ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანი წასვლას არ აპირებს

რუგანის აგენტი სარის ინტერესს ადასტურებს, თუმცა…

ლონდონის ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი, ნისლიან ალბიონზე ძველი შეგირდების წაყვანას გეგმავს. ჟორჟინიოს შეძენის შემდეგ, იტალიელ სპეციალისტს თვალი კვლავ სერია ა-ს მოთამაშეებზე უჭირავს. გონსალო იგუაინის ტრანსფერში მარცხის შემდეგ, ჩელსი რუგანისთვის გაბრძოლებას გეგმავს.

რუგანის აგენტმა დავიდე ტორკიამ Radio Kiss Kiss-სთან საუბარში რუგანის მიმართ ჩელსის ინტერესი დაადასტურა:

“მომავალი? არ ვფიქრობ, რომ იუვე რუგანის გაყიდვას გეგმავს. მიუხედავად სარის ინტერესისა, კალდარას წასვლის შემდეგ რუგანის გასხვისების შანსი მინიმალურია.”

შეგახსენებთ ლონდონელები მზად არიან რუგანის სანაცვლოდ 45-50 მილიონი ევრო გაიღონ.

10 thoughts on “რუგანი წასვლას არ აპირებს

  1. ეხლა ვინც გასაშვებია ის გაუშვან – სტურარო, ხედირა, პიაცა
    და მოვიყვანოთ პოგბა + ფავილი და კლემენცა დავაწინაუროთ პირველ გუნდში სხვა ამ გუნდს მეტი აღარავინ ჭირდება.

Leave a Reply to Gio-Juve2002 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.