორც ბაიერნთან ორი წლის უკან.. მაშინ სხვა სტილის ფეხბურთელები გვყავდნენ, რომლებიც უფრო სწრაფად მოქმედებდნენ კონტრიერიშებისას.. ახლა უპირატესობა მიენიჭება ბურთის კონტროლს და საკუთარი შანსების რეალიზებას. ლაციოსთან მატჩი? რომში გამართულ მძიმე შეხვედრასთან შედარებით აქ ვფიქრობ უფრო მეტი თავისუფალი სირვცე იქნება.

ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის თანახმადაც იგუაინი და დიბალა ამ შეხვედრაში ვერ იასპარეზებენ.. გონსალომ ორი ვარჯიში ჩაატარა უკვე გუნდთთან ერთად, ხოლო პაულომ ლაციოსთან დაპირისპირებისას ყველას აჩვენა თუ რა შეუძლია კონკრეტულ ეპიზოდში. ჩვენ დიდი სპექტაკლის მნახველები გავხდებით, სადაც თითოეული მოთამაშე, განურჩევლად იმყოფება თუ არა 100%-ით მომზადებული, მაქსიმუმის დადებას ეცდება.

ტრავმებზე დიდხანს არ ვფიქრობ.. მეორეს მხრივ კარგი იქნება თუ საქმეს დამატებით დრომდე არ მივიყვანთ, რადგან სათადარიგოთა სკამზე ამ მატჩში საკმაოდ მოკლე გვაქვს.

დიბალა, კოშტა და იგუაინი არიან ფორვარდები, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენს განკარგულებაში იმყოფებიან.. შესაძლოა მათ ერთდროულად მოუწიოთ ყოფნა, მატჩის მიმდინარეობისას.. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, სამივე მათგანის სასტარტოში ხილვას”.

355 thoughts on “შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. დღეს ისე იგუს ეტყობოდა რო რაღაცას იზავდა რაღაც ისე ჩუმ ჩუმად იჭრებოდა ჩაკიდებებზე ლოგიკური იყო მისი გოლი.

    მსაჯობა იყო 00000000 !!!! 2 უზარმაზარი შეცდომა!

    1. გახსოვს ლაშა ძმა ლაციოს მერე რო ვბაზრობდით? :D 0-1 1-2 მიგრძნობს გულითქო :lool: ეხლა პოგბას მიგრძნობს :lool: :lool: :lool:

  2. აი სკამი პრაქტიკულად არ ყავდა კაცს არავინ და ორი შეცვლა გააკეთა და ორივე გაარტყა მცველები აზრზე ხართ???ანუ ფინალის ფსიქოლოგია აქ გამოიყენა პირველი ტაიმი დათმო ვერ გაქაჩა აშკარად და მეორეში ტიპმა ფოკუსი ჩაატარა :juvee: :juvee: :juvee: იგუზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი მტელი სეზონი რაც იგუ მოიყვანეს ვიძახდი სასწაული კაციათქო და მაგის გამო რაც მაროტას აგინეს აქ დედამისი დაორსულებულა :lool: :lool: :lool: :lool:

  3. ეს ტოტენჰემი ძალიან ძკიერი გუნდი იყო ძმებო რეალლს რა უყუ საგოლ ბიჩებს :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. Davita83
    მეც ძმა ნახე რო გაუხსენით რა ამოუდეთ :) და ბოლო 15 წუთი ზუსტად ისეთი გაუჩალიჩეთ როგორიც მაგათ გვიქნეს ტურინში. ძალიან გავდა ეგ ბოლო წუთები რეალთან გასვლაზე რო გვქონდა 1-1 რო იყო ფფინალში რო გავძვერით 2015 წელს.

  5. ტოტენჰემთან თამაშების მერე პიპიტაზე ვინმემ ცუდი არ თქვათ!!! გილოცავთ გილოცავთ გილოცააავთ!!!!

  6. აეეეეეეეეეე, გილოცავთ იუვენტინოებოოოოოოო, :juvee: :juvee: თქვენ გენაცვალეთ ყველაას, იუვენტუსის ფანების გარდა არავის რო არ ჯეროდა რო იუვე გავიდოდა ხო მიიღეს კარგი გაკვეტილი

  7. სულ მჯეროდა და მწამდა რომ ალეგრი სიურპრიზს შემოგვთავაზებდა ნახეთ ტიპმა გამოიყვანა ასამოა და ლიხშტა გავიმეორებ ასამოა და ლიხშტა და გაარტყა სიტყვები არ მყოფნის აი ვერ ვლაპარაკობ ამ კაცზე გენიოსია :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  8. დიდება ალეგრის :chuvak: ბიჯო

    11 წუთი ათამაშა გუნდი ჯამში და ქე გაიმეოთხედფინალა :lool: ლიხშტა არის იუვეს ლეგენდა, მგონი ყვრლაზე მეტად მიყვარს იუვეში

  9. რეალისტ-მარადონა თქვენ გეხმიანებით ძმებო და ლაშა იუვენტინო ალეგრი მუდამ და მარად იუვეში ძმებო გენიაააა :love: :love: :love: :love:

  10. გილოცავთ ბიჭებო :forza: მაგრად მჯეროდა და შესვენებაზე დავწერე კიდეც. ალეგრიმ კიდევ ერთხელ ჩაატარა. შეტევის გარეშე ზამენებით მოუყომარა. კლასი ბაბა კლასი :forza: მიყვარს ეს გუნდი :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  11. ბრავო იგუ და 94 მილიონი მასში გადახდილი გენიოსი და მგელი მგელი მგელი მგელი მგელი :up: :up: :up:

Leave a Reply to bugitto Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.