ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი გუნდზე გაცხარებულია..

ბუნებრივია მატჩისშემდგომ ალეგრი იმედგაცრუებული იყო:

“იმის ნაცვლად, რომ მეტოქისთვის მეორე გოლი გაგვეტანა, რატომღაც მეტოქის გოლამდე 10 წუთით ადრე თამაშიდან გამოვერთეთ.. ამის ახსნა გამიჭირდება, რადგან რაც მე აქ ვიმყოფები ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო როდესაც მატჩის მიმდინარეობისას უბრალოდ ჩაგვეძინა..

ჯენოა შექებას იმსახურებს, ისინი ბოლომდე ეცადნენ საკუთარი შანსის გამოყენებას.. მოსვენების საშუალებას არ გვაძლევდნენ და დამსახურებულ ფრეს მიაღწიას..

ჩვენ კი.. 3-4 წამით მეტი ვიჩერებდით ბურთს, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს ტექნიკის დემონსტრირების საშუალება მისცემოდა.. ეს დაუშვებელია, რადგან მატჩი 90 წუთი გრძელდება და გარანტირებული არაფერი არ არის.. თუ გსურს გამარჯვება მისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო.

როგორც ჩანს იუნაიტედზე დავიწყეთ ფიქრი.. და დავიწყეთ იმ წამიდან, რაც ანგარიში 1-0 გახდა.. მერწმუნეთ ინგლისში სხვაგვარი სიტუაცია იქნება, რადგან მანჩესტერიც და ჩვენც მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ..

სკუდეტოს ბედი ასეთ დროს არ წყდება, მაგრამ კარგი იქნებოდა ნაპოლისთვის მეტი წნეხი შეგვექმნა.. ახლა კი მოგვიწევს იმას დავჯერდეთ რაც ჩვენივე შეცდომის გამო მივიღეთ.. მეორეს მხრივ იქნებ ეს ბევრისთვის გამოსაფხიზლებელი შეტყობინება გახდეს”.

4 thoughts on “შეშლილი მაქსი გუნდზე გაცხარებულია..

  1. რა პირველად მოხდაა?)) შარშან მთელი სეზონი ზუსტად ესეთ სვარკას ათამაშებდა გუნდს. რაღაც ეჭვი მეპარება ეს მეორე და მესამე გოლის გატანას ითხოვდეს ხოლმე დიდად)

  2. ხოდა მოდი გავატაროთ ამ ჯერად ეს ფრე ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო მანჩესტერის წინ ეს აუცილებილიც კი იყო რატო აწინ შედეგებით ნახავთ

  3. ასეთი გულისამრევი თამაში დაუშვებელია,იუნაიტედი რომ არა ალეგრის დავაბრალებდი,მაგრამ ახლა მართლა მანჩესტერისგამო მოხდა ასე

  4. “მანჩესტერიც და ჩვენც მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ.”
    ვითომ?… ჟოზე მაინც ჟოზეა და გამიკვირდება ფრეზე რო არ ითამაშოს

Leave a Reply to ანონიმური Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.